A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Undefined offset: 0

Filename: front/news_model.php

Line Number: 44

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Trying to get property of non-object

Filename: front/news_model.php

Line Number: 44

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Undefined offset: 0

Filename: front/news_model.php

Line Number: 165

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Trying to get property of non-object

Filename: front/news_model.php

Line Number: 165

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Undefined offset: 0

Filename: front/news_model.php

Line Number: 392

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Trying to get property of non-object

Filename: front/news_model.php

Line Number: 392

1TV.GE » პირველი არხი - test
საზოგადოებრივი
104.5 FM

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Undefined offset: 0

Filename: helpers/MY_url_helper.php

Line Number: 118

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Trying to get property of non-object

Filename: helpers/MY_url_helper.php

Line Number: 118

სამთო სადაზვერვო ბატალიონის მორიგი ნაკადი ავღანეთიდან დაბრუნდა
გამოქვეყნებულია: 2014-11-02 13:02:00
ავღანეთიდან სამშობლოში სამთო სადაზვერვო ბატალიონის მორიგი ნაკადი უდანაკარგოდ დაბრუნდა. ქართველი სამხედროები 7 თვის განმავლობაში ყანდაღარის პროვინციაში მსახურობდნენ. 147 სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ალექსეევკის სამხედრო აეროდრომზე დახვდა.გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ ჯარისკაცებს სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება მიულოცა და ISAF-ის მისიის წარმატებით შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა.ავღანეთში ქართველი სამხედრო მოსამსახურეები, კოალიციურ ძალებთან ერთად, სრული სპექტრის ოპერაციებს ასრულებდნენ. ყანდაღარის პროვინციის ბაზა 31 ოქტომბერს დაიხურა. უახლოეს მომავალში სამშობლოში სამთო-სადაზვერვო ბატალიონის სრული შემადგენლობა დაბრუნდება.
წაკითხვა
ქობულეთში 45 წლის მამაკაცს ეძებენ
გამოქვეყნებულია: 2014-11-02 12:54:00
ქობულეთში 45 წლის მამაკაცს ეძებენ. სოფელ ციხისძირში ადიდებულმა მდინარე შუაღელემ მამაკაცი გუშინ გაიტაცა. დაკარგულის ძმის განცხადებით, ის მდინარეში გადამხტარ ძაღლს გადაყვა. ზაურ ჯაბნიძის თქმით, ისინი შინაური ცხოველის მოსაძებნად იყვნენ წასული.ადგილზე სამაშველო ჯგუფები და დაკარგულის ახლობლები ერთობლივ სამძებრო სამუშაოებს აწარმოებენ.
წაკითხვა
უსუფაშვილი - პროცესების მართვა იმ პირების მეშვეობით უნდა მოხდეს, რომელთაც ასე თუ ისე გავლენა აქვთ რუსეთის ხელმძღვანელობაზე
გამოქვეყნებულია: 2014-11-02 12:33:00
დავით უსუფაშვილმა „მოამბის“ პირდაპირ ეთერში რუსეთ-აფხაზეთს შორის გასაფორმებელ შეთანხმებაზე ისაუბრა. მისი თქმით, აფხაზეთის დღევანდელ მოსახლეობას არ ჰყავს იმ ტიპის ხელისუფლება, რომელიც პირველ რიგში აფხაზეთზე იფიქრებდა და მერე რუსეთის დავალებებს შეასრულებდა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ უარესისთვისაც. მისივე თქმით, ხელისუფლებას რუსეთთან ურთიერთობის დროს გააზრებული ნაბიჯების გადადგმა მართებს.პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ პროცესების მართვა იმ პირების მეშვეობით უნდა მოხდეს, რომელთაც დღეს ასე თუ ისე გავლენა აქვთ რუსეთზე და მის ხელმძღვანელობაზე.
წაკითხვა
გატაცების გახშირებული შემთხვევები გალში
გამოქვეყნებულია: 2014-11-02 12:17:00
ამ დრომდე ტყვეობაში რჩება საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ დაკავებული ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც გალის რაიონის დაბალი ზონის სოფლიდან 2 დღის წინ გაიტაცეს. ოჯახს ამ დრომდე არავინ დაკავშირებია. უცნობია, თუ სად და რა პირობებში იმყოფება მამაკაცი. სოფელ ბარღებიდან გატაცებული კიდევ ერთი ადგილობრივი კი მას შემდეგ გათავისუფლდა, რაც ოჯახმა 11 000 დოლარი გადაიხადა.გალის რაიონში მოსახლეობის გატაცების გახშირებულ ფაქტებს თხილის სეზონს უკავშირებენ. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გალის რაიონში გატაცების სამი ფაქტი დაფიქსირდა.
წაკითხვა
საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული მამაკაცი გარდაიცვალა
გამოქვეყნებულია: 2014-11-02 12:10:00
სოფელ თაგილონში მცხოვრები 52 წლის მამაკაცი, რომელიც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გაიტაცეს, ზუგდიდის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ექიმები მის გადარჩენას სამი დღის განმავლობაში ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ. მამაკაცს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა, რომელიც სიცოცხლისთვის შეუთავსებელი იყო.გალის რაიონში მცხოვრები მამაკაცი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა რამდნეიმე დღის წინ გაიტაცეს. გავრცელებული ინფორმაციით, ის მხოლოდ მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ოჯახმა 9 000 დოლარი გადაიხადა.
წაკითხვა
უსუფაშვილი - სწორი არ არის, თავდაცვის მინისტრი თანამშრომლების დაკავების ამბავს უცხოეთში ვიზიტისას იგებდეს
გამოქვეყნებულია: 2014-11-02 12:08:00
„სწორი არ არის, თავდაცვის მინისტრი მისი თანამშრომლების დაკავების ამბავს უცხოეთში ვიზიტის დროს იგებდეს“, – ასეთია პარლამენტის თავმჯდომარის პოზიცია, რომელმაც თემაზე ვრცლად „მოამბის“ სტუდიაში სტუმრობისას ისაუბრა. როგორც დავით უსუფაშვილმა განმარტა, მას არ სურს დაიჯეროს, რომ ამ საკითხის გასაჯაროება ირაკლი ალასანიას ქვეყნიდან გამგზავრების შემდეგ სპეციალურად მოხდა.საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ ისიც აღნიშნა, რომ მთავარი სამართლიანი სასამართლოს წარმართვა და დაკავებულთა უფლებების დაცვა იქნება.„უფრო მეტი ზიანი იქნება, თუკი ეს რაიმე ფორმით პოლიტიკურ ელფერს შეიძენს და დავინახავთ იმას, რისი დანახვაც არ მინდა, რომ აქ ყველაფერი ისე არ არის, როგორც უნდა იყოს“, - განაცხადა უსუფაშვილმა „მოამბის“ ეთერში.
წაკითხვა
ქართველი ემიგრანტის "ოქროს ხიდი" და ზრუნვა დონატელოს ქანდაკებებზე
გამოქვეყნებულია: 2014-11-01 21:06:00
ფლორენციაში მცხოვრებ ქართველებს, "მოამბე" ესტუმრა. გიორგი ფუტკარაძემ და გიორგი დვალიშვილმა იტალიაში რამდენიმე დღე გაატარეს და ჩვენებურების ყოველდღიურობა ფირზე აღბეჭდეს.
წაკითხვა
გუდაურსა და დიდველზე სათხილამურო სეზონი მალე დაიწყება
გამოქვეყნებულია: 2014-11-01 21:01:00
გუდაურსა და დიდველზე სათხილამურო სეზონი მალე დაიწყება. წელს პირველად, ზამთრის კურორტზე გასამგზავრებლად სინოპტიკოსთა პროგნოზს არ დაველოდებით. სათხილამურო ტრასა ხელოვნური გათოვლიანების სისტემებითაა აღჭურვილი. როდის შეეძლება კურორტს პირველი დამსვენებლების მიღება - ლაშა მესხი დეტალებით.
წაკითხვა
სეპარატისტები მოსახლეობას "აფრთხილებენ"
გამოქვეყნებულია: 2014-11-01 20:56:00
დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერები, ხვალინდელ არჩევნებთან დაკავშირებით, მოსახლეობას აფრთხილებენ. ერთობლივ განცხადებაში საუბარია უკრაინის ძალოვანი უწყების მხრიდან, ამომრჩევლების დაშინების მიზნით, შესაძლო პროვოკაციებსა და დივერსიებზე. თუმცა ასევე აღნიშნავენ, რომ არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარებისთვის ყველა ზომებია მიღებული.2 ნოემბერს დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებში ლიდერებსა და პარლამენტს აირჩევენ. ოფიციალური კიევი არჩევნებს მინსკის შეთანხმებისა და მთლიანად სამშვიდობო პროცესის დარღვევად აფასებს. უკრაინის კონსტიტუციის დარღვევად მიიჩნევენ ხვალინდელ არჩევნებს ეუთოსა და შეერთებულ შტატებშიც და, შესაბამისად, არც ერთი მხარის მიერ არ მოხდება მათი აღიარება. შეერთებულ შტატებში მიაჩნიათ, რომ ერთადერთი ლეგიტიმური არჩევნები აღმოსავლეთ უკრაინაში 7 დეკემბერს დაგეგმილი პროცედურაა, რომელიც პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მიერ ამ რეგიონებისთვის ავტონომიური სტატუსის მინიჭების თაობაზე ხელმოწერილი კანონით არის განმტკიცებული.
წაკითხვა
უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება დღეიდან ნაწილობრივ ძალაში შედის
გამოქვეყნებულია: 2014-11-01 20:55:00
უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება დღეიდან ნაწილობრივ ძალაში შედის. თუმცა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის ნაწილი 2015 წლის ბოლომდე არ ამოქმედდება. ასოცირების შეთანხმება სავაჭრო ურთიერთობების თანდათანობით ლიბერალიზაციას გულისხმობს, რის შედეგადაც უკრაინას საკუთარი პროდუქციის ევროპულ ბაზარზე თავისუფლად გატანის საშუალება მიეცემა. თუმცა, სანაცვლოდ, ევროკავშირი გარკვეული სტანდარტების დაცვას მოითხოვს ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიის საკითხებში. ასევე გულისხმობს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას და ეკონომიკური რეფორმების გატარებას. უკრაინა ასოცირების ხელშეკრულების საკითხზე ევროკავშირთან მოლაპარაკებას ჯერ კიდევ 2007-2011 წლებში აწარმოებდა. 2012 წელს კი შეთანხმების პარაფირება განხორციელდა, თუმცა 2013 წელს ყოფილმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა ხელმოწერის პროცესი შეაჩერა, რამაც მასობრივი პროტესტი და უკრაინის კრიზისი გამოიწვია. ახალმა ხელისუფლებამ შეთანხმების პოლიტიკურ ნაწილს მიმდინარე წლის 21 მარტს მოაწერა ხელი, ხოლო 27 ივნისს პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ეკონომიკური ნაწილს გააფორმა.
წაკითხვა
გახდება თუ არა საქართველო ქვეყანა, სადაც C ჰეპატიტს, ახალი თაობის პრეპარატით უმკურნალებენ
გამოქვეყნებულია: 2014-11-01 20:54:00
გახდება თუ არა საქართველო ქვეყანა, სადაც C ჰეპატიტს ახალი თაობის პრეპარატით უმკურნალებენ. ქართული მხარე მედიკამენტ "სოფოსბუვირის" მწარმოებლებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ჯანდაცვის მინიტრს ნათია ქენქაძე შეხვდა.
წაკითხვა
თაგილონიდან გატაცებული მამაკაცი გამოსასყიდის გადახდის შემდეგ გარდაიცვალა
გამოქვეყნებულია: 2014-11-01 20:48:00
თაგილონიდან გატაცებული მამაკაცი გამოსასყიდის გადახდის შემდეგ გარდაიცვალა. 52 წლის მამაკაცი აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან, სოფელ თაგილონიდან 4 დღის წინ გაიტაცეს და ოჯახისგან გამოსასყიდს ითხოვდნენ. 9 000 ლარის გადახდის შემდეგ კი გამტაცებლებმა ემზარ ეთერია საცხოვრებელ სახლთან სასტიკაც ნაცემი, უგონო მდგომარეობაში დატოვეს. ეთერია ოჯახის წევრებმა ზუგდიდის რესპუბლიკურ საავამყოფოში გადაიყვანეს. თუმცა, დაშავებულის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. ეთერიას ცხედარი საავადმყოფოდან საკუთარ საცხოვრებელ სახლში, შემოვლითი გზით, გადაასვენეს.
წაკითხვა
რუსულ-აფხაზური ე.წ. შეთანხმება - რა წერია სოხუმში შედგენილ დოკუმენტში
გამოქვეყნებულია: 2014-11-01 20:46:00
ოკუპირებულ აფხაზეთთან რუსეთის მეკავშირეობისა და პარტნიორობის შესახებ შეთანხმების აფხაზური ვარიანტი უკვე ხელმისაწვდომია. სოხუმში დე ფაქტო პარლამენტის წევრებმა დოკუმენტზე მუშაობა დაასრულეს და მედიას გააცნეს. ჟურნალისტების ინტერესს დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დამუშავებული პროექტიც იწვევს, რომლის შინაარსი ამ დრომდე უცნობია. რა წერია სოხუმში შედგენილ დოკუმენტში - ქეთევან ბერაია დეტალებით.
წაკითხვა
"ორი გასაღების" იდეა - რომელ სუბიექტს უნდა ჰქონდეს პირდაპირი წვდომა ელექტრონულ კომუნიკაციებზე
გამოქვეყნებულია: 2014-11-01 20:14:00
რომელ სუბიექტს უნდა ჰქონდეს პირდაპირი წვდომა ელექტრონულ კომუნიკაციებზე - ამ კითხვას კანონმდებლები 30 დღეში უპასუხებენ. პარლამენტი მოსმენების თემაზე კანონპროექტს თებერვლის ნაცვლად დეკემბრამდე მოამზადებს. პრეზიდენტმა მარგველაშვილმა უკვე მოაწერა ხელი კანონმდებლებისთვის შეთავაზებულ კანონს. ახალი რეგულაციების განსაზღვრამდე, გავიხსენოთ ყველა ის აქტივობა, რომელიც მოსმენების პოლიტიკას უკავშირდება. რას გულისხმობს და საიდან გაჩნდა ე.წ. ორი გასაღების იდეა. მარიამ ცარელაშვილი დეტალებით.
წაკითხვა
ირაკლი ალასანია სამხედრო მაღალჩინოსნების უდანაშაულობაში დარწმუნებულია
გამოქვეყნებულია: 2014-11-01 20:10:00
თავდაცვის მინისტრი დაკავებული სამხედროების დაცვას პირადად აპირებს, რათა მილიონების გაფლანგვაში ეჭვმიტანილებმა თავი დაჩაგრულად არ იგრძნონ. ირაკლი ალასანია სამხედრო მაღალჩინოსნების უდანაშაულობაში დარწმუნებულია. იგი პოლიტიკურ დონეზე დისკუსიის გამართვას აანონსებს. თავდაცვისსამინისტროს პირველი პირის პირველი კომენტარი ძალიან ფრთხილი და დიპლომატიური იყო. თუმცა მინისტრს არ დაუმალავს, რომ ქვეყნის უსაფრთხოებას სერიოზული ზიანი უკვე მიადგა. დღის თემას გიორგი ფუტკარაძე წარმოგიდგენთ.
წაკითხვა
ედგარ დეგას შემოქმედება - ღონისძიებები ამერიკის შეერთებულ შტატებში
გამოქვეყნებულია: 2014-11-01 17:34:00
ედგარ დეგას შემოქმედება - ამერიკის შეერთებულ შტატებში რამდენიმე ღონისძიება გაიმართა. ვაშინგტონის ნაციონალურ გალერეაში დამთვალიერებელს შესაძლებლობა ჰქონდა 1881 წელს შესრულებული ქანდაკება "პატარა მოცეკვავე" ენახა. თავად ხელოვანმა ის თავდაპირველად ცვილით შეასრულა. მოგვიანებით კი, მისი თხოვნით, ქანდაკების ასლები ბრინჯაოსგან დაამზადეს. გამოფენის პარალელურად, კენედის ცენტრში დაიგეგმა საბალეტო წარმოდგენა "პატარა მოცეკვავე", რომელიც სწორედ დეგას ქანდაკებითაა შთაგონებული.
წაკითხვა
რუმინეთის პრეზიდენტი მოლდოვის მოქალაქეობის მიღებას გეგმავს
გამოქვეყნებულია: 2014-11-01 17:24:00
რუმინეთის პრეზიდენტი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ მოლდოვის მოქალაქეობის მიღებას გეგმავს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ტელეეთერში განაცხადა. ტრაიან ბესესკუმ ეს საკითხი თავის მოლდოველ კოლეგასთან უკვე განიხილა და კიშინიოვში ვიზიტის დროს მოქალაქეობაზე განაცხადის შეტანას გეგმავს. პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილებას ორი რუმინულენოვანი ქვეყნის გაერთიანებისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს. ის დარწმუნებულია, რომ მომავალში ორი ქვეყნის გაერთიანება გარდაუვალია, თუმცა აღნიშავს, რომ ამაზე საუბარი ნაადრევია, ვიდრე ორ ქვეყანას შორის გაერთიანების სურვილი არ მომწიფდება.
წაკითხვა
"სიფა-მ" და სახელმწიფოს მიერ შექმნილმა იურიდიული დახამარების სამსახურმა მემორანდუმი გააფორმეს
გამოქვეყნებულია: 2014-11-01 17:12:00
"საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ" და სახელმწიფოს მიერ შექმნილმა იურიდიული დახამარების სამსახურმა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. დოკუმენტს ხელი ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა ზვიად კორძაძემ და მელიტონ ბენიძემ მოაწერეს. მემეორანდუმის თანახმად, სამოქალაქო და ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებზე, რომლებზეც სახელმწიფო უფასო საადვოკატო მომსახურებას არ ახორციელებს, გადახდისუუნარო პირებს "სიფა-ს" წევრი საადვოკატო კომპანიები უფასოდ მოემსახურებიან. მხარეებს შორის თანამშრომლობა ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.
წაკითხვა
"აისაფის" პროგრამაში მონაწილეთა რეაბილიტაციისა და ინტეგრაციის საგანმანათლებლო ცენტრმა პრეზენტაცია გამართა
გამოქვეყნებულია: 2014-11-01 17:05:00
"აისაფის" პროგრამაში მონაწილეთა რეაბილიტაციისა და ინტეგრაციის საგანმანათლებლო ცენტრმა "მწვანეთა" ოფისში პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებაზე "აისაფის" პროგრამაში მონაწილე სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარებისა და 18 წლამდე მოზარდების რეაბილიტაციისა და ინტეგრაციის საგანმანათლებლო საკითხებზე იმსჯელეს და დახმარების გეგმა შეიმუშავეს. პრეზენტაციას გერმანიისა და აშშ-ის სამხედრო ატაშეს წარმომადგენლები და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები ესწრებოდნენ.
წაკითხვა
ავღანეთში ყანდაღარის საავიაციო ბაზას ქართველი სამხედროები ტოვებენ
გამოქვეყნებულია: 2014-11-01 17:01:00
ავღანეთში ყანდაღარის საავიაციო ბაზას ქართველი სამხედროები ტოვებენ. სამთო-სადაზვერვო ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეების მიერ „აისაფის“ მისიის დასრულება ბაზა ყანდაღარში საზეიმო ცერემონიალით აღინიშნა. ქართველმა ჯარისკაცებმა საქართველოს სახელმწიფო დროშა დაუშვეს. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა რომან ჯოხაძემ აშშ-ის საზღვაო ქვეითთა გაერთიანებული ჯგუფის წევრებს მედლები გადასცა. საქართველოს შეიარაღებული ძალების სამთო-სადაზვერვო ბატალიონის პირადი შემადგენლობა ავღანეთში, ყანდაღარის, ურუზგანისა და ზაბულის პროვინციებში 7 თვის განმავლობაში ასრულებდა სამშვიდობო მისიას.
წაკითხვა