| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/139113.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 მზის სისტემის დახრილობის მიზეზი შესაძლოა იდუმალი მეცხრე პლანეტა იყოსმიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2016-10-21 21:45:00
ჰიპოთეტური „მეცხრე პლანეტა“, რომელიც როგორც მიაჩნიათ, პლუტონს გადაღმა მდებარეობს, შესაძლოა მთელი მზის სისტემის დახრილობის მიზეზი იყოს — ირწმუნებიან ასტრონომები. წლის დასაწყისში, კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერებმა გამოაცხადეს, რომ დაახლოებით 30 მილიარდი კილომეტრის მოშორებით, არსებობს დედამიწაზე ათჯერ მასიური პლანეტა, რომელსაც კოსმოსის თავის რეგიონზე უზარმაზარი გავლენა უნდა ჰქონდეს. ახლა, იგივე ჯგუფი დარწმუნებულია, რომ სწორედ „მეცხრე პლანეტაა“ პასუხისმგებელი ასტრონომიის ერთ-ერთ უდიდეს საიდუმლოზე — რატომ არიან მზის სისტემის ობიექტები უცნაურად დახრილნი. მზის სისტემის ყველა პლანეტა, მათ შორის დედამიწა, მზის გარშემო ბრტყელ ორბიტაზე მოძრაობს. თუმცა, მოძრაობისას პლანეტათა დახრილობა მზის ეკვატორის მიმართ 6 გრადუსიანი კუთხით იცვლება — ორიენტაციის დარღვევა, რომელზეც ასტრონომები ათწლეულების მანძილზე იმტვრევენ თავს. „ეს იმდენად ღრმად ფესვგადგმული და ძნელად ასახსნელი საიდუმლოა, რომ ადამიანები მის შესახებ უბრალოდ არ საუბრობენ“, — ამბობს პროფესორი მაიკ ბრაუნი, რომელმაც თავდაპირველად განაცხადა მეცხრე პლანეტის აღმოჩენის შესახებ. თუმცა, ახლა ასტრონომები ფიქრობენ, რომ ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი „მეცხრე პლანეტის“ ძლიერ დახრილი ორბიტაა. გათვლებზე დაყრდნობით, როგორც ჩანს, ეს უზარმაზარი პლანეტა სხვა პლანეტათა ორბიტების მიმართ 30 გრადუსით განსხვავებულ ორბიტაზე უნდა მოძრაობდეს, რაც როგორც ჩანს, მზის სისტემის „ტორტმანს“ განაპირობებს. „მათემატიკურად, ამ პლანეტის ჰიპოთეტური ზომა და დაშორება, მზის სისტემის მოდელებში ბრწყინვალედ ერგება ექვს გრადუსიან დახრილობას“, — ამბობს პროფესორი ბრაუნი. კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი და კვლევის წამყვანი ავტორი ელიზაბეთ ბეილი ამატებს: „იმის გამო, რომ მეცხრე პლანეტა ძლიერ მასიურია და სხვა პლანეტებთან შედარებით დახრილი ორბიტა აქვს, მზის სისტემას არ გააჩნია სხვა არჩევანი გარდა განლაგებიდან ნელა გადახრისა“. ფარდა ეხდება არა მხოლოდ მზის სისტემის დახრილობის საიდუმლოს, არამედ ჩნდება უდიდესი გამოვლინება იმისა, რომ მეცხრე პლანეტა მართლაც არსებობს. „ის ჩვენს განცვიფრებას განაგრძობს. საქმეს დიდი სიფრთხილით ვეკიდებით და ვაგრძელებთ მეცხრე პლანეტის ძიებას, რომელიც მზის სისტემაში არსებულ ბევრ ისეთ მოვლენას ფჰენს ნათელს, რაც მანამდე საიდუმლოებით იყო მოცული“, — აცხადებს პლანეტური მეცნიერებების ასოცირებული პროფესორი, დოქტორი კონსტანტინ ბატიგინი. პროფესორმა ბრაუნმა და დოქტორმა ბატიგინმა მეცხრე პლანეტა მას შემდეგ „აღმოაჩინეს“, რაც შენიშნეს, რომ პლუტონს გაღმა რეგიონის — კოიპერის სარტყლის 13 ობიექტი ისე შეჯგუფებულად, ერთად მოძრაობს, თითქოს რომელიმე უზრმაზარი ობიექტის გრავიტაციას ჰყავდეს ჩაჭერილი. კოიპერის სარტყელი მზის სისტემის გარე, ვრცელი რეგიონია, სადაც თავმოყრილია ჯუჯა პლანეტები და ყინულიანი კლდოვანი ობიექტები. აქამდე მეცნიერებს მიაჩნდათ, რომ ამ რეგიონის ობიექტებზე გავლენას მხოლოდ სატურნის, იუპიტერის, ურანისა და ნეპტუნის გრავიტაცია ახდენდა. თუმცა, მათ შენიშნეს, რომ ზოგიერთ ობიექტზე გავლენას აშკარად ახდენს სხვა სხეული — მეცხრე პლანეტა. მეცხრე პლანეტა მზის გარშემო ერთ შემოვლას 10 000-20 000 წელს ანდომებს. მასთან ზონდის გაგზავნას, რომელიც მის არსებობას დაამტკიცებდა, 20 წელი დასჭირდება. თუმცა, სავარაუდოდ მისი შემჩნევა დედამიწიდანაც იქნება შესაძლებელი მსოფლიოს უდიდესი ტელესკოპებით, როგორებიცაა ჰავაიზე მდებარე 10-მეტრიანი კეკა და სუბარუ. ბევრად უფრო გაადვილდება მისი შემჩნევა თუ აღმოჩნდა, რომ ეს პლანეტა ამჟამად პერიჰელიონში — მზესთან უახლოეს წერტილში იმყოფება. არიზონის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული ახალი კვლევა მეცხრე პლანეტის არსებობის კიდევ უფრო მეტ მტკიცებულებას გვთავაზობს. მათ აღმოაჩინეს, რომ კოიპერის სარტყლის ოთხზე მეტი ობიექტი უცნობი პლანეტის უზრმაზარ გრავიტაციულ გავლენას განიცდის. „შორეული კოიპერის სარტყლის ობიექტების მონაცემების ანალიზისას შევნიშნეთ რაღაც უცნაური, რაც გვაძლევს იმის ფიქრის საშუალებას, რომ ისინი გარკვეული სახის რეზონანსში იმყოფებიან უხილავ პლანეტასთან“, — აცხადებს არიზონის უნივერსიტეტის მთვარისა და პლანეტური ლაბირატორიის პროფესორი რენუ მალჰორტა. რამდენიმე წლის წინ, მეცხრე პლანეტად პლუტონი ითვლებოდა, რომელსაც პლანეტის სტატუსი 2006 წელს ჩამოერთვა და ჯუჯა პლანეტათა ოჯახში გადაინაცვლა. მომზადებულია The Telegraph-ის მიხედვით ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
კეპლერის მიერ აღმოჩენილი 20 ახალი ეგზოპლანეტა, სავარაუდოდ, სიცოცხლისათვის ხელსაყრელია
NASA-ს კეპლერის კოსმოსური ტელესკოპის მიერ გამოგზავნილ მონაცემებთან მუშაობისას, მკვლევართა საე
წაკითხვა
ციცქნა ვარსკვლავთან აღმოჩენილი მონსტრი პლანეტა, პლანეტათა წარმოქმნის თეორიას ეჭვქვეშ აყენებს
შორეული ვარსკვლავის გარშემო აღმოაჩინეს გი
წაკითხვა
პერუში, უძველესი ცივილიზაციის ჩონჩხებზე რიტუალური ძალადობის ნიშნები აღმოაჩინეს
პერუს მაღალმთიანეთში, არქეოლოგიურ ძეგლ პა
წაკითხვა
საუდის არაბეთის უდაბნოში 400 უძველესი, იდუმალი მონუმენტი აღმოაჩინეს
საუდის არაბეთის დასავლეთ ნაწილში, უდაბნოს
წაკითხვა
იმოგზაურეთ მზის სისტემაში Google Maps-ის საშუალებით
კოსმოსში წასვლა ყველას არ შეგვიძლია, მაგრ
წაკითხვა
მეცხრე პლანეტა - მზის სისტემის ნაკლული სუპერდედამიწა
შეიძლება ის დარცხვენით მიიზლაზნება ჩვენი
წაკითხვა
აღმოჩენილია ალექსანდრე მაკედონელის მიერ დაარსებული დაკარგული ქალაქი
აღმოჩენილია ქვიშაში დაკარგული 2000 წლის წ
წაკითხვა
დავით გარეჯის უდაბნოში შუა საუკუნეების დროინდელ სამონასტრო ჭურჭლის უნიკალურ კოლექციას მიაკვლიეს
საქართველოს ეროვნული მუზეუმის სპეციალისტებმა დავით გარეჯის უდაბნოში, წმ. დავითის ლავრაში მიმდინარე წინასარეაბილიტა
წაკითხვა
|