საუდის არაბეთში პრინცი - თურქი ბინ საუდი ალ-ქაბირი სიკვდილით დასაჯეს. საუდის არაბეთში სამეფო ოჯახის წევრს სასიკვდილო განაჩენი ისტორიაში პირველად გამოუტანეს. ამის შესახებ BBC იუწყება.
სიკვდილით დასჯის ფაქტის შესახებ, ქვეყნის საგარეო უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, სადაც ნათქვამია, რომ განაჩენი სასამართლომ გამოიტანა და ასევე, ის სანქცირებული იყო სამეფო განკარგულებითაც.
პრინცი 2014 წელს მომხდარი ჩხუბისას ჩადენილ მკვლელობაში ცნეს დამნაშავედ. გარდაცვლილი პირი პრინცის მეგობარი იყო. მედიის ცნობით, მომხდარის შემდეგ, მან თავად გამოიძახა პოლიცია.
შარიათის კანონების თანახმად, სიკვდილით ისჯება: მკვლელობა, ნარკოტიკული საშუალებების კონტრაბანდა, შეიარაღებული ძარცვა, გაუპატიურება და მკრეხელობა.
Amnesty International-ის ინფორმაციით, გასულ წელს საუდის არაბეთში სიკვდილით 158 ადამიანი დასაჯეს.
წელს კი, პრინცი 134-ეა, ვისი სასიკვდილო განაჩენიც სისრულეში მოიყვანეს.