| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/101329.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 „პოლიტიკური მიწისძვრა“ პოლონეთში - რა გახდა პარლამენტის სპიკერისა და 3 მინისტრის გადადგომის მიზეზიგივი ბარამიძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2015-06-11 14:44:00
განახლებულია 2015-06-11 20:55:00
„პოლიტიკური მიწისძვრა“ პოლონეთში, - ასე ასათაურებენ პოლონური გამოცემები აგორებულ პოლიტიკურ სკანდალს, რომლის მთავარი ფიგურანტები მაღალი თანამდებობის პირები არიან. ცნობილი ბიზნესმენისა და ბლოგერის, ზბიგნევ სტონოგას მიერ სოციალურ ქსელებში პროკურატურის საიდუმლო მასალების გამოქვეყნებამ პოლონეთის სახელისუფლო ვერტიკალის რყევა გამოიწვია. ფარული ჩანაწერების მიხედვით, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენელები არაოფიციალურ გარემოში ევროპელ პოლიტიკოსებსა და პოლონეთ-ამერიკის ურთიერთობებს მკაცრად აკრიტიკებენ. ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებული სკანდალის გამო, პოლონეთში მაღალჩინოსნები პოსტებს ტოვებენ. თანამდებობიდან გადადგნენ ჯანდაცვის, ფინანსთა და სპორტის მინისტრები მოადგილეებთან ერთად, ასევე საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატის სპიკერი და პრემიერმინისტრის მთავარი მრჩეველი. ცოტა ხნის წინ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა სეიმის სპიკერმა, რადოსლავ სიკორსკიმ. სკანდალი გასულ წელს აგორდა, თუმცა საზოგადოების ხელახალი ყურადღება საიდუმლო მასალების სოციალურ მედიაში გავრცელებამ მიიპყრო. პოლონეთის პრემიერმინისტრმა, ევა კოპაჩმა სამი მინისტრის თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადებები უკვე დააკმაყოფილა. მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების გამო, ახლა მედია პოლიტოლოგებს ერთადერთი კითხვით მიმართავს: მოახდენს თუ არა ე. წ. ჩანაწერების სკანდალი პოლონეთის მმართველ პარტიაზე გავლენას. დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
The Wall Street Journal - აშშ-ის დემოკრატიული პარტიის სერვერების გატეხვაში რვა რუსი მაღალჩინოსანია ეჭვმიტანილი
გამოცემა The Wall Street Journal სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმეში
წაკითხვა
სკანდალი ოლიმპიურ სამყაროში - რუსეთს სოჭის ოლიმპიადის ოქროსა და ვერცხლის მედლები ჩამოართვეს
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის კომისიამ, დენის
წაკითხვა
Deutsche Bahn-ის გეგმამ, ერთ-ერთი მატარებლისთვის ანა ფრანკის სახელის დარქმევის შესახებ, სკანდალი გამოიწვია
გერმანიის სარკინიგზო ოპერატორის, Deutsche
წაკითხვა
ნიკა კაჭარავამ პოლონეთის ჩემპიონატში დუბლი შეასრულა (ვიდეო)
პოლონეთის ჩემპიონატის მე-14 ტური გდანსკის
წაკითხვა
პოლონეთის ელჩი - რაც უფრო გაძლიერდებიან მემარჯვენე ძალები აღმოსავლეთ ევროპაში, მით უფრო მოიაზრებენ ეს ქვეყნები საქართველოს ევროპის ნაწილად
მემარჯვენეები იზიარებენ ქრისტიანობის პრინციპებს და მოწოდებული არიან ოჯახისა და სიცოცხლის დასაცავად, მისი ჩასახვის მომენტიდან. თუ ამ პრინციპებს გა
წაკითხვა
პოლონეთის ელჩი საქართველოში - საქართველო ყოველთვის იყო ევროპული ქვეყანა
ხანდახან ამბობენ, რომ საქართველო აზიაა, თუმცა სინამდვილეში ეს არის ევროპული ქვეყანა. ის ყოველთვის იყო ევროპული ქვეყანა,- ამის შესახებ პოლონეთის ს
წაკითხვა
გიორგი მერებაშვილმა პოლონეთის ჩემპიონატში მეორე გოლი გაიტანა [ვიდეო]
პოლონეთის ჩემპიონატის მე-13 ტური
წაკითხვა
საქართველო-პოლონეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილე აღინიშნება
საქართველო და პოლონეთი დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილეს აღნიშნავენ.
წაკითხვა
|