საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/135469.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

1742

აღმოაჩინეს უიშვიათესი ყვავილები, რომელთა ადგილმდებარეობასაც ბოტანიკოსები ასაიდუმლოებენ

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2016-09-10 18:03:00

კალიფრონიელი მეცნიერების განცხადებით, ცოტა ხნის წინ, დიაბლოს მთასთან, მათ აღმოაჩინეს ნახევარი აკრის ფართობის ტერიტორია, რომელზეც წიწიბურას ერთ-ერთი სახეობის (Eriogonum truncatum) 1,8 მილიონი ძირი ხარობს. 2005 წლამდე ფიქრობდნენ, რომ ეს ვარდისფერი ყვავილები ბოლო 70 წლის პერიოდში გადაშენებული იყო.

ჯგუფმა აღმოჩენას უკვე უწოდა ბოტანიკის „წმინდა გრაალი“ და ტურისტებისა და ფეხით მოხეტიალეებისაგან დასაცავად, ყვევილების ზუსტი ადგილმდებარეობა საიდუმლოდ დატოვა.

„უიშვიათესად ამაღელვებელი აღმოჩენაა, რადგან აქამდე ნაპოვნი ადგილი ძალიან პატარა იყო, დაახლოებით 100 ძირი მცენარით, აქ კი თითქმოს 2 მილიონი მცენარეა“, — აღნიშნა მკვლევარმა მიშელ ჰამონდმა.

მიუხედავად იმისა, რომ ყვავილების ზუსტი ადგილმდებარეობა გასაიდუმლოებულია, ისტ-ბეის რეგიონული პარკის რაიონის ოფიციალური პირების განცხადებით, ისინი კომპანია Nomad Ecology-ს ორმა ბოტანიკოსმა აღმოაჩინა.

ყვავილები ვარდისფერი და მრგვალია, წააგავს ბამბის ფერად ბურთულებს.

„პირადად მე, ამ აღმოჩენაზე მრავალი წელი ვოცნებობდი და ახლა, ფეხით სიარულის დროს უცბად წავაწყდი ამ სახეობის უამრავ მცენარეს. დაახლოებით ისეთი განცდა იყო — შეჩერდი, წამო. დაუჯერებელია, მესიზმრება“, — უთხრა SF Chronicle-ს აღმომჩენთა ჯგუფის წევრმა, ეკოლოგმა ჰით ბარტოშმა. 

რატომ არის ეს მოვლენა ასეთი მნიშვნელოვანი?

მკვლევართა დიდი ნაწილი ამ ყვავილებს, რომლებიც პირველად 1862 წელს ლოს-ანჯელესის სიახლოვეს აღმოაჩინეს, გადაშენებულად მიიჩნევდა 2005 წლამდე — როდესაც ერთ-ერთმა სტუდენტმა დიაბლოს მთის ეროვნულ პარკში სულ რაღაც 20 ძირი აღმოაჩინა. 

2005 წლამდე, ეს ყვავილები აღარავის ენახა 1936 წლის შემდეგ. მეცნიერებმა მათი ხელოვნურად გამრავლება სცადეს და გარკვეულ შედეგსაც მიაღწიეს, სხვადასხვა რეგიონში რაოდენობა 80 000 თესლი  დათესეს.

მიუხედავად ამისა, ამოვიდა და გაიხარა სულ რაღაც 200-მა ძირმა.

ახლა, როდესაც ამ მცენარეთა დიდი რაოდენობა თავის ბუნებრივ გარემოში აღმოაჩინეს, მეცნიერები იმედოვნებენ, რომ გაარკვევენ როგორიზრდება ეს ყვავილები და რა არის საჭირო მათ გასამრავლებლად.

თუმცა, ახალი აღმოჩენის მიუხედავად, მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ ეს მცენარე მაინც გადაშენების რისკის ქვეშაა, რადგან ადგილი, სადაც მათ მიაკვლიეს, მდებარეობს არეალში, რომელიც მიდრეკილია ბუნებრივად გაჩენილი ხანძრებისაკენ.

წყარო:  ScienceAlert


ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
თბილისის ბოტანიკურ ბაღში ყვავილების ფესტივალი გრძელდება
თბილისის ბოტანიკურ ბაღში ყვავილების ფესტივალი გრძელდება
თბილისის ბოტანიკურ ბაღში ყვავილების ფესტივალი გრძელდება.
წაკითხვა
პერუში, უძველესი ცივილიზაციის ჩონჩხებზე რიტუალური ძალადობის ნიშნები აღმოაჩინეს
პერუში, უძველესი ცივილიზაციის ჩონჩხებზე რიტუალური ძალადობის ნიშნები აღმოაჩინეს
პერუს მაღალმთიანეთში, არქეოლოგიურ ძეგლ პა
წაკითხვა
საუდის არაბეთის უდაბნოში 400 უძველესი, იდუმალი მონუმენტი აღმოაჩინეს
საუდის არაბეთის უდაბნოში 400 უძველესი, იდუმალი მონუმენტი აღმოაჩინეს
საუდის არაბეთის დასავლეთ ნაწილში, უდაბნოს
წაკითხვა
აღმოჩენილია ალექსანდრე მაკედონელის მიერ დაარსებული დაკარგული ქალაქი
აღმოჩენილია ალექსანდრე მაკედონელის მიერ დაარსებული დაკარგული ქალაქი
აღმოჩენილია ქვიშაში დაკარგული 2000 წლის წ
წაკითხვა
დავით გარეჯის უდაბნოში შუა საუკუნეების დროინდელ სამონასტრო ჭურჭლის უნიკალურ კოლექციას მიაკვლიეს
დავით გარეჯის უდაბნოში შუა საუკუნეების დროინდელ სამონასტრო ჭურჭლის უნიკალურ კოლექციას მიაკვლიეს
საქართველოს ეროვნული მუზეუმის სპეციალისტებმა დავით გარეჯის უდაბნოში, წმ. დავითის ლავრაში მიმდინარე წინასარეაბილიტა
წაკითხვა
მსოფლიოში ყველაზე მშრალი ადგილი, ატაკამის უდაბნო კვლავ აყვავილდა [ვიდეო]
მსოფლიოში ყველაზე მშრალი ადგილი, ატაკამის უდაბნო კვლავ აყვავილდა [ვიდეო]
მსოფლიოში ყველაზე მშრალი ადგილი, ატაკამის უდაბნო კვლავ აყვავილდა. ჩილეს ჩრდილოეთით მდებარე უდაბნოში წელს მოულოდნელად უხვი ნალექი მოვიდა. &l
წაკითხვა
აღმოჩენა ფასანაურთან ახლოს - სოფელ ვაშლობში ადრეული შუა საუკუნეების ტაძარს მიაკვლიეს
აღმოჩენა ფასანაურთან ახლოს - სოფელ ვაშლობში ადრეული შუა საუკუნეების ტაძარს მიაკვლიეს
აღმოჩენა ფასანაურთან ახლოს. სოფელ ვაშლობში ადრეული შუა საუკუნეების ტაძარს მიაკვლიეს. სამნავიანი ბაზილიკა, სავარაუდოდ, ამაღლების დღესასწაული
წაკითხვა
ახალი აღმოჩენა გომბორის ქედზე
ახალი აღმოჩენა გომბორის ქედზე
ახალი აღმოჩენა გომბორის ქედზე. ზღვის დონიდან 1000 მეტრზე, სოფელ
წაკითხვა