| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/133252.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 Microsoft-მა Google Chrome-ის წინააღმდეგ ახალი ომი დაიწყომიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2016-08-11 13:37:00
ჯერ კიდევ ივნისში, Microsoft-მა მიზანში Google-ის ბრაუზერი Chrome-ი ამოიღო და მის წინააღმდეგ შესაბამისი კამპანიაც გააჩაღა იმის საჩვენებლად, თუ როგორი ცუდია ეს ბრაუზერი ლეპტოპის ბატარეის ხანგრძლივობისათვის. Microsoft-ის მარკეტინგული ძალისხმევა მაშინ მხოლოდ YouTube-ზე ატვირთული ვიდეოთი შემოიფარგლა. თუმცა, რამდენიმე კვირის წინ, პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელმა გიგანტმა ბატარეის ომი ახალ ფაზაში გადაიყვანა. Windows 10-ის მომხმარებლები ლეპტოპის ეკრანზე სპეციალურ შეტყობინებას იღებენ, რომელიც მათ Google Chrome ბრაუზერის დატოვებისაკენ მოუწოდებს. „Chrome-ი სწრაფად ცლის თქვენს ბატარეას“, წერია გაფრთხილებაში, რომელსაც იქვე რჩევაც ახლავს „გადადით Microsoft Edge-ზე და გაიხანგრძლივეთ ბრაუზინგის დრო 36%-ზე მეტით“. გაფრთხილებები ივლისში გამოჩდა როგორც Chrome-ის, ისე Firefox-ის მომხმარებელთათვის, თუმცა ის Windows 10-ის ყველა მომხმარებელს არ მიუღია.
წლების მანძილზე, მსგავს ტაქტიკას იყენებდა Google-ც, რომელიც თავის მთავარ გვერდზე ცდილობდა Internet Explorer-ის მომხარებლები Chrome-ზე გადასვლაში დაერწმუნებინა; Chrome-ის ინსტალაციას ურჩევდა IE-ს მომხმარებლებს საძიებო სისტემის ველიც. აღნიშნული მეთოდი Google-თვის წარმატებული და ეფექტიანი აღმოჩნდა, Chrome-ი მართლაც გახდა ყველაზე პოპულარული დესკტოპ-ბრაუზერი. თუმცა, Google-ს არ ჰქონია შესაძლებლობა ეწარმოებინა Windows-ის სისტემური შეტყობინებები, როგორც ეს Microsoft-ს შეუძლია. „მსგავსი შეტყობინებები შეიქმნა იმისათვის, რომ მომხმარებლებმა კიდევ უფრო მეტი კომფორტი მიიღონ Windows 10-თან მუშაობით, მათ შორის ინფორმაცია, რომელიც მათ ბატარეის სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდაში დაეხმარება. Windows 10-ზე ადვილად შეგიძლიათ აირჩიოთ საწყისი ბრაუზერი თუ საძიებო სისტემა. იმ შემთხვევაში კი თუ არ გსურთ მიიღოთ Microsoft-ის რეკომენდაციები, Windows 10-ზე სულ მარტივად შეგიძლიათ მათი გათიშვა შეტყობინებათა პარამეტრებიდან“ — განაცხადა Microsoft-ის პრეს-სპიკერმა. წყარო: The Verge დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
სენატში Facebook-ის, Google-ისა და Twitter-ის წარმომადგენლებს რუსული პროპაგანდის შესახებ მოუსმინეს
წაკითხვა
Facebook-ის მტკიცებით, რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებული ჯგუფის პოსტებმა 2016 წლის არჩევნებამდე და არჩევნების შემდგომ 126 მილიონი ამერიკელი ინტერნეტ მომხმარებელი მოიცვა
სოციალურ ქსელ
წაკითხვა
იმოგზაურეთ მზის სისტემაში Google Maps-ის საშუალებით
კოსმოსში წასვლა ყველას არ შეგვიძლია, მაგრ
წაკითხვა
Levi’s-ისა და Google-ის პირველი ჭკვიანი ქურთუკი - ინოვაცია ტექნოლოგიებში (ვიდეო)
Levi’s-ისა და Google-ის თანამშრომლობის შედეგად პირველი ჭკვიანი ქურთუკი შეიქმნა, რომელსაც მობი
წაკითხვა
Google-ს ინოვაციური ყურსასმენები, რომელიც თარჯიმნის ფუნქციას შეასრულებს
ადრე თუ ეს ფანტასტიკის ნაწილი იყო, ახლა უკვე შესაძლებელია ყურსასმენების დახმარებით ჩვენი საუბ
წაკითხვა
Google 19 წლის გახდა - 19 თამაში, რომელსაც იუბილარი კომპანია გვთავაზობს
Google დღეს 19 წლის გახდა. კომპანია საკუთარ დაბადების დღეს ორიგინალურად აღნიშნავს. Google-ის მთავარ გვერდზე შესვლისას სპეციალური Doodle გვხ
წაკითხვა
როგორ გავშიფროთ ტექსტი ქართულად - ხელსაწყო ქართველი ჟურნალისტებისათვის
რამდენიმე დღის წინ, გუგლის აპლიკაციებს 30 ენის ხმოვანი ამოცნობის ფუნქცია დაემატა. ენებს შორის
წაკითხვა
გოგონამ 18 თვის წინ გარდაცვლილი დედა Google Earth-ზე იპოვა
ამერიკელ გოგონას, რომელიც ახლა ბრიტანეთში ცხოვრობს, უცნაური ამბავი შეემთხვა. გოგონამ 18 თვის
წაკითხვა
|