საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/117014.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

2871

რამ შთააგონა ბინ ლადენს 11 სექტემბრის ტერაქტი?

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2016-02-03 19:10:00

ალ-კაიდას განცხადებით, ოსამა ბინ ლადენს 11 სექტემბრის ტერაქტის იდეა 1999 წელს მომხდარმა თვითმფრინავის ჩამოვარდნის ფაქტმა შთააგონა, როდესაც ეგვიპტის ავიახაზების პილოტმა თვითმფრინავი განზრახ ჩააგდო ატლანტის ოკეანეში.

სტატიაში „11 სექტემბრის თავდასხმა — უთქმელი ამბავი“, რომელიც ალ-კაიდამ საკუთარ ყოველკვირეულ ჟურნალ al-Masrah-ში გამოაქვეყნა, ტერორისტული ორგანიზაცია აცხადებს, რომ 11 სექტემბრის თავდასხმის შთაგონების წყარო გახდა ეგვიპტელი პილოტი ჯამილ ალ-ბატუტი, რომელმაც ლოს-ანჯელესიდან კაიროში მიმავალი EgyptAir-ის თვითმფრინავი  განზრახ ჩააგდო ატლანტის ოკეანეში, რასაც 217 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. 

al-Masrah-ს თანახმად, როდესაც ალ-კაიდას ლიდერმა ამ ამბის შესახებ შეიტყო, იკითხა - „რატომ არ შეაჯახა მან თვითმფრინავი ახლომდებარე რაიმე შენობას?“; სწორედ ამის შემდეგ გახდა ნომერ პირველი ტერორისტის სამიზნე შენობები, იუწყება Jerusalem Post-ი.

ეგვიპტელმა მფრინავმა ალ-ბატუტიმ თვითმფრინავი შეგნებულად ჩამოაგდო. მიუხედავად ტერორისტული მიზნებით სპეკულაციისა, მისი ოჯახისა და მეგობრების მტკიცებით, იგი ძლიერ მორწმუნე არასოდეს ყოფილა და ეს შესაძლოა ან სუიციდი, ან EgyptAir-ის წინააღმდეგ მიმართული შურისძიება იყო, რადგან კომპანიამ ამ ამბამდე ცოტა ხნით ადრე, მფრინავის წინააღმდეგ დისციპლინური ქმედებები გაატარა.

თუმცა, ბინ ლადენს ნაკლებად აინტერესებდა ამ შემთხვევის მოტივი. მისთვის მთავარი ის იყო, რომ ნათლად დაინახა, რამხელა მსხვერპლის გამოწვევა შეეძლო ახალ სტრატეგიას.

როდესაც ოსამა შეხვდა ხალიდ შეიხ მუჰამედს, რომელიც 9/11 კომისიის ანგარიშში „11 სექტემბრის ტერაქტის მთავარ არქიტექტორადაა“ დასახელებული, ამ უკანასკნელმა ალ-კაიდას ლიდერს დამატებითი იდეა შესთავაზა - ამერიკული თვითმფრინავების დაჯახება.

სანამ იდეას ბინ ლადენს წარუდგენდა, შეიხ მუჰამედმა მუშაობა დაიწყო გეგმაზე, რომლის მიხედვითაც, ერთდროულად უნდა მომხდარიყო 12 ამერიკული თვითმფრინავის შეჯახება. საბოლოოდ, ალ-კაიდას მიერ ხორცშესხმული გეგმა შეიხ მუჰამედისა და ბინ ლადენის იდეათა კომბინაცია იყო — მსოფლიო სავაჭრო ცენტრის შენობებისთვის ამერიკული თვითმფრინავების შეჯახება. 

ჟურნალ Al-Masra-ს გამოსცემს ანსარ ალ-შარია — ალ-კაიდას მოკავშირე არაბეთის ნახევარკუნძულზე.

წყარო: The Times of India


დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ ბინ ლადენის უკანასკნელ თავშესაფარში აღმოჩენილი 470 ათასი დოკუმენტი გაასაჯაროვა
აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ ბინ ლადენის უკანასკნელ თავშესაფარში აღმოჩენილი 470 ათასი დოკუმენტი გაასაჯაროვა
აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველო
წაკითხვა
როგორ შეიცვალა აშშ-ის პოლიტიკა 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ - ქვეყანაში დაღუპულები გაიხსენეს
როგორ შეიცვალა აშშ-ის პოლიტიკა 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ - ქვეყანაში დაღუპულები გაიხსენეს
2001 წლის 11 სექტემბერს დაღუპულები გაიხსნეს შეერთებულ შტატებში. ნიუ-იორკის ცენტრში, იქ სადაც მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ტყუპი ცათამბჯენები იდგ
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი - ვიხსენებთ და პატივს მივაგებთ მათ, ვინც 11 სექტემბერს დაეცა და იმ მამაც ადამიანებს, ვინც პირველებმა უპასუხეს გამოწვევას
გიორგი კვირიკაშვილი - ვიხსენებთ და პატივს მივაგებთ მათ, ვინც 11 სექტემბერს დაეცა და იმ მამაც ადამიანებს, ვინც პირველებმა უპასუხეს გამოწვევას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2001 წლის 11 სექტემბერს მომხდარი ტრაგედიის 16 წლის თავს გამოეხმაურა. მან &
წაკითხვა
დონალდ ტრამპმა და მელანია ტრამპმა 11 სექტემბრის ტერაქტების შედეგად გარდაცვლილებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს
დონალდ ტრამპმა და მელანია ტრამპმა 11 სექტემბრის ტერაქტების შედეგად გარდაცვლილებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს
თეთრი სახლის ეზოში დონალდ ტრამპმა და მელანია ტრამპმა 11 სექტემბრის ტერაქტების შედეგად გარდაცვლილებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. 
წაკითხვა
ნიუ იორკში 11 სექტემბრის ტრაგედიისადმი მიძღვნილი სამგლოვიარო ღონისძიება დილის 08:00 საათიდან დაიწყება
ნიუ იორკში 11 სექტემბრის ტრაგედიისადმი მიძღვნილი სამგლოვიარო ღონისძიება დილის 08:00 საათიდან დაიწყება
11 სექტემბრის ტერაქტებიდან 16 წელი გავიდა. დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში თავდასხმების შედეგად დაღუპულებს იხსნებენ.
წაკითხვა
FBI 11 სექტემბრის ტერაქტის აქამდე უცნობ ფოტოებს აქვეყნებს
FBI 11 სექტემბრის ტერაქტის აქამდე უცნობ ფოტოებს აქვეყნებს
აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო​ (FBI)
წაკითხვა
ბინ ლადენის ვაჟი იძებნება
ბინ ლადენის ვაჟი იძებნება
ალ-კაიდას დამფუძნებლის ოსამა ბინ მუჰამედ
წაკითხვა
„ამერიკის მეგობართა კლუბმა“ 11 სექტემბრის ტრაგედიის წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიება გამართა
„ამერიკის მეგობართა კლუბმა“ 11 სექტემბრის ტრაგედიის წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიება გამართა
11 სექტემბრის ტრაგედიის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით, ღონისძიება გამართეს „ამერიკის მეგობართა კლუბის“ წევრებმა. 
წაკითხვა