საზოგადოებრივი
104.5 FM
„ერთად სიცოცხლის სადარაჯოზე“ - თბილისში საქველმოქმედო საღამოსთვის ემზადებიან
გამოქვეყნებულია: 2015-05-12 20:49:00
საოპერო ვარსკვლავი დაავადებული ქალების დასახმარებლად - თბილისში საქველმოქმედო საღამოსთვის ემზადებიან. „ერთად სიცოცხლის სადარაჯოზე“ - ასეთია იმ კონცერტის დევიზი, რომელსაც ანიტა რაჭველიშვილი მკერდის სიმსივნით დაავადებულთა დასახმარებლად გამართავს. საღამოს იდეა საოპერო მომღერალს მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ერთ-ერთი დაავადებული პირადად გაიცნო. ანიტა რაჭველიშვილთან ერთად, კონცერტში მონაწილეობას ამერიკაში მოღვაწე პიანისტი დავით ალადაშვილი, მაესტრო ნიკოლოზ რაჭველი და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრიც მიიღებს. 
წაკითხვა
თბილისის მერია C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას უერთდება
გამოქვეყნებულია: 2015-05-12 13:03:00
თბილისის მერია C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას უერთდება. თბილისში რეგისტრირებული, ასევე სოციალურად დაუცველი  და იძულებით გადაადგილებული მოქალქეები C ჰეპატიტის პირველად დიაგნოსტიკას მერიის ,,ეროვნულ სკირინინგ-ცენტრში,, უფასოდ გაივლიან, რომელიც წერეთლის 65 და კალაუბნის 12-ში მდებარეობს. დადებითი პასუხის შემთხვევაში კი, მკურნალობაში ჩართვამდე აუცილებელი კვლევები სოციAლურად დაუცველი ოჯახებისთვის რომელთა სარეიტონგო ქულა 70 000-ს არ აღმატება, უფასო იქნება. ხოლო თბილისში რეგისტრირებულ სხვა პირებს შესაბამის გამოკვლევებს თბილისის მერია 60% ით, ხოლო ჯანდაცვის სამინისტრო 30% ით დაუფარავს. მოქალქეებს   მხოლოდ თანხის 10% ის გადახდა მოუწევთ. 
წაკითხვა
რა პრობლემები აქვთ მარნეულის დიალიზის ცენტრის ბენეფიციარებსა და მედპერსონალს
გამოქვეყნებულია: 2015-05-10 20:48:00
მარნეულში დიალიზის ცენტრის პაციენტები და მედპერსონალი დახმარებას ითხოვენ. ძველი საავადმყოფოს შენობა სამი წლის წინ გაიყიდა, თუმცა, გამგეობის განცხადებით, კერძო კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებულებები დღემდე არ შესრულებულა. დიალიზის ცენტრით ყოველდღიურად 100-მდე ბენეფიციარი სარგებლობს, მაგრამ მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის გამო, პრობლემები ექმნება დიალიზის აპრატურას. პაციენტებს კი როგორც კლინიკამდე მისვლა, ისე საავადმყოფოში შესვლაც უჭირთ.
წაკითხვა
„გამქრალი გოგონა“ - რას იხილავს მაყურებელი ახალ „ტელებლოგში“
გამოქვეყნებულია: 2015-05-10 20:40:00
„გამქრალი გოგონა“, - ასეთია დღევანდელი „ტელებლოგის“ სახელწოდება. ფილმის შესახებ მისმა ავტორმა ვიკა ბუკიამ „მოამბის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა.
წაკითხვა
უნიკალური ოპერაცია იაშვილის სახელობის საავადმყოფოში
გამოქვეყნებულია: 2015-05-10 14:02:00
უნიკალური ოპერაცია იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში - საქართველოში საქმიანი ვიზიტით ბერლინის წამყვანი ქირურგი იმყოფება. ჰენინგ გისტიმ ოპერაცია ქართველ მედიკოსებთან ერთად ჩაატარა. დღეიდან იაშვილის საავადმყოფოს ქირურგები სხვადასხვა ქირურგიული პათოლოგიების ოპერაციებს ახალი მეთოდით ჩაატარებენ.
წაკითხვა
კარალეთში მოწამლული მოსწავლე ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება
გამოქვეყნებულია: 2015-05-09 20:45:00
კარალეთის სკოლაში მოწამლული 8 მოზარდიდან ერთი ამ დრომდე გორის დედათა და ბავშთა ცენტრ "იავნანაში", რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. საავადმყოფოში გვიან ღამით იმყოფებოდნენ ტოქსიკოლოგიური ცენტრის წარმომადგენლები, რომლებმაც სინჯები გამოკვლევისთვის აიღეს. ექიმები საკვებით და სასმელი წყლით მოწამვლას გამორიცხავენ, თუმცა რამ გამოიწვია ინტოქსიკაცია, ამ დრომდე უცნობია. ინტოქსიკაციის ნიშნებით კლინიკაში მოთავსებული კიდევ 7 მოზარდი საავადმყოფოდან ცოტა ხნის წინ გაწერეს. 
წაკითხვა
კარალეთის სკოლიდან 9 მოსწავლე საავადმყოფოში გადაიყვანეს - ინტოქსიკაციის მიზეზი უცნობია
გამოქვეყნებულია: 2015-05-08 20:42:00
კარალეთის საჯარო სკოლით სამართალდამცავები ინტერესდებიან. ადგილზე პოლიციის თანამშრომლები მას შემდეგ მივიდნენ, რაც სასწავლებლის 9 მოსწავლე გაკვეთილებიდან პირდაპირ საავადმყოფოში მოხვდა. ბავშვებს ერთი და იგივე სიმპტომები აღენიშნებათ, თუმცა ინტოქსიკაციის გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე დაუდგენელია. სკოლის ხელმძღვანელობა ექსპერტიზის დასკვნას ელოდება, რომელიც მოზარდებს უკვე ჩაუტარდათ. 
წაკითხვა
ფრინველის გრიპი - თურქეთიდან საქართველოში ფრინველის, ხორცპროდუქტების და კვერცხის შემოტანა აიკრძალა
გამოქვეყნებულია: 2015-05-08 20:40:00
თურქეთიდან საქართველოში ფრინველის, ხორცპროდუქტების და კვერცხის შემოტანა აიკრძალა. საზღვრებზე გამკაცრებული კონტროლი ერთ-ერთ პროვინციაში გავრცელებულ ფრინველის გრიპს უკავშირდება. იმის მიუხედავად, რომ ადგილობრივი ხელისუფლება H5N1-ის სხვა ტერიტორიებზე გავრცელებას გამორიცხავს, ქართულმა მხარემ პრევენციული ზომები მაინც მიიღო. ფრინველიდან ადამიანზე ადვილად გადამდები საშიში ვირუსის გამო შეზღუდვები მეზობელ ქვეყნებშიც წესდება. 
წაკითხვა
თამარ სანიკიძე საუნივერსიტეტო კლინიკას ესტუმრა
გამოქვეყნებულია: 2015-05-07 13:18:00
2015 წლის მარტში საქართველოში პირველი მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკა ამოქმედდა. უნივერსიტეტში სტუდენტები, თეორიულ ცოდნასთან ერთად, პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს იძენენ, ხოლო აკადემიურ პერსონალს თანამედროვე კვლევების ჩატარების უნიკალური შესაძლებლობა აქვს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი კლინიკაში მივიდა და მის ფუნქციონირებას პირადად გაეცნო. თამარ სანიკიძე სტუდენტებს შეხვდა და პაციენტებს გაესაუბრა. მინისტრმა კლინიკაში დაბადებული პირველი ახალშობილიც მოინახულა.
წაკითხვა
მიმდინარეობს თუ არა კამპანია ჯანდაცვის საყოველთაო დაზღვევის დისკრედიტაციის მიზნით
გამოქვეყნებულია: 2015-05-06 20:34:00
მიზანმიმართული კამპანია ჯანდაცვის საყოველთაო დაზღვევის დისკრედიტაციისთვის- ასე აფასებს  ჯანდაცვის მინისტრი ბოლო პერიოდში კლინიკების მიერ გაკეთებულ განცხადებებს ფინანსური პრობლემებისა და დაგვიანებული ხელფასების შესახებ. მინისტრის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო კლინკებს თანხებს დროულად ურიცხავს და თუკი გადარიცხული თანხა ექიმებამდე ვერ აღწევს, ეს სამედიცინო დაწესებულებების მენეჯმენტის ბრალია. ჯანდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის მთავარი თემა კლინიკების წინაშე არსებული პრობლემები და პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურება იყო. დავით სერგეენკოს ინფორმაციით, დავალიანებები, რაზეც კლინიკების ხელმძღვანელები საუბრობენ, 2012 წლამდე არის წარმოშობილი, მაშინ, როდესაც კლინიკებს კერძო სადაზღვევო კომპანიები უხდიდნენ თანხებს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში 298 კლინიკაა ჩართული. დღეის მდგომარეობით, კლინიკებისთვის სულ 597 179 028 ლარია გადარიცხული.
წაკითხვა
"დენგეს" ვირუსით ბრაზილიაში 229 ადამიანი დაიღუპა
გამოქვეყნებულია: 2015-05-05 20:43:00
"დენგეს" ვირუსით ბრაზილიაში 229 ადამიანი დაიღუპა. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, "დენგეს" ვირუსი ქვეყნის 9 შტატშია გავრცელებული. დაინფიცირებულთა ნახევარზე მეტი კი სან-პაულუშია რეგისტრირებული. ირკვევა, რომ შარშანდელთან შედარებით, ვირუსით დაინფიცირების მაჩვენებელი 235 პროცენტითაა გაზრდილი. "დენგეს" ვირუსის გამავრცელებელი სუბტროპიკული და ტროპიკული ზონის კოღოს ერთ-ერთი სახეობაა, რომლის მიერ დასნებოვნებული ადამიანების რიცხვი წვიმიანი სეზონის დადგომასთან ერთად იზრდება. ბრაზილიის ხელისუფლებამ დაავადების გადამტანი კოღოების წინააღმდეგ საბრძოლველად ლაბორატორიაში გენეტიკურად მოდიფიცირებული კოღოს ჯიში გამოიყვანა და ბუნებაში გაუშვა. 
წაკითხვა
საოკუპაციო რეჟიმმა 12 წლის მოზარდის სიცოცხლე იმსხვერპლა
გამოქვეყნებულია: 2015-05-05 20:06:00
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 12 წლის მოზარდის სიცოცხლე იმსხვერპლეს.ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ ირაკლი ცაავას, რომელსაც გადაუდებელი ოპერაცია სჭირდებოდა, რუსმა სამხედროებმა ე.წ. სასაზღვრო მონაკვეთის გადაკვეთის უფლება არ მისცეს. გალის საავადმყოფოს ექიმების რეკომენდაციით, ოჯახის წევრებს პაციენტი ზუგდიდის სამედიცინო დაწესებულებაში მიჰყავდათ, თუმცა ჭუბურხინჯის ე.წ. სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან შექმნილი ხელოვნური ბარიერების გამო, მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ბავშვი გარდაიცვალა. საოკუპაციო ძალების უკანონო ქმედება - ასე აფასებს მომხდარს საქართველოს საგარეო უწყება, რომელიც    რუსეთს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის უფლებების პატივისცემისკენ მოუწოდებს. სოფელ ქვემო ბარღების მკვიდრის გარდაცვალების ფაქტზე ოფიციალური თბილისი ჟენევის მოლაპარაკების მორიგ რაუნდზე ისაუბრებს. 
წაკითხვა
სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ გენერალური დირექტორის მოადგილე აჭარის უმაღლეს საბჭოში დაიბარეს
გამოქვეყნებულია: 2015-05-05 17:07:00
შუახევში 25 წლის დათო დავითაძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ვანო ბოკერია აჭარის უმაღლეს საბჭოში დაიბარეს. დეპუტატების შეკითხვებს იგი დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში პასუხობდა. კანონმდებლები კონკრეტულ ფაქტთან ერთად, „ევექსის“ მიერ აჭარის მაღალმთიან კლინიკებში საყოველთაო დაზღვევის რამდენიმე კომპონენტის შესაძლო შეჩერებითაც დაინტერესდნენ. სამედიცინო კორპორაციის წარმომადგენელმა ოფიციალური კომენტარი არ გააკეთა იმ მოტივით, რომ გადაწყვეტილებების შესახებ „ევექსი“ სპეციალურ განცხადებას გააკეთებს. რაც შეეხება ახალგაზრდის დაღუპვის ფაქტს, შემთხვევას სამედიცინო რეგულირების სააგენტო სწავლობს.
წაკითხვა
საქველმოქმედო მარათონი - 35 ქალაქი, 100 000-ზე მეტი ადამიანი და შეგროვებული 4 მილიონი ევრო
გამოქვეყნებულია: 2015-05-04 20:43:00
საქველმოქმედო მარათონში წელს 33 ქვეყნის 35 ქალაქში 100 000-ზე მეტი ადამიანი გაერთიანდა. ზურგის ტვინის დაავადების მქონე ადამიანებისთვის მიმდინარე წელს ოთხ მილიონ ევროზე მეტი შეგროვდა. მსოფლიო რბენის მეორე ეტაპი საქართველოში, გასული წლის მსგავსად, ლოპოტის ხეობაში ჩატარდა და მასში 3 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. ქვეყნის მასშტაბით მამაკაცთა შორის საუკეთესო, ზედიზედ მეორედ, ანატოლი ოლეინიკოვი აღმოჩნდა, რომელმაც 57 კილომეტრი ირბინა. ქალთა შორის გამარჯვებული ჰოლანდიელი ლინდა ვან ვლიეტი იყო, რომელმაც 32 კილომეტრი გაირბინა. მსოფლიო გამარჯვებული უკვე მეორედ გახდა ეთიოპიელი ლეამოუორკ კეტემა. მან წელს 79 კილომეტრი და 900 მეტრი ირბინა. ეს შედეგი სპორტსმენმა ავსტრიაში დააფიქსირა. ქალთა შორის მთელი მსოფლიოს მასშტაბით უკონკურენტო იყო იაპონელი იუკო ვატანბე, შედეგი - 56 კილომეტრი. უნიკალური შედეგი დაფიქსირდა შვედეთში, სადაც გამარჯვებული ეტლით მოსარგებლე აარონ ანდერსონი იყო. მან 64 კილომეტრი და 820 მეტრი გაიარა და პირველი ეტლით მოსარგებლე გახდა, ვინც მთელი ქვეყნის მასშტაბით გამარჯვება მოიპოვა. მომდევნო, რიგით მესამე საქველმქომედო მარათონი 2016 წლის 8 მაისს ჩატარდება. მსურველებს რეგისტრაციის გავლა ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით უკვე შეუძლიათ.
წაკითხვა
ვის ეკისრება პასუხისმგებლობა 25 წლის ახალგაზრდის გარდაცვალებაზე - შუახევში მომხდარი ფაქტის შესწავლა დაწყებულია
გამოქვეყნებულია: 2015-05-04 20:32:00
შუახევში მომხდარი ფაქტის შესწავლა დაწყებულია. მაღალმთიან რაიონში უკვე ჩავიდნენ ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს თანამშრომლები, რომელთა დასკვნის შემდეგ უნდა გახდეს ცნობილი: ვის ეკისრება 25 წლის ახალგაზრდის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა. შუახევის საავადმყოფოში, რომელსაც კომპანია „ევექსი“ მართავს, დათო დავითაძე ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობისგან გარდაიცვალა. მომხდარზე პასუხისმგებლობას ოჯახი სამედიცინო დაწესებულებას აკისრებს, სადაც, მათი მტკიცებით, ქირურგი და სასწრაფო დახმარების ბრიგადა დაგვიანებით მივიდა. თუმცა, ფაქტს განსხვავებულად აღწერს საავადმყოფოს მმართველი კომპანია, რომელიც მომხდარში საკუთარ პასუხისმგებლობას ვერ ხედავს.
წაკითხვა
აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლებმა აქცია გამართეს
გამოქვეყნებულია: 2015-05-04 17:16:00
აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების მშობლები დღეს ჯანდაცვის სამინისტროსთან შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები ნეიროგანვითარების ცენტრის მიერ თერაპიის კურსის ფასის ზრდას აპროტესტებდნენ. ისინი აცხადებენ, რომ თანხა, რომელიც ნეოროგანვითარების ცენტრმა დააწესა, 29 ლარს შეადგეს, რაც მათივე განცხადებით, შესაძლებელია მკურნალობის შეწყვეტის მიზეზი გახდეს. აქციის მონაწილეები სახელმწიფოს დახმარებას სთხოვენ. მშობლები, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სოციალური პროგრამის დეპარტამენტის ხელმძღვანელს შეხვდნენ და პრობლემების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრის შემდეგ მშობლები აცხადებენ, რომ მათ ნინო ოდიშარიასგან დაპირება მიიღეს, რომ აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად, დედაქალაქის მერიასთან ერთად, სპეციალური პროგრამა შემუშავდება.
წაკითხვა
ვის ეკისრება პასუხისმგებლობა შუახევში ახალგაზრდის დაღუპვაზე - მოსახლეობა გამოძიებას ითხოვს
გამოქვეყნებულია: 2015-05-04 16:15:00
შუახევის მოსახლეობა უკვე მეორე დღეა ჯანდაცვის სამინისტროსა და კომპანია „ევექსის“ წინააღმდეგ გამოდის. ადგილობრივები ითხოვენ, დროულად გამოიძიონ ადგილობრივ საავადმყოფოში მომხდარი ფაქტი და დადგინდეს, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა 24 წლის ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალებაზე - რატომ არ იმყოფებოდა 19:00 საათისთვის კლინიკის არც ერთი ექიმი ადგილზე, მაშინ როდესაც საავადმყოფოში დაჭრილი მიიყვანეს. ახალგაზრდა მამაკაცი შუახევის საავადმყოფოში საკუთარი ფეხით მივიდა, მაგრამ ადგილზე არავინ დახვდა. ის ორ საათში სისხლისგან დაიცალა და დაიღუპა. ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადაც გამოიძახეს, მაგრამ სასწრაფომ ორი საათით დაიგვიანა. მოსახლეობა აცხადებს, რომ ერთი კვირაა შუახევში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გადაუდებელი და გეგმიური სტაციონარული მომსახურება გაუქმდა. ამის მიზეზი კლინიკის მფლობელი კომპანია „ევექსის“ გადაწყვეტილება გახდა, რომელმაც აღნიშნულ მომსახურებაზე უარი თქვა. შესაბამისად, შუახევის საავადმყოფოს ქირურგი აღარ ჰყავს. საავადმყოფოში შემთხვევასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. ჯანდაცვის სამინისტრო კი ამბობს, რომ საკითხს უწყება შეისწავლის.
წაკითხვა
ტუბერკულოზის 4 ახალი შემთხვევა 24-ე სკოლაში
გამოქვეყნებულია: 2015-05-04 16:03:00
ტუბერკულოზის ოთხი ახალი შემთხვევა 24-ე სკოლაში - ბოლო ორ კვირაში უკვე ოთხი ინფიცირებული მოსწავლე გამოვლინდა. ამ დროისთვის მიმდინარეობს პრევენციული და სადეზინფექციო ღონისძიებები, დაკვირვება პირებზე, რომლებთანაც დაავადებულ მოზარდებს კონტაქტი ჰქონდათ. სკოლაში სასწავლო პროცესი გრძელდება. ეს არ არის პირველი შემთხვევა ამ სკოლაში. დაწესებულებაში ტუბერკულოზის რამდენიმე შემთხვევა შარშანაც დაფიქსირდა. მიზეზებზე სპეციალისტები ვერ საუბრობენ. მშობლები შესაბამის სამსახურებს დახმარებას სთხოვენ.
წაკითხვა
დაჭრილი მამაკაცი, რომელსაც შუახევის საავადმყოფოში ოპერაცია ვერ ჩაუტარეს, გარდაიცვალა
განახლებულია: 2015-05-04 12:36:00
24 წლის ახალგაზრდა, რომელიც მიყენებული ჭრილობების გამო სისხლისგან დაიცალა, შუახევის საავადმყოფოში საკუთარი ფეხით მივიდა, მაგრამ მას შუახევის საავადმყოფოში ქირურგი არ დახვდა. ამის გამო, ოპერაცია ვერ ჩატარდა. ადგილზე სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, რომელიც ორი საათის დაგვიანებით მივიდა. დაჭრილი ორ საათში დაიღუპა. ამ ფაქტის გამო, ადგილობრივმა მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა და გზა გადაკეტა. ერთი კვირაა შუახევში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გადაუდებელი და გეგმიური სტაციონარული მომსახურება გაუქმდა. ამის მიზეზი კლინიკის მფლობელი კომპანია „ევექსის“ გადაწყვეტილება გახდა, რომელმაც უარი თქვა აღნიშნულ მომსახურებაზე. შესაბამისად, შუახევის საავადმყოფოს ქირურგი აღარ ჰყავს. საავადმყოფოში შემთხვევასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. შემთხვევა შუახევში გუშინ მოხდა. ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით 3 პირი დაჭრეს. 24 წლის ახალგაზრდა დაიღუპა. ორი დაზარალებულის მდგომარეობა კი მძიმეა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე გაავრცელა ინფორმაცია ბრალდებულის დაკავების შესახებ.
წაკითხვა
მსოფლიო რბენა - როგორ ჩაიარა საქველმოქმედო მარათონმა და ვინ გახდა გამარჯვებული
გამოქვეყნებულია: 2015-05-03 20:15:00
მსოფლიო დღეს ზურგის ტვინის დაზიანების მქონე ადამიანების დასახმარებლად კიდევ ერთხელ გაერთიანდა. მსოფლიოს 33 ქვეყნის მოქალაქეები დარბოდნენ მათთვის, ვისაც ეს არ შეუძლია. მსოფლიო რბენის ყველა მონაწილემ სტარტი თბილისის დროით 15:00 საათზე აიღო.  სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ადგილობრივი დროისა და განსხვავებული კლიმატური პირობების მიუხედავად, მარათონში ასი ათასობით ადამიანი მონაწილეობდა, რომელთაც ერთი მიზანი ამოძრავებდათ და ეს ქველმოქმედებაა. მსოფლიო სპორტის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ საქველმოქმედო ღონისძიებას საქართველო კახეთიდან შეუერთდა. მარათონი ლოპოტის ხეობაში ცოტა ხნის წინ დასრულდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის გუნდთან ერთად, მსოფლიო რბენაში ოთარ გიორგაძეც მონაწილებდა. ვინ აჩვენა საუკეთესო შედეგი - პირდაპირი რეპორტაჟი ლოპოტის ხეობიდან.
წაკითხვა