საბედისწერო რეისი - საქართველოს ორი მოქალაქის, მათ შორის სასულიერო პირის ადგილსამყოფელი უცნობია
გამოქვეყნებულია: 2014-12-29 20:05:00
საბედისწერო რეისი საბერძნეთიდან იტალიისკენ - ადრიატიკის ზღვაში ცეცხლმოკიდებულ ბორანზე სამაშველო სამუშაოები დასრულებულია.ევაკუირებულია ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი, მათ შორის საქართველოს 6 მოქალაქე, რომლებიც ამ დროისთვის უსაფრთხო ადგილზე იმყოფებიან. თუმცა, ამ დრომდე დაუდგენელია ორი ქართველის ადგილსამყოფელი. მათგან ერთი სასულიერო პირი მამა ილია კარტოზიაა, რომელიც იტალიის ქალაქ ბარში წმინდა ადგილების მოსალოცად მიემგზავრებოდა. მათი ადგილმდებარეობის დასადგენად, იტალიაში საქართველოს საელჩო ისევ საგანგებო რეჟიმში მუშაობს. საბერძნეთის ქალაქ პატროსიდან იტალიის მიმართულებით მიმავალ „ნორმან ატლანტიკს“ ხანძარი შუა ზღვაში გაუჩნდა. ცეცხლმოკიდებულ ხომალდზე, რომელიც ნელ-ნელა იძირებოდა, სამწუხაროდ, არის მსხვერპლი. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია საბერძნეთის ხუთი მოქალაქე. არიან დაშავებულებიც.დილიდან სტიქიის ეპიცენტრში მიმდინარე სამაშველო სამუშაოებს სალომე ქოქიაშვილი ადევნებდა თვალს.
წაკითხვა