სპორტული ასპარეზობების ფონზე, რიოში სამართალდამცავთა განსაკუთრებული მობილიზება გახდა საჭირო
განახლებულია: 2016-08-10 20:05:00
სპორტული ასპარეზობების ფონზე, რიოში სამართალდამცავთა განსაკუთრებული მობილიზება გახდა საჭირო. სასტუმროში, სადაც საქართველოს სპორტისა და ახლგაზრდულ საქმეთა მინისტრი მოადგილესთან ერთად იმყოფება, გამთენიისას აფეთქების ხმა გაისმა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს იყო ცრუ განგაში. გავრცელებული ინფორმაციით, კოპაკაბანას სანაპიროზე მდებარე სასტუმროსთან ,,ვინდსორ ექსელსიორი” საეჭვო ჩანთა შენიშნეს, რის შემდეგაც ადგილზე პოლიციის და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და გამნაღმველები მივიდნენ. ,,მოამბე” უკვე დაუკავშირდა ტარიელ ხეჩიკაშვილს. მინისტრის ცნობით, სწორედ უსაფრთხოების სამსახურმა გააუვნებელყო მიტოვებული ჩანთა, რამაც აფეთქების ხმა გამოიწვია.
წაკითხვა