ლიტერატურული კონკურსი „წერო“ იწყება.
კონკურსი, ტრადიციულად, ინტერნეტსივრცეში, ელექტრონული წიგნების ვებგვერდ „ლიტ ჯიზე“ ჩატარდება და მონაწილეებს საშუალება ექნებათ, მათი პროზაული და პოეტური ნაწარმოებები, 5-10 გვერდის რაოდენობით, საიტის შესაბამის გვერდზე 22 ოქტომბრიდან 12 ნოემბრამდე დაარეგისტრირონ.
„წერო“ ორ ეტაპად მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე, საუკეთესო ნაწარმოებებს 7-კაციანი ჟიური დაასახელებს, მეორე ეტაპზე კი შერჩეულ ნაწარმოებებს შეაფასებს და გამარჯვებულებს 11 დეკემბერს, მწერალთა სახლში დაგეგმილ ცერემონიაზე გამოაცხადებს.
კონკურსში მონაწილეობის მიღება ნებისმიერი ასაკის მსურველს შეუძლია. პირველ ადგილზე გასული ნაწარმოების ავტორი 4 000 ლარს, მეორეზე 2 000, ხოლო მესამე ადგილზე გასული 1000 ლარს მიიღებს.
„წერო“ კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდება.