A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Undefined offset: 0

Filename: front/news_model.php

Line Number: 44

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Trying to get property of non-object

Filename: front/news_model.php

Line Number: 44

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Undefined offset: 0

Filename: front/news_model.php

Line Number: 165

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Trying to get property of non-object

Filename: front/news_model.php

Line Number: 165

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Undefined offset: 0

Filename: front/news_model.php

Line Number: 392

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Trying to get property of non-object

Filename: front/news_model.php

Line Number: 392

1TV.GE » პირველი არხი - test
საზოგადოებრივი
104.5 FM

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Undefined offset: 0

Filename: helpers/MY_url_helper.php

Line Number: 118

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Trying to get property of non-object

Filename: helpers/MY_url_helper.php

Line Number: 118

სალომე სამადაშვილი - ენმ-ის პოლიტიკური საბჭო შეცდა, როდესაც მეორე ტურზე ბრძოლა დათმო, სამწუხაროდ, მე უმცირესობაში აღმოვჩნდი
გამოქვეყნებულია: 2017-10-23 21:33:00
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი პარტიის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ენმ-მ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი თქვა, შეცდომად მიიჩნევს.როგორც სამადაშვილმა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე დაწერა, აღნიშნული გადაწყვეტილება ხელიდან გაშვებული პოლიტიკური შესაძლებლობაა.„ვფიქრობ, ენმ-ის პოლიტიკური საბჭო შეცდა, როდესაც დღეს ქუთაისსა და მარტვილში მეორე ტურზე, თუნდაც უსამართლო პირობებში, ბრძოლა დათმო. სამწუხაროდ, მე უმცირესობაში აღმოვჩნდი. პარტიის მთელი რესურსი უნდა მიგვემართა მეორე ტურზე. გაყალბების ლუსტრაციასაც უკეთ მოვახდენდით. ხელიდან გაშვებული პოლიტიკური შესაძლებლობაა. პარტიის ინტერესებიდან გამომდინარე, იმედია, უმრავლესობის პოზიცია სწორი აღმოჩნდება, რასაც მხოლოდ მომავალი გვაჩვენებს“,- აცხადებს სალომე სამადაშვილი.„ნაციონალური მოძრაობა“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ პარტიის პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ განუცხადა.„ნაციონალური მოძრაობა“ მერობის არჩევნების მეორე ტურში მარტვილსა და ქუთაისში გავიდა.
წაკითხვა
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა კობა ნაყოფიას სამი წლით ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა
გამოქვეყნებულია: 2017-10-23 20:48:00
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს პარლამენტის წევრს, მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელ კობა ნაყოფიას სამი წლის ვადით ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. უწყებაში აღნიშნავენ, რომ 2017 წლის 12 ოქტომბერს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება ნაყოფიასთვის ქვეყანაში შესვლის აკრძალვის შესახებ „უკრაინის უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის მიზნით“. 15 ოქტომბერს უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბორისპოლის აეროპორტში საქართველოს პარლამენტის წევრი კობა ნაყოფია უკრაინის ტერიტორიაზე არ შეუშვეს. მაშინ უკრაინის სასაზღვრო სამსახურში განმარტეს, რომ სამართალდამცველი ორგანოების დავალებით მოქმედებდნენ.
წაკითხვა
2015 წელს მსოფლიოში გარემოს დაბინძურების შედეგად 9 მილიონამდე ადამიანი დაიღუპა
განახლებულია: 2017-10-23 20:30:00
სამედიცინო გამოცემის საგანგაშო კვლევა: 2015 წელს მსოფლიოში გარემოს დაბინძურების შედეგად 9 მილიონამდე ადამიანი დაიღუპა. ჰაერი, წყალი, ნიადაგი: ამავე ანგარიშის მიხედვით, სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჰაერის დაბინძურებაზე მოდის. კვლევა იმ ქვეყნების ჩამონათვალსაც მოიცავს, სადაც დაბინძურებულმა გარემომ ყველაზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. 
წაკითხვა
გარემოსდამცველები ბორჯომის ხეობაში მეწყერის ჩამოწოლის საფრთხეზე საუბრობენ
გამოქვეყნებულია: 2017-10-23 20:36:00
აგვისტოს მასშტაბური ხანძრის შემდეგ, ბორჯომის ხეობაში მეწყრული პროცესების გააქტიურების გაზრდილ საფრთხეზე საუბრობენ. გარემოს დაცვის სამინისტრო ნახანძრალ ტერიტორიაზე ხეების დარგვას გაზაფხულიდან გეგმავს. მანამდე კი, ადგილობრივები დამწვარი ტყის აღდგენითი და ნიადაგის გამაგრებითი სამუშაოების დაწყებას ითხოვენ. სტიქიის ზონაში მეწყერის ჩამოწოლის საშიშროებას რეალურად მიიჩნევენ გარემოსდამცველებიც
წაკითხვა
რა შედეგებით დასრულდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2017
გამოქვეყნებულია: 2017-10-23 20:05:00
ახალარჩეული მერები და საკრებულოები მუშაობას ნოემბრის მეორე ნახევრიდან დაიწყებენ. ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, ხუთიდან ოთხ თვითმმართველ ქალაქს მერობის სახელისუფლებო კანდიდატები იბარებენ. გამონაკლისი ქუთაისია, სადაც მეორე ტური იქნება. მეორე ტურისთვის ემზადებიან ექვს თემშიც. რაც შეეხება პროპორციულ სიებს: 64-ვე მუნიციპალიტეტში სურათი ქართული ოცნების სასარგებლოდაა. მმართველი პარტიის კანდიდატები ლიდერობენ მაჟორიტარულ არჩევნებშიც. ამ დროისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 3 644-ვე უბნის მონაცემები აქვს დათვლილი. საჩივრების განხილვისთვის პოლიტიკურ სუბიექტებს რვა დღე რჩებათ.  ქეთი ქაშაკაშვილი თემის დეტალებით.
წაკითხვა
ფოთში, ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა 31-ე უბნის შედეგების ბათილად ცნობის შესახებ, კომისიამ არ დააკმაყოფილა, რასაც ხმაური მოჰყვა
გამოქვეყნებულია: 2017-10-23 19:31:00
ფოთში,  70-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ არ დააკმაყოფილა ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა 31-უბნის შედეგების ბათილად ცნობის შესახებ, რასაც ხმაური მოჰყვა. კომისიამ მოთხოვნა უსაფუძვლოდ მიიჩნია. პარტიების წარმომადგენლები შენობაში შესვლას ცდილობდნენ, სამართალდამცავები კი მათ ამის საშუალებას არ აძლევდნენ. მოგვიანებით შენობაში ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელი შევიდა.,,კვლავაც 31-ე უბნის გაუქმებას მოვითხოვთ და ვაპირებთ სამართლებრივი გზებით ბრძოლას",- აცხადებს ,,ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი გიგა გვასალია.
წაკითხვა
უცხოეთის ბიზნესმიმოხილვა (კვირის ქრონიკა)
გამოქვეყნებულია: 2017-10-23 19:31:00
გასული კვირას საერთაშორისო ბიზნესსამყაროს თვალი, ძირითადად, პოლიტიკური რისკებისკენ იყო მიპყრობილი, როგორიცაა დაძაბულობა ესპანეთში, არჩევნები იაპონიასა და ჩეხეთში, ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვების, ე.წ. ბრექსიტის საკითხი, რომელიც უკვე დიდი ხანია მულტინაციონალური კორპორაციების თავის ტკივილია, რადგან ვაჭრობისა და ფინანსური დეტალებთან დაკავშირებით ბუნდოვანება არა და არ გაიფანტა.
წაკითხვა
სპეცოპერაცია ვარკეთილში - ფოტო/ვიდეო
გამოქვეყნებულია: 2017-10-23 18:21:00
ვარკეთილში სპეცოპერაციის შედეგად, ორი პირია დაკავებული. გამოძიება მათ გამოძალვას ედავება. სპეცოპერაცია ვარკეთილში მდებარე კაფე „თეისთში“ ჩატარდა. როგორც პირველ არხს ადგილზე მყოფმა სამართალდამცველმა განუცხადა, დაკავებულები კვების ობიექტში ისხდნენ და სადილობდნენ, რა დროსაც მათი დაკავება მოხდა. 
წაკითხვა
ფოთში ოპოზიციური პარტიები 31-ე უბნის შედეგების გაბათილებასა და გაუქმებული ბიულეტენების თავიდან დათვლას ითხოვენ
გამოქვეყნებულია: 2017-10-23 18:17:00
ფოთში, 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიასთან, საჩივრების განხილვის პარალურად, საპროტესტო აქციას მართავენ ოპოზიციური პარტიები. ისინი 31-ე უბნის შედეგების გაბათილებასა და გაუქმებული ბიულეტენების თავიდან დათვლას ითხოვენ. ,,ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ საოლქო-საარჩევნო კომისია გამოიჩენს ობიექტურობას და დაკმაყოფილდება ჩვენი მოთხოვნა. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას", - აცხადებს ,,ევროპული საქართველოს" მერობის კანდიდატი ვახტანგ დარცმელიძე. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ოპოზიციური პარტიები პერმანენტული საპროტესტო აქციების მოწყობით იმუქრებიან.
წაკითხვა
საოლქო საარჩევნო კომისიებმა მარნეულში საჩივრების განხილვა დაიწყეს
გამოქვეყნებულია: 2017-10-23 18:04:00
საოლქო საარჩევნო კომისიებმა საჩივრების განხილვა დაიწყეს. ამ წუთებში პროცესი მიმდინარეობს მარნეულში. კენჭისყრის დღეს ოლქში სულ 32 საჩივარი დაიწერა. საოლქო კომისიაში აცხადებენ, რომ მათი ძირითადი ნაწილი პროცედურული ხასიათის არის და შედეგზე გავლენას ვერ მოახდენს. მარნეულში რუსუდან ლოლაძე მუშაობს. 
წაკითხვა
გამოძიების ინფორმაციით, ვარკეთილში სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულებს ბიზნესმენისთვის თანხის გამოძალვას ედავებიან
გამოქვეყნებულია: 2017-10-23 17:44:00
კაფე, რომელშიც სპეცოპერაცია ჩატარდა, დაკავებულებს არ ეკუთვნოდათ, - ამის შესახებ პირველ არხს ადგილზე მყოფმა სამართალდამცველმა განუცხადა. მისი თქმით, დაკავებულები კვების ობიექტში ისხდნენ და სადილობდნენ, რა დროსაც მათი დაკავება მოხდა. მისივე ცნობით, დაკავებულებს გამოძიება ერთ-ერთი ბიზნესმენისთვის თანხის გამოძალვას ედავება. დაკავებულები ჯერ ისევ კაფეს შენობაში ჰყავთ. მათ სამართალდამცველები სავარაუდოდ რამდენიმე წუთში გამოიყვანენ. შეგახსენებთ, სპეცოპერაციის შედეგად, ორი პირია დაკავებული. სპეცოპერაცია ვარკეთილში მდებარე კაფე „თეისთში“ ჩატარდა. 
წაკითხვა
ვარკეთილში, სპეცოპერაციის შედეგად, ორი პირია დაკავებული
გამოქვეყნებულია: 2017-10-23 17:24:00
ვარკეთილში, სპეცოპერაციის შედეგად, ორი პირია დაკავებული. მათ გამოძალვა ედებათ ბრალად. ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, ორივე პირი სასამართლოს განჩინების საფუძველზეა დაკავებული. სპეცოპერაცია ვარკეთილში კაფე „თეისთში“ ჩატარდა. პირველი არხის ინფორმაციით, დაკავება ერთ-ერთი ბიზნესმენისთვის ფულის გამოძალვის ფაქტს უკავშირდება. პარალელურად, ჩხრეკა მიმდინარეობს წულუკიძის ქუჩაზე მდებარე სახლში, რომელშიც სავარაუდოდ დაკავებულები ცხოვრობენ. ამ დროისთვის სამართალდამცველები რჩებიან კაფე „თეისთის“ მიმდებარე ტერიტორიაზეც. ადგილზე ამკრძალავი ლენტია გაბმული. 
წაკითხვა
ვარკეთილში სპეცოპერაცია ერთ-ერთ კაფეში მიმდინარეობს
გამოქვეყნებულია: 2017-10-23 17:03:00
ვარკეთილში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, კაფე „თეისთში“ სპეცრაზმელები არიან მობილიზებული. არსებული ინფორმაციით, გამოძალვის ბრალდებით ორი პირია დაკავებული. თვითმხილველების განცხადებით, ობიექტი რამდენიმე ახალგაზრდა მამაკაცს ეკუთვნის, თუმცა რა მიზნით ტარდება სპეცოპერაცია, ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.
წაკითხვა
ფოთის მერიასთან საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ გულშემატკივრებმა საპროტესტო აქცია გამართეს
გამოქვეყნებულია: 2017-10-23 16:49:00
ფოთის მერიასთან საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ გულშემატკივრებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მიზეზი დღეს ქობულეთის „შუქურასა“ და ფოთის „კოლხეთს“ შორის არშემდგარი მატჩი გახდა. აქციის მონაწილეების თქმით, ფოთში სტადიონი რამდენიმე წელია არ ფუნქციონირებს, რის გამოც „კოლხეთს“ თამაშების ჩატარება სხვა ქალაქებში ან არენაზე, რაგბის მოედანზე უწევს. ,„მოვითხოვთ მიხედონ გუნდს. პირველ საათზე იყო თამაში დანიშნული. მივედით მაყურებლები, მაგრამ თამაში ჩაიშალა და უკან გამოგვისტუმრეს. მიზეზად დაგვისახელეს, რომ მინდორი არ იყო მზად. რატომ არ ჩატარდა თამაში, ვინ გადაწყვიტა ეს?! ალბათ ამით ცდილობენ ქობულეთის გუნდს ხელი შეუწყონ. ვითხოვთ ვითარებაში გარკვევას“, - განაცხადა „კოლხეთის“ გულშემატკივარმა, ბაკურ ელიავამ.ამ საკითხთან დაკავშირებით, ადგილობრივი ხელისუფლება კომენტარზე უარს აცხადებს.შეგახსენებთ, რომ დღეს, ფოთში, ეროვნული საფეხბურთო ლიგის 31-ე ტურში ფოთის "კოლხეთს" ქობულეთის "შუქურა" სარაგბო სტადიონ "პარკ-არენაზე" უნდა მიეღო. თამაში პირველ საათზე უნდა გამართულიყო, მაგრამ გადაიდო. მიზეზად „პარკი არენას“ გაუმართაობა დასახელდა.
წაკითხვა
თბილისში, წულუკიძის ქუჩაზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს
გამოქვეყნებულია: 2017-10-23 16:38:00
სპეცოპერაცია თბილისში - პირველი არხის ინფორმაციით, სამართალდამცველები წულუკიძის ქუჩაზე არიან მობილიზებულნი.  სპეცოპერაციის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, თუმცა დამატებითი დეტალების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავეს. 
წაკითხვა
ავარიის შედეგად დაშავებული „ჩიხურას“ ფეხბურთელის, შოთა კაშიას ოპერაცია წარმატებით დასრულდა
გამოქვეყნებულია: 2017-10-23 16:05:00
„ჩიხურას“ ფეხბურთელის, შოთა კაშიას ოპერაცია წარმატებით დასრულდა. ფეხბურთელი ხაშურის გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა და ლავიწის ძვალი მოიტეხა. კაშია მოედანს დაახლოებით სამ-ოთხ თვეში დაუბრუნდება.პირველ არხს ავტოავარიაში დაზარალებულ ფეხბურთელზე ბოლო სიახლეები “ჩიხურას” პრეს-ატაშემ, თორნიკე შალამბერიძემ შეატყობინა.„შოთას ოპერაცია საათნახევარი გრძელდებოდა. ოპერაცია წარმატებით დასრულდა და კაშია ახლა უკვე პალატაში გადაიყვანეს. სავარაუდოდ, კლინიკას ხვალ, 24 ოქტომბერს დატოვებს. ერთი თვე ხელი არ უნდა ამოძრავოს და მერე ვარჯიშს მსუბუქად განაახლებს. მოედანს კი, მაქსიმუმ 3-4 თვეში დაუბრუნდება და დიდი დატვირთვით ვარჯიშსაც უპრობლემოდ შეძლებს“, – განაცხადა შალამბერიძემ.შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქმედი ვიცე-ჩემპიონის 9 ფეხბურთელი ბათუმის "დინამოსთან" გამართული ეროვნული ლიგის 31-ე ტურის მატჩის შემდეგ თბილისში მიემგზავრებოდა. "ჩიხურას" მიკროავტობუსი ღამის 02:00 საათზე, ხაშურის რაიონის სოფელ გომთან ავარიაში მოყვა. საჩხერელთა კაპიტანს, შოთა კაშიას ლავიწის ძვალი დაუზიანდა. შემთხვევის შედეგად, მის გარდა, სხვა არავინ დაშავებულა.
წაკითხვა
„ლეიბორისტული პარტია“ ხმების თავიდან დათვლას ითხოვს
გამოქვეყნებულია: 2017-10-23 14:18:00
"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი საარჩევნო უბნების გახსნასა და ხმების თავიდან დათვლას ითხოვს. მისი თქმით, "ლეიბორისტული პარტია" პროცედურულ მოქმედებებს მალე დაიწყებს. "როგორც ცნობილია, ხელისუფლებამ უმთავრესი დარტყმა {"ლეიბორისტულ პარტიაზე" მიიტანა, თუმცა საერთო ბარიერი გადავლახეთ. თბილისის ყუთებში და დალუქულ ურნებში დევს დიდი საიდუმლოება, თუ როგორ მოახერხა ივანიშვილის, ბოკერიასა და თარხან-მოურავის ალიანსმა არჩევნების გაყალბება. კატეგირიულად მოვითხოვთ, გაიხსნას თბილისის ყველა უბანი და ცენტრალიზებული წესით თავიდან გადაითვალოს ყველა ხმა. ამის თაობაზე უახლოეს ხანში დავიწყებთ პროცედურულ მოქმედებებს",- განაცხადა ნათელაშვილმა.
წაკითხვა
აშშ-ის საელჩო - ვულოცავთ საქართველოს მთავრობასა და ხალხს ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებს, რომელიც კარგად იყო ადმინისტრირებული და დიდწილად მშვიდობიან გარემოში ჩატარდა
გამოქვეყნებულია: 2017-10-23 14:04:00
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ულოცავს საქართველოს მთავრობასა და ხალხს ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებს, რომელიც კარგად იყო  ადმინისტრირებული და დიდწილად მშვიდობიან გარემოში ჩატარდა, თავისუფლების ფუნდამენტური უფლების  დაცვით, - ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში, რომელიც საელჩოს ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული. "ვეთანხმებით ეუთო-ს წინასწარ ანგარიშს, რომელშიც დადებითად აღინიშნა, რომ კანდიდატებს თავისუფლად შეეძლოთ კამპანიის ჩატარება და ზოგადად შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება დაცული იყო.  აგრეთვე, ვიზიარებთ ეუთო-ს მოსაზრებას, რომ მმართველი პარტიის უპირატესი პოზიცია ხაზს უსვამს მის პასუხისმგებლობას,  უზრუნველყოს ისეთი გარემო, სადაც კონკურენტების შესაძლებლობები არ შეიზღუდება. ეუთო-ს შეფასებაში ასევე საუბარია საჩივრებზე ამომრჩეველთა დაშინებისა და ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების შესახებ. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, სწრაფად და გამჭვირვალედ გამოიძიოს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა საჩივარი.ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს ჩვენი საერთო მიზნის განხორციელებას და მხარს უჭერს  საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიკურ განვითარებას  და მის სწრაფვას, გაწევრიანდეს ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში. კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი  საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში",-ნათქვამია აშშ-ის საელჩო განცხადებაში.   
წაკითხვა
"ქართული ოცნების" დეპუტატობის კანდიდატმა ჯეიხუნ ჩოიდაროვმა, რომელიც არჩევნებამდე ორი დღით ადრე დაჭრეს, არჩევნებში გაიმარჯვა
გამოქვეყნებულია: 2017-10-23 13:40:00
არჩევნებამდე ორი დღით ადრე სოფელ ყიზილაჯლოში "ქართული ოცნების" ოფისთან დაჭრილმა დეპუტატობის კანდიდატმა ჯეიხუნ ჩოიდაროვმა არჩევნებში გაიმარჯვა.მან 1837 ხმა აიღო, რაც საერთო ამომრჩევლის 80,89% -ია. ჯეიხუნ ჩოიდაროვი მარნეულის საკრებულოში "ქართული ოცნების" სახელით მაჟორიტარად შევა.რაც შეეხება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, ის მკურნალობას მარნეულის საავადმყოფოში განაგრძობს. ექიმების განმარტებით, მისი მდგომარეობა უცვლელია და სტაბილურად მძიმეა. მას მუცლის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აქვს.
წაკითხვა
La Repubblica - კახა კალაძის მატჩი საქართველოს დედაქალაქის პირველი მოქალაქეობისთვის, რომელსაც დამატებითი დრო არ დასჭირდა
გამოქვეყნებულია: 2017-10-23 11:51:00
თბილისის მერის არჩევნებში კახა კალაძის გამარჯვებას უცხოური მედია ეხმაურება. „კახა კალაძე თბილისის ახალი მერია“, -ასეთი სათაურით აქვეყნებს სტატიას ცნობილი იტალიური გამოცემა La Repubblica. „მატჩი, რომელსაც დამატებითი დრო არ დასჭირდა - კახა კალაძემ საქართველოს დედაქალაქის პირველი მოქალაქეობისთვის ითამაშა. ყოფილმა ფეხბურთელმა ხმების 51,13 პროცენტი დააგროვა, რაც საკმარისი იყო გამარჯვებისთვის და უკვე ოფიციალურად თბილისის ახალი მერია“, - წერს იტალიური გამოცემა. La Repubblica-ს სტატიაში აღნიშნულია, რომ კახა კალაძე საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი იყო. „ყოფილი ფეხბურთელი პერსონიფიცირებული ქართული ოცნებაა“, - ნათქვამია სტატიაში. საქართველოში ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ფრანგული მედიაც წერს. „მილანის“ ყოფილი ვარსკვლავი კახა კალაძე თბილისის მერად აირჩიეს“, -წერს ფრანგული გამოცემა Liberation. გამოცემა აღნიშნავს, რომ კახა კალაძემ საფეხბურთო კარიერა 2012 წელს დაასრულა და საკუთარი საქმიანობა პოლიტიკას მიუძღვნა, რა დროსაც ის მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მიერ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიაში ჩაერთო. როგორც ფრანგული გაზეთი წერს, 2001 წელს კალაძემ პირადი ტრაგედია განიცადა, როდესაც მისი ძმა გაიტაცეს და მოკლეს. საქართველოში ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებზე წერს „რადიო თავისუფლების“ ევროპული ბიურო. „ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებს ბევრი „ქართული ოცნებისთვის“ მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე მნიშვნელოვან გამოცდად განიხილავს“, - ნათქვამია სტატიაში.
წაკითხვა