| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/129871.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 მეცნიერებმა ძროხის შარდში ოქრო აღმოაჩინესმიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2016-07-01 20:43:00
ოთხწლიანი კვლევის შემდეგ, ჯუნგადაჰის (ინდოეთი) სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის მკვლევრებმა გირის ძროხის შარდში ოქრო აღმოაჩინეს. ამის შესახებ New Indian Express-ი იუწყება. ბიოლოგებმა 400 ძროხის შარდის ნიმუში შეამოწმეს გაზური ქრომატოგრაფიისა და მასიური სპექტრომეტრიის მეთოდების გამოყენებით. ოქროს კონცენტრაცია ლიტრ შარდში 3-7 მილიგრამი აღმოჩნდა. თუმცა, ძვირფასი მეტალი სითხეში იონურ მდგომარეობაში იყო; მეცნიერთა აზრით, ჩვეულ მდგომარეობაში მისი გადაყვანა ელექტროლიზის მეთოდითაა შესაძლებელი. გარდა ამისა, ინდოელმა მეცნიერებმა ლაბორატორიაში შეისწავლეს ბუფალოს, აქლემის, ცხვრისა და თხის შარდი, თუმცა არც ერთ მათგანში ძვირფასი მეტალი არ აღმოჩნდა. გარდა ოქროსი, ძროხის შარდში სამედიცინო თვალსაზრისით გამოსადეგი კიდევ სხვა 388 ნივთიერება აღმოჩნდა. „ამ დრომდე, ძროხის შარდში ოქროს შემცველობისა და მისი სამედიცინო თვისებების შესახებ მხოლოდ უძველესი ტექსტებიდან ვიცოდით. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ სამეცნიერო კვლევის ჩატარება“, - აღნიშნავს მკვლევართა ჯგუფის ხელმძღვანელი ბალუ გოლაკია. გირის ძროხა ზებუს ჯიშის წარმომადგენელია (ზებუ - ინდური ძროხის ერთ-ერთი სახეობა). მათი სამშობლო გუჯარატის შტატია. ცნობილია მეგობრული თვისებებით და მაღალი სარგებლიანობით. წყარო: New Indian Express დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
საქართველოს მოკრივეთა ახალგაზრდული ნაკრების წევრი სახილ ალახვერდოვი ევროპის ჩემპიონია
საქართველოს მოკრივეთა ახალგაზრდული ნაკრების წევრი
წაკითხვა
პერუში, უძველესი ცივილიზაციის ჩონჩხებზე რიტუალური ძალადობის ნიშნები აღმოაჩინეს
პერუს მაღალმთიანეთში, არქეოლოგიურ ძეგლ პა
წაკითხვა
საუდის არაბეთის უდაბნოში 400 უძველესი, იდუმალი მონუმენტი აღმოაჩინეს
საუდის არაბეთის დასავლეთ ნაწილში, უდაბნოს
წაკითხვა
ძალოსანი რევაზ დავითაძე ევროპის ჩემპიონია
ძალოსნობაში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე დღეს 85 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით ორი სპორტსმენი ნოდარ კაკაბაძე და რევაზ დავითაძე ასპა
წაკითხვა
France Football-მა „ოქროს ბურთის“ 30 ნომინანტი დაასახელა
ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემა France
წაკითხვა
საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე სამი პირი პასუხისგებაში მისცა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთა
წაკითხვა
კრიშტიანუ რონალდუმ „ოქროს ბურთის“ ასლი 600 ათას ევროდ გაყიდა
მადრიდის "რეალის" ფორვარდმა კრიშტიანუ რონალდუმ თავისი ერთ-ერთი "ოქროს ბურთის&q
წაკითხვა
აღმოჩენილია ალექსანდრე მაკედონელის მიერ დაარსებული დაკარგული ქალაქი
აღმოჩენილია ქვიშაში დაკარგული 2000 წლის წ
წაკითხვა
|