| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/140607.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 Microsoft-ი საქართველოს 32 სკოლაში Wi-Fi ტექნოლოგიას უფასოდ დანერგავს
გამოქვეყნებულია 2016-11-04 19:12:00
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კომპანია Microsoft-ის გენერალურ მენეჯერს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, მაიკლ კოგელერს შეხვდა. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში აცხადებენ, მხარეებმა თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და Microsoft-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის მნიშვნელობაზე იმსჯელეს. მემორანდუმის მიხედვით, Microsoft-ი 2016-2017 სასწავლო წლის განმავლობაში, საქართველოს 32 სკოლაში Wi-Fi ტექნოლოგიას უფასოდ დანერგავს. ხელშეკრულება ასევე მოიცავს Office 365 ქლაუდ სერვისს, რაც Wi-Fi-ის ქსელთან ერთად, მოსწავლეებს და მასწავლებლებს დაეხმარება თანამშრომლობითი სასწავლო პრაქტიკის დანერგვაში. ასევე, პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს სკოლებში Microsoft-ის სათამაშო-საგანმანათლებლო რესურსების გამოყენების შესაძლებლობებს, მარტივი პროგრამირების სწავლების სისტემის ჩამოყალიბებას, ელექტრონული სწავლებისა და ინფორმაციის გაცვლის ერთიანი სივრცის შექმნასა და ელექტრონული სახელმძღვანელოების შემუშავების ხელშეწყობას. ხაზი გაესვა თანამშრომლობას საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და „მაიქროსოფთ საქართველოს“ შორის. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობას გააჩნია სალიცენზიო შეთანხმება, რომლის მიხედვით სახელმწიფო დაწესებულებები Microsoft-ის ლიცენზირებულ პროდუქციას იყენებენ. პრემიერმა კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა კომპანია Microsoft-ს განათლებისა და ინოვაციების სფეროში მხარდაჭერისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და ურთიერთობების გაღრმავების იმედი გამოთქვა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და საქართველოს განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა დაესწრნენ. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
პრემიერმა შეერთებული შტატების სავაჭრო-საინვესტიციო მისიასთან შეხვედრა გამართა
საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო, ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები და ეკონომიკური მიმართულებით არსებული პოზიტიური დინამიკა - აღ
წაკითხვა
მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერი მინისტრთა კაბინეტის წევრებს შეხვდა
მინისტრთა კაბინეტის სხდომა მთავრობის ადმინისტრაციაში. პრემიერ-მინისტრმა წინაასაარჩევნო გარემო შეაფასა. სხდომა უკვე ორი საათია მიმდინარეობს.
წაკითხვა
NDI-ის წარმომადგენლები, თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს შეხვდებიან
ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი 2
წაკითხვა
პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტს აფხაზეთში გმირულად დაღუპული პირების ჯილდოზე წარდგენის თხოვნით მიმართა
პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტს
წაკითხვა
პრემიერ-მინისტრი თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში პირისპირ შეხვედრებს მართავს
თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის ფ
წაკითხვა
პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს აქვეყნებენ
ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს აქვეყნებს და მწუხარებას გამოთქვამს საქართვლოს პრემიერ-მინისტრი:
წაკითხვა
ალექსანდრე ჯეჯელავა - ვაშლების პროგრამას მთავარი ეფექტი მოჰყვა - ყველა ჟურნალისტი ამ ქვეყანაში ყოველდღე ვაშლებზე ლაპარაკობს
ვაშლების პროგრამას მთავარი ეფექტი მოჰყვა - ყველა ჟურნალისტი ამ ქვეყანაში ყოველდღე ვაშლებზე ლაპარაკობს - ამის შესახებ პროგრამის შეფასებისას
წაკითხვა
პრემიერ-მინისტრის განცხადება პოლიტიკურ სპექტრში შეფასებების ერთ-ერთი მთავარი თემაა
თბილისის მერიის შენობასთან
წაკითხვა
|