| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/140637.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 ადამიანები და ბრენდები, რომლებმაც შეცვალეს მსოფლიოთეო გონგლაძე
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2016-11-05 00:40:00
ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ საკმარისად შეშლილები არიან, რათა მსოფლიო შეცვალონ, ისინი ამას ნამდვილად შეძლებენ - ეს კომპანია Apple-ის ერთ-ერთი სარეკლამო რგოლის მთავარი სლოგანია. სტივ ჯობსმა ნამდვილად შეძლო, ყოფილიყო ისეთი შეშლილი, რომ სხვა ადამიანების ცხოვრება შეეცვალა და განუზომლად დიდი გავლენა მოეხდინა თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებაზე. თუმცა ის ერთადერთი არ არის, ვინც უამრავი ადამიანის ცხოვრება შეცვალა უკეთესობისკენ. წარმოგიდგენთ 10 ყველაზე ცნობილი ბრენდის 10 ყველაზე წარმატებულ შემქმნელს, რომელმაც თავის დარგში, შეიძლება ითქვას, გადატრიალება მოახდინა, ხოლო მისი სახელი და გვარი დიდი ასოებით ჩაიწერა მსოფლიოს წარმატებული ადამიანების ჩამონათვალში.
1. სტივ ჯობსი: 2011 წელს, 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. კაპიტალის მოცულობა: $6.5-7 მილიარდი პროდუქტი, რომელმაც ჩვენი ცხოვრება შეცვალა: iPhone ეფლის ოფიციალური მონაცემებით, 2016 წლის პირველ ნახევარში, 125,972 აიფონი გაიყიდა. სტივ ჯობსი ამერიკელი მეწარმეა, რომელმაც კომპანია Apple 1976 წელს დააარსა. ჯობსმა ტელეფონების გამოყენების რევოლუციური გზა შესთავაზა მომხმარებელს. მისი პროდუქტი ცნობილი გახდა სენსორული ეკრანით, რომელსაც არ სჭირდებოდა სხვა მოდელებისათვის დამახასიათებელი ღილაკების გამოყენება.
ასაკი: 52 კაპიტალის მოცულობა: $62.4 მილიარდი ამაზონის მოგებამ 2016 წლის პირველ ნახევარში 29.1 მილიარდი დოლარი შეადგინა. მას, მსოფლიოს მასშტაბით, 304 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს. ჯეფ ბეზოსიმ 1986 წელს პრინსტონის უნივერსიტეტი დაამთავრა. „ამაზონი“ 1994 წელს დააარსა, ხოლო 1999 წელს თაიმსის წლის ადამიანი გახდა. კომპანიას სამხრეთ ამერიკაში მდებარე, მსოფლიოს ყველაზე წყალუხვი მდინარის, ამაზონის, სახელი დაერქვა. 22 წლის განმავლობაში „ამაზონმა“ შეძლო და ადამიანები ყიდვის ახალ მეთოდს შეაჩვია. კომპანია მომხმარებელს პროდუქციის ძებნის განსხვავებულ პლატფორმას სთავაზობს. ვებ-გვერდზე შესაძლებელია ერთი და იგივე პროდუქტი სხვადასხვა ფასად შეიძინოთ. „ამაზონი“ მომხმარებელს საშუალებას აძლევს, სასურველი პროდუქცია სახლიდან გაუსვლელად შეიძინოს.
ასაკი: 44 წელი კაპიტალის მოცულობა: $12.3 მილიარდი SpaceX კოსმოსური ხომალდების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ძალიან მალე შეცვლის ბევრი ადამიანის ცხოვრების წესს. კომპანიამ NASA-სთან 1.6 მილიარდი დოლარის ღირებულების კონტრაქტი გააფორმა. ელონ მასკი TESLA Motors-ისა და PayPal-ის თანადამფუძნებელიცაა. SpaceX ამჟამად ტესტირების რეჟიმშია და, ჯერჯერობით, ვერ ვიტყვით, რომ ადამიანების ცხოვრებაზე გარდამტეხი გავლენა მოახდინა, თუმცა ყველაფერი წინ არის. განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ კომპანიის მიერ წარმოებული კოსმოსური ხომალდი საშუალებას მოგცემთ, სხვა პლანეტაზე გადახვიდეთ საცხოვრებლად.
ასაკი: 62 კაპიტალის მოცულობა: $3.1 მილიარდი ტელეეკრანებზე ოპრას გამოჩენის შემდეგ გაჩნდა ტერმინი „ოპრას ეფექტი“. შესაძლოა, გასაოცარი იყოს, მაგრამ მისმა შოუმ კვირაში 48 მილიონი მაყურებლის შეძენა მოახერხა. ოპრამ საავტორო შოუს გარდა, ჟურნალიც დააარსა. ის მსოფლიოს უმდიდრესი ქალების ჩამონათვალშიც მოხვდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი ცნობილი შოუ ეთერში აღარ გადის, უინპრის დღემდე მიიჩნევენ ადამიანად, რომელმაც ბევრი ამერიკელის ცხოვრება შეცვალა. ის არის შთაგონება და მაგალითი ნებისმიერი ადამიანისათვის, როგორ უნდა იმუშაო ბევრი თვითგანვითარებისა და წარმატების მიღწევაზე.
ასაკი: 62 კაპიტალის მოცულობა: $3 მილიარდი Starbucks ყოველდღიურად ემსახურება მილიონამდე მომხმარებელს 71 ქვეყანაში, 23 ათასამდე მაღაზიაში. ჰოვარდ შულცი ყავის სპეციალისტია. მან 1981 წელს სიეტლში გახსნილ ყავის მაღაზიაში განუზომელი შესაძლებლობები დაინახა. ამერიკელებს შესთავაზა ყავა, რომელიც მწვანე და თეთრი შეფუთვით წარსდგა მომხმარებლის წინაშე. დღეს Starbucks-ის გარეშე ამერიკელის დილა წარმოუდგენელია - კოფეინის დღიური ნორმის მიღების ახალი ფორმა take-away აშშ-ში პოპულარული ძალიან მალე გახდა და, მოგვიანებით, მთელი მსოფლიოს დაპყრობა შეძლო.
ასაკი: 55 კაპიტალის მოცულობა: $1.22 მილიარდი. 2016 წლის პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში კომპანიამ, მსოფლიო მასშტაბით, 6.74 მილიონი გამომწერი შეიძინა. რიდ ჰასტინგი ამერიკელი მეწარმე და Netflix -ის თანადამფუძნებელია. კომპანია 1997 წელს დაარსდა. Netflix -ს 190 ქვეყანაში 81 მილიონი გამომწერი ჰყავს.
ასაკი: 60 კაპიტალის მოცულობა: $76.3 მილიარდი პროდუქტი, რომელმაც ჩვენი ცხოვრება შეცვალა: Windows-ის ოპერაციული სისტემა. Windows, მსოფლიოს მასშტაბით, 10 300 მილიონზე მეტ კომპიუტერულ მოწყობილობაზეა დამონტაჟებული. 2016 წლის მონაცემებით, Microsoft Office-ს 140 ქვეყანაში, 1.2 მილიარდზე მეტი ადამიანი იყენებს. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი, ამერიკელი ბიზნესმენი ბილ გეიტსი ორი რამით არის განთქმული: ის ცნობილია ქველმოქმედებისაკენ დიდი მიდრეკილებით და იმით, რომ ადამიანების მიერ კომპიუტერის გამოყენების მეთოდი უკეთესობისაკენ შეცვალა. აღსანიშნავია, რომ Windows-ის ოპერაციული სისტემა ყველაზე გამოყენებადი სისტემაა მსოფლიოში.
ასაკი: 31 კაპიტალის მოცულობა: $51.9 მილიარდი 2016 წლის მარტის მონაცემებით, Facebook-ს, ყოველდღიურად, 1.09 მილიარდზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. აღსანიშნავია, რომ მომხმარებლების 84% კანადისა და ამერიკის შეერთებული შტატების გარეთ არის დარეგისტრირებული. მარკ ცუკერბერგი 31 წლისაა, მაგრამ მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ბიზნესმენთა შორის იკავებს ადგილს. მან ბიზნესი ჰარვარდის საერთო საცხოვრებლის ოთახიდან დაიწყო. გარდა იმისა, რომ Facebook ადამიანებთან ურთიერთობის კარგი საშუალებაა, ის კომპანიებს თავიანთი პროდუქციის რეკლამისათვის სოციალურ პლატფორმას სთავაზობს.
ასაკი: 1966 წელს 65 წლის ასაკში გარდაიცვალა კაპიტალის მოცულობა: ზუსტი რაოდენობა უცნობია, თუმცა The Hollywood Reporter-ის ინფორმაციით, 2014 წელს მისი მემკვიდრეების კაპიტალმა 400 მილიონი დოლარი შეადგინა. 2014 წლის მონაცემებით, დისნეის გასართობ ცენტრებს 148 მილიონი სტუმარი ჰყავდა. დისნეის ანიმაციური ქმნილებები, მსოფლიოს მასშტაბით, იმდენად პოპულარული გახდა, რომ პატარა სახელოვნებო ბიზნესიდან დიდ და ცნობილ ბრენდად გარდაიქმნა, რომელიც ანიმაციური ფილმების შექმნის ახალ მეთოდებზე მუშაობდა.
ასაკი: 39 კაპიტალი: $1 მილიარდი Twitter-ს 2016 წლის მარტის მონაცემებით თვეში 310 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს. ჯეკ დორსი არის ამერიკელი პროგრამისტი და Twitter-ის თანადამფუძნებელი. კომპანია 2006 წელს დაარსდა. Twitter -მა შეძლო, 10 წლის განმავლობაში, ადამიანების კომუნიკაციის ფორმა შეეცვალა და გაემარტივებინა. Twitter არის პირველი სოციალური ქსელი, რომელმაც გლობალურ ლექსიკონში „ჰაშტეგის“ ტერმინი შემოიტანა.
ასაკი: 59 კაპიტალის მოცულობა: $2 მილიარდი პროდუქტი, რომელმაც ცხოვრება შეცვალა: 2016 წლის მონაცემებით, eBay-მ მომხმარებელს 16 მილიონზე მეტი რაოდენობის პროდუქტი შესთავაზა. eBay არის პლატფორმა, რომელიც ადამიანებს ს საშუალებას აძლევს, ახალი და მეორეული პროდუქცია სხვადასხვა ფასად მიჰყიდონ მომხმარებლებს, რომლებსაც კონკრეტული ნივთის შეძენა სურთ. ამ ადამიანებმა საკუთარი ბიზნესის განვითარების გზა თავად აირჩიეს და თითოეული ჩვენგანის ცხოვრების წესის შეცვლა შეძლეს. პატარა იდეიდან დაწყებული აქტივობები, მოგვიანებით, დიდ ბიზნესად აქციეს. თითოეულმა მათგანმა, ტექნოლოგიების განვითარების ისტორიის ახალ საფეხურზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა და „ოქროს" ბრენდები უსახსოვრა მსოფლიოს. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
Twitter-ის თანამშრომელმა დონალდ ტრამპის გვერდი შეცდომით გააუქმა
რამდენიმე საათი წინ,
წაკითხვა
ფეისბუქი რესტორნებიდან საჭმლის შეკვეთის ფუნქციას ამატებს
ფეისბუქი განაგრძობს ბაზარზე არსებული სერვისების შესრუტვას და ახლა უკვე, საჭმლის შეკვეთის ფუნქ
წაკითხვა
Facebook-ის მტკიცებით, რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებული ჯგუფის პოსტებმა 2016 წლის არჩევნებამდე და არჩევნების შემდგომ 126 მილიონი ამერიკელი ინტერნეტ მომხმარებელი მოიცვა
სოციალურ ქსელ
წაკითხვა
აშშ-ის სენატის იურიდიული კომიტეტი Facebook-ის, Twitter-ისა და Google-ის წარმომადგენლებს მოუსმენს
აშშ-ის სენატის იურიდიული კომიტეტი 31 ოქტომბერს „რუსეთის საქმესთან“ დაკავშირებით, სოციალური ქს
წაკითხვა
Twitter-მა RT-ისა და Sputnik-ის ანგარიშებიდან რეკლამის განთავსება აკრძალა
სოციალური ქსელი Twitt
წაკითხვა
ბიორკი - როგორც იქნა, ორი კონცერტი თვალწარმტაც საქართველოში
წაკითხვა
ფეისბუქი შეფერხებებით მუშაობს - სოციალური ქსელი რამდენიმე ქვეყანაში მიუწვდომელია
სოციალური
წაკითხვა
Facebook-ი, სარეკლამო განცხადებების შესამოწმებლად, 1000-ზე მეტ თანამშრომელს აიყვანს
კომპანია „ფეისბუქი“, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული რეკლამის შესამოწმებლად, 1000-ზე მეტ თანამშრომელს აიყვანს. ამის შესახებ კომპანიის მიერ გ
წაკითხვა
|