ყვავილი - დაავადება, რომელიც კაცობრიობამ დაამარცხა, შესაძლოა კვლავ აფეთქდეს
გამოქვეყნებულია: 2016-08-18 21:11:00
ყვავილი — მომაკვდინებელი დაავადება, რომელიც მსოფლიომ 1977 წელს საბოლოოდ ამოძირკვა, შესაძლოა კვლავ დაბრუნდეს. ამის მიზეზი ციმბირის ტუნდრის გალღვობაა, რასაც თან სდევს ვირუსის გამოთავისუფლება იმ ადამიანთა სხეულებიდან, რომლებიც 120 წლის წინ ყვავილის ეპიდემიამ იმსხვერპლა. ამის შესახებ ექსპერტები იუწყებიან.ყვავილი ერთ დროს მსოფლიოში ყველაზე საშიში დაავდება იყო. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, იმ ადამიანთა 30%-ზე მეტი, რომელთაც ყვავილი შეხვდათ, გარდაიცვალა. დაავადებას მაღალი ტემპერატურა და ჩირქოვანი გამონაყარი ახასიათებს. ციმბირის მუდმივად ნოტიო, გაყინულ ნიადაგში დამარხული, ყვავილით გარდაცვლილი ადამიანებისა და ჩრდილოეთის ირმებისგან გამოთავისუფლებული პოტენციურად ფატალური დაავადების სპორები უკვე გამოუვლინდა 24 ადამიანს, რომლებიც ჩრდილოეთ რუსეთის ქალაქ სალეხარდის ჰოსპიტალში არიან მოთავსებულნი.თუმცა, როგორც Siberian Times-ს ჯანდაცვის ექსპერტებმა განუცხადეს, ეს მხოლოდ გამაფრთხილებელი ნიშანია იმისა, რომ შესაძლოა წინ უარესი გველოდეს.„1890-იან წლებში, ყვავილის დიდი ეპიდემია მძვინვარებდა. მაგალითად, ერთ-ერთ ქალაქში მოსახლეობის 40% ამოწყდა. გარდაცვლილ ადამიანთა სხეულებს მუდმივად ნოტიო ნიადაგის ზედა ფენებში მარხავდნენ, მდინარე კოლიმის ნაპირებზე. ახლა კი, თითქმის 100 წლის შემდეგ, ადიდებულმა კოლიმამ ნაპირების „შეჭმა“ დაიწყო“, — აცხადებს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ციმბირის მიმართულების წარმომადგენელი ბორის კერშენგოლცი.მუდმივად ნოტიო, გაყინული ნიადაგის გალღვობა ეროზიის პროცესს კიდევ უფრო აჩქარებს.იამალის ნახევარკუნძულზე, ქალაქ სალეხარდში სპორების გამოვლენის შემდეგ, ნოვოსიბირსკის ვირუსოლოგიისა და ბიოტექნოლოგიების ცენტრმა სხვა დავადებების ტესტირებაც დაიწყო. მათ მიაგნეს გვამებს, რომლებზე დარჩენილი იარებიც ყვავილის მიერ დატოვებულს ჰგავს.მიუხედავად იმისა, რომ სპეციალისტებმა თავად ვირუსს ვერ მიაგნეს, დნმ-ში გამოავლინეს მისი ფრაგმენტები.გაყინული ნიადაგი იაკუტიის რეგიონში ძირითადად 30-60 სმ სიღრმეზე დნება, თუმცა წელს გალღვობის სიღრმემ ერთ მეტრს მიაღწია.„იამალის ნახევარკუნძულის მიწა ძალიან დიდი რაოდენობით ყინულს შეიცავს, რომელიც ახლა ძალიან სწრაფად დნება. შესაბამისად, არსებობს იმის მაღალი ალბათობა, რომ მიწის ზედაპირზე ამოვიდეს წლების წ
წაკითხვა