ბურჯანაძე საკონსტიტუციო სასამართლოსგან საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებული სარჩელის დაჩქარებულად განხილვას ითხოვს
განახლებულია: 2016-07-28 21:16:00
ნინო ბურჯანაძე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარე ითხოვს, რომ სასამართლომ დაჩქარებულად განიხილოს პარლამენტის მიერ „საარჩევნო კოდექსში“ შეტანილი ის ცვლილებები, რომელთა მიხედვით, უფასო სარეკლამო დროს, 5-ის ნაცვლად, 11 საარჩევნო სუბიექტი გაინაწილებს. ბურჯანაძე ცვლილებებს არაკონსტიტუციურს უწოდებს და ამბობს, რომ კანონი საარჩევნო სუბიექტებს უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს.
წაკითხვა