| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/128473.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 გინესის რეკორდი „ვიკიპედიაში“ – 72 სთ შეუჩერებელი რედაქტირება მექსიკაშიმიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2016-06-14 20:16:00
მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში, სუმაიას მუზეუმში შეკრებილი მსოფლიოს უდიდესი ონლაინ-ენციკლოპედია ვიკიპედიის 102 რედაქტორი ენციკლოპედიას 72 საათის მანძილზე განუწყვეტლივ არედაქტირებდა. მარათონი editatón-ი თავისი მასშტაბების გამო, გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში მოხვდა. 72 საათის განმავლობაში ვიკიპედიაში შეიქმნა 300 სტატია ოთხ სხვადასხვა ენაზე. მარათონის ორგანიზატორები იყვნენ ვიკიპედიის მმართველი ფონდის, „ვიკიმედიის“ ადგილობრივი, მექსიკური განყოფილება Wikimedia Mexico და სუმაიას მუზეუმი, რომელიც მექსიკელი მილიარდერის, კარლოს სლიმის საკუთრებაა და მსოფლიო ხელოვანთა მრავალ ძვირფას ნამუშევარს ინახავს. მსგავსი მარათონები Wikimedia Mexico-მ წინა წლებშიც ჩაატარა, 2014 წელს რედაქტირება 50 საათს გაგრძელდა, 2015 წელს 62 საათს, 2016 წლის მაჩვენებელი 72 საათი კი რეკორდული აღმოჩნდა. ზოგადად, სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიოში ვიკიპედიის 10 რედაქტორიდან 9 მამაკაცია. აღსანიშნავია, რომ ეს ვიკიპედიასთან დაკავშირებული გინესის მეორე რეკორდია. პირველი რეკორდი 2012 წელს დაფიქსირდა — Wikimedia Nederland-ის მიერ ორგანიზებული უდიდესი ფოტოკონკურსი მსოფლიოში — Wiki Loves Monuments. Wikimedia Mexico-ს პრეზიდენტის, ივან მარტინესის განცხადებით, მსგავსი ღონისძიებები ვიკიპედიის ირგვლივ ახალი მოხალისეების მოზიდვას ემსახურება. მექსიკაში გამართული რეკორდული მარათონის ძირითადი თემები იყო ხელოვნება, ისტორია, გენდერი. Wikimedia Mexico-ს შემდეგი მიზანია ვიკიპედიის განყოფილების შექმნა მაიას ენაზე, რომელზეც იუკატანის ნახევარკუნძულზე ნახევარი მილიონი ადამიანი საუბრობს. წყარო: guinnessworldrecords.com ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ლაშა ტალახაძემ დღეს უკვე მეორე მსოფლიო რეკორდი დაამყარა
დუშეთის კულტურის სახლში, ატაცში 220 კილოგ
წაკითხვა
ლაშა ტალახაძემ ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა [ვიდეო]
ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ ახალი
წაკითხვა
გლაზგოს „სელტიკმა“ ბრიტანეთის რეკორდი დაამყარა
შოტლანდიის ჩემპიონმა „სელტიკმა“ წაუგებელი მატჩების სერიის მხრივ საკუთარი რეკორდი განაახლა. ა
წაკითხვა
ბრიტანელმა მოკრივემ მაიკ ტაისონის რეკორდი მოხსნა
გასულ უქმეებზე ბრიტანელმა მძიმეწონოსანმა მოკრივემ, ენტონი ჯოშუამ ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა კამერნული კარლოს ტაკამი, რითაც რეკორდი დაამყარა კარიერის სტარტზე ვადაზე ადრე მოპოვებული გამარჯვებების რაოდ
წაკითხვა
მექსიკის შტატში შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი ფეხბურთელებს თამაშის დროს გაუხსნეს
მექსიკის შტატ
წაკითხვა
ლარი გაუფასურებას განაგრძობს - გადამცვლელ ჯიხურებში ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.57 ლარს შეადგენს
ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი გაუფასურებას განაგრძობს. გადამცვლელ ჯიხურებში ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება
წაკითხვა
თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელმა, ბაქარ ქარდავამ სირბილის რეკორდი გააუმჯობესა
ეროვნული საფეხბურთო ლიგის 29-ე ტურში თბილისის „დინამოსა“ და „ლოკომოტივის“ შეხვედრაზე „
წაკითხვა
აშშ, კანადის და მექსიკის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება შესაძლოა ჩაიშალოს
აშშ, კანადის და მექსიკის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება შესაძლოა ჩაიშალოს. ჩიხში შევიდა მოლაპარაკება, რომელიც დოკუმენტის პირობების გადასახედ
წაკითხვა
|