გაზეთ „მაიამი ჰერალდის“ ოფისი სტიქიის ზონაში მუშაობას აგრძელებს და ჟურნალისტების ოჯახის წევრებს თავშესაფარსაც სთავაზობს
გამოქვეყნებულია: 2017-09-11 04:26:00
სამხრეთ ფლოდირაში, სადაც ქარიშხალი „ირმა“ მძვინვარებს, გაზეთ „მაიამი ჰერალდის“ რედაქციამ ჟურნალისტების სამუშაო სივრცეში, თავად ჟურნალისტებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის თავშესაფარი მოაწყო. „ჩვენ მივმართეთ მოსახლეობას და გავაფრთხილეთ, რომ თუ წასასვლელი არსად აქვს, შეუძლიათ აქ მოვიდნენ, ჩვენთან. ერთადერთი, რასაც ჩვენ ოფიციალურად ვკრძალავთ, ოფისში ცხოველების ან ფრინველების მოყვანაა“ - აცხადებს „ჰერალდის“ რედაქტორი. „მაიამი ჰერალდის“ ოფისი შეერთებული შტატების სამხრეთ სარდლობის ყოფილი სათაო ოფისის შენობაშია განთავსებული, რის გამოც გამომცემლობა მაიამიში ყველაზე უსაფრთხო ადგილია. კედლები ბეტონისაა, ფანჯრები ტყვიაგაუმტარი და უძლებს „ერ-პე-გედან“ გასროლილი ჭურვის აფეთქებებსაც. ოთხი ძლიერი გენერატორი უზრუნველყოფს გაზეთის მასალებზე მუშაობასა და ბეჭდვას უწყვეტად, 10 დღის განმავლობაში. ინტერნეტკავშირი ოთხი სხვადასხვა პროვაიდერის მიერ ხორციელდება, რაც გამომცემლობის ელექტრონული მუშაობის უწვეტობას უზრუნველყოფს, რაც ახალი ამბების რედაქციას საშუალებას აძლევს, უწყვეტ რეჟიმში იმუშაოს, გამანადგურებელი ქარიშხალი „ირმას“ პირობებში.
წაკითხვა