საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/140430.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

4724

ტაბის ვარსკვლავთან უცხოპლანეტელების ძიებაში ჩინეთის მონსტრი ტელესკოპი ერთვება

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2016-11-02 21:44:00

მსოფლიოში უდიდესი ერთთეფშიანი რადიოტელესკოპი იმ სავარაუდო არამიწიერი ცივილიზაციის ძიების საქმეში ერთვება, რომელმაც შესაძლოა ტაბის ვარსკვლავის სახელით ცნობილ KIC 8462852-ის გარშემო „მეგასტრუქტურა“ ააგო.

ტაბის ვარსკვლავი დედამიწიდან 1480 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს.

დაახლოებით ერთი თვის წინ გახსნილი 500 მეტრი აპერტურის მქონე სფერული რადიოტელესკოპი ჩინეთის პროვინცია გუიჯოუში მდებარეობს. ეს მონსტრი ტელესკოპი 200 მეტრით უფრო განიერია, ვიდრე პუერტო-რიკოს სახელგანთქმული არესიბოს ობსერვატორია. გახსნიდან სულ მალე, ჩინური ტელესკოპი არამიწიერი ცივილიზაციების ძიების პროგრამა SETI-ს პროექტ Breakthrough Listen-ში ერთვება, რის ფარგლებშიც ის ამ უცნაურ ვარსკვლავს მოუსმენს.

მიუხედავად იმისა, რომ ვარსკვლავის გარშემო არამიწიერი ცივილიზაციების პოვნის ალბათობა ძალიან მცირეა, ამ ვარსკვლავის სიკაშკაშის უცნაური ცვალებადობა-ჩაბნელება მაინც იწვევს გარკვეულ იდუმალებას. როგორც NASA-ს კეპლერის კოსმოსურმა ტელესკოპმა აღრიცხა, ტაბის ვარსკვლავის ნათება 22%-ით მცირდება, გარკვეული ხნის შემდეგ კი საწყის მდგომარეობას უბრუნდება. კეპლერის მიერ ვარსკვლავებთან ეგზოპლანეტების ტრანზიტზე  დაკვირვებისას ირკვევა, რომ როგორც წესი, ტრანზიტი ვარსკვლავის შუქის მხოლოდ 1%-ს ბლოკავს. 

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ ვარსკვლავის ნათების თანდათანობით შემცირება საუკუნეზე მეტია გრძელდება, რაც ასტრონომებს დიდ თავსატეხს უჩენს: რა ბლოკავს ტაბის ვარსკვლავის შუქს?

ერთ-ერთი წამყვანი თეორიის თანახმად, შუქის ცვალებადობის მიზეზი შესაძლოა ტაბის ვარსკვლავის გარშემო მოძრავი კომეტათა გროვა ან პლანეტური ნარჩენები იყოს.

თუმცა, ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა ახალი დოკუმენტი, რომელიც ალტერნატიულ ჰიპოთეზას გვთავაზობს: მკვლევრებმა აღმოაჩინეს შესაძლო გამოვლინება იმისა, რომ ვარსკვლავის სინათლის ცვალებადობას შესაძლოა სულაც არ იწვევდეს მის გარშემო მოძრავი ობიექტები და ამის მიზეზი ვარსკვლავთშორისი ნაგავი იყოს, რომელიც კოსმოსში, ჩვენსა და ტაბის ვარსკვლავს შორის მდებარეობს.

გარდა ჩინეთის გიგანტური ტელესკოპისა, მომდევნო ორი თვის სამი ღამის განმავლობაში, ასტრონომთა ჯგუფი ენდრიუ სიემიონის ხელმძღვანელობით, KIC 8462852-ს გრინ-ბენკის რადიოტელესკოპით მოუსმენს, რომელსაც სიემიონი აღწერს, როგორც „უმსხვილეს, სრულად მართვად რადიოტელესკოპს მთელ პლანეტაზე“. სხვა სიტყვებით რომ ითქვას, თუკი კოსმოსის ამ რეგიონიდან დედამიწამდე საინტერესო სიგნალები მოდის, გრინ-ბენკის რადიოტელესკოპი ჩვენი საუკეთესო შანსია მათ დასაფიქსირებლად.

ტაბის ვარსკვლავის ირგვლივ მიმდინარე კვლევათა რაოდენობისა და მასშტაბების გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ როგორც ჩანს, უახლოეს მომავალში გაირკვევა არსებობს თუ არა იქ გონიერი ცივილიზაცია.

მომზადებულია space.com-ისა და New Scientist-ის მიხედვით


დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ჩინეთის გიგანტურმა რადიოტელესკოპმა პირველი აღმოჩენა გააკეთა
ჩინეთის გიგანტურმა რადიოტელესკოპმა პირველი აღმოჩენა გააკეთა
გახსნიდან სულ რაღაც ერთი წლის შემდეგ, ჩინეთის 500 მეტრიანი აპერტურის სფერულმა რადიოტელესკოპმა
წაკითხვა
„უცხოპლანეტელთა მეგასტრუქტურის“ ვარსკვლავის იდუმალი ჩაბნელებების კიდევ ერთ შესაძლო მიზეზი
„უცხოპლანეტელთა მეგასტრუქტურის“ ვარსკვლავის იდუმალი ჩაბნელებების კიდევ ერთ შესაძლო მიზეზი
ჩვენი გალაქტიკის ერთ-ერთმა ყველაზე იდუმალ
წაკითხვა
„უცხოპლანეტელთა მეგასტრუქტურის“ ვარსკვლავის საიდუმლოს კიდევ ერთი შესაძლო ახსნა
„უცხოპლანეტელთა მეგასტრუქტურის“ ვარსკვლავის საიდუმლოს კიდევ ერთი შესაძლო ახსნა
ალბათ კარგად გახსოვთ ე. წ. ტაბის ვარსკვლა
წაკითხვა
ასტრონომებს „უცხოპლანეტელთა მეგასტრუქტურის ვარსკვლავის“ საიდუმლოს ახალი ახსნა აქვთ
ასტრონომებს „უცხოპლანეტელთა მეგასტრუქტურის ვარსკვლავის“ საიდუმლოს ახალი ახსნა აქვთ
წაკითხვა
ქართველმა ასტროფიზიკოსმა ზაზა ოსმანოვმა უცხო ცივილიზაციათა მეგასტრუქტურების აღმოჩენის მეთოდი დაადგინა
ქართველმა ასტროფიზიკოსმა ზაზა ოსმანოვმა უცხო ცივილიზაციათა მეგასტრუქტურების აღმოჩენის მეთოდი დაადგინა
1960-იან წლებში, ფრიმენ დაისონმა და ნიკოლ
წაკითხვა
„უცხოპლანეტელთა მეგასტრუქტურის ვარსკვლავმა“ კვლავ ჩაბნელება დაიწყო - ასტრონომები სრულ მზადყოფნაში არიან
„უცხოპლანეტელთა მეგასტრუქტურის ვარსკვლავმა“ კვლავ ჩაბნელება დაიწყო - ასტრონომები სრულ მზადყოფნაში არიან
სამყაროს ყველაზე უცნაური ვარსკვლავი მოულო
წაკითხვა
„უცხოპლანეტელთა მეგასტრუქტურის“ ვარსკვლავს შესაძლოა სინამდვილეში პლანეტა ჰქონდეს გადაყლაპული
„უცხოპლანეტელთა მეგასტრუქტურის“ ვარსკვლავს შესაძლოა სინამდვილეში პლანეტა ჰქონდეს გადაყლაპული
უკვე წელიწადზე მეტია, მეცნიერთათვის გამოც
წაკითხვა
„უცხოპლანეტელთა მეგასტრუქტურის ვარსკვლავის“ საიდუმლო ამოხსნილია - ამტკიცებენ ასტრონომები
„უცხოპლანეტელთა მეგასტრუქტურის ვარსკვლავის“ საიდუმლო ამოხსნილია - ამტკიცებენ ასტრონომები
ინფორმაცია, რომელსაც დიდხანს ველოდით — მეცნიერთა განცხადებით,
წაკითხვა