საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/143951.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

1991

CIA: რუსეთი აშშ-ს არჩევნებში დონალდ ტრამპის სასარგებლოდ ჩაერია

თეო გონგლაძე
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2016-12-10 11:07:00 განახლებულია 2016-12-10 12:21:00


აშშ-ს ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს ინფორმაციით, რუსეთი ფარულად მოქმედებდა, რათა საარჩევნო მარათონში დონალდ ტრამპი დაწინაურებულიყო - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ამერიკულ პრესაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ნიუ-იორკ ტაიმსში“ გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ დაზვერვის სააგენტო რუსეთის ჩარევაში დარწმუნებულია.

ამერიკის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გუნდი CIA-ის ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს: „ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ამბობდნენ, რომ სადამ ჰუსეინს მასობრივი განადგურების იარაღი ჰქონდა“.

აშშ-ს არჩევნებში ჩარევას რუსული მხარეც კატეგორიულად უარყოფს. 

პარასკევს, აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ბრძანება გასცა, დაეწყოთ გამოძიება კიბერ-თავდასხმების სერიაზე. მან რუსეთი აშშ-ს არჩევნებში ჩარევაში დაადანაშაულა.

კიბერ-შეტევის მთავარი სამიზნე იყო „დემოკრატიული პარტიის“ ელექტრონული წერილები და, კონკრეტულად, პრეზიდენტობის კანდიდატი ჰილარი კლინტონი.

როგორც ოფიციალურმა პირებმა „ნიუ იორკ ტაიმსთან“ ინტერვიუში განაცხადეს, ისინი დარწმუნებული არიან, რომ რუსეთმა ჰაკერული თავდასხმა განახორციელა და დემოკრატების დოკუმენტები, რომლებიც უკანონოდ მოიპოვა, „ვიკილიქსს“ გადასცა. 

„დემოკრატებმა“ საჯაროდ განაცხადეს, როდესაც მათი ეროვნული კომიტეტის წევრისა და კლინტონის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელის ჯონ პოდესტას ელექტრონულ ფოსტას ჰაკერებმა შეუტიეს.

მოგვიანებით, პოდესტას ელექტრონული წერილები „ვიკილიქსმა“ გამოააშკარავა და გამოაქვეყნა. 

„აშშ-ს ცენტრალური დაზვერვის სააგენტომ გამოავლინა ადამიანები, რომლებიც კავშირში არიან რუსეთის მთავრობასთან, რომელიც „ვიკილიქსს“ აწვდის ათასობით გატეხილი ელექტრონული ფოსტის მასალებს დემოკრატების ეროვნული კომიტეტიდან, მათ შორის, ჰილარი კლინტონის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელის მიმოწერებს“ - განაცხადა „უოშინგტონ პოსტთან“ ინტერვიუში CIA-ის წარმომადგენელმა.

წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში, დონალდ ტრამპი აქეზებდა რუსეთს და ამბობდა, რომ რუსეთმა „აღმოაჩინა“ კლინტონის ელექტრონული წერილები, მოგვიანებით კი განაცხადა, რომ ეს სარკაზმი იყო და არა რეალური განცხადება.

თეთრი სახლის სპიკერის, ერიკ შულცის, განცხადებით, პრეზიდენტ ბარაკ ობამას სურს, რომ გამოძიება ბოლომდე მივიდეს, ვინაიდან ამ საკითხს ძალიან სერიოზულად აღიქვამს.

უცნობია, გასაჯაროვდება თუ არა გამოძიების შინაარსი და მასალები.

წყარო: BBC

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
დონალდ ტრამპის ყოფილ მრჩეველსა და მის ვაჟს ბრალს წარუდგენენ
დონალდ ტრამპის ყოფილ მრჩეველსა და მის ვაჟს ბრალს წარუდგენენ
დონალდ ტრამპის ყოფილ მრჩეველსა და მის ვაჟს ბრალს წარუდგენენ. NBC
წაკითხვა
The Washington Post-ისა და ABC-ის გამოკითხვით, დონალდ ტრამპი ბოლო 65 წლის განმავლობაში ამერიკის ყველაზე არაპოპულარული პრეზიდენტია
The Washington Post-ისა და ABC-ის გამოკითხვით, დონალდ ტრამპი ბოლო 65 წლის განმავლობაში ამერიკის ყველაზე არაპოპულარული პრეზიდენტია
The Washington Post-ი
წაკითხვა
ამერიკელ სენატორ რენდი პოლს თავს დაესხნენ
ამერიკელ სენატორ რენდი პოლს თავს დაესხნენ
ამერიკელ სენატორ რენდი პოლს თავს დაესხნენ. ინფორმაციას ამის შესახებ CBS-ო ავრცელებს.
წაკითხვა
დონალდ ტრამპი აზიური ტურნეს დროს, შესაძლოა, ვლადიმირ პუტინს შეხვდეს
დონალდ ტრამპი აზიური ტურნეს დროს, შესაძლოა, ვლადიმირ პუტინს შეხვდეს
დონალდ ტრამპი, აზიური ტურნეს ფარგლებში, ვლადიმირ პუტინს შეხვდება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ბორტ ნომერ ერთზე ჟურნალისტებს უთხრა.
წაკითხვა
დონალდ ტრამპის ყოფილმა მრჩეველმა რუსეთის ვიცე-პრემიერთან შეხვედრა აღიარა
დონალდ ტრამპის ყოფილმა მრჩეველმა რუსეთის ვიცე-პრემიერთან შეხვედრა აღიარა
კარტერ პეიჯი, რომელიც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე დონალდ ტრამპის შტაბში მრჩეველის თანამდებ
წაკითხვა
მასაჩუსეტსის შტატში იარაღის გაყიდვის ახალი რეგულაციები შეიმუშავეს
მასაჩუსეტსის შტატში იარაღის გაყიდვის ახალი რეგულაციები შეიმუშავეს
მასაჩუსეტსი ამერიკის პირველი შტატია, რომე
წაკითხვა
დონალდ ტრამპის აზიური ტურნე დაიწყო
დონალდ ტრამპის აზიური ტურნე დაიწყო
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა
წაკითხვა
მარია ზახაროვა - თუ კანადელ პარტნიორებს სანქციებით თამაში უყვართ, მაშინ იძულებულები ვართ, საპასუხო ზომები მივიღოთ
მარია ზახაროვა - თუ კანადელ პარტნიორებს სანქციებით თამაში უყვართ, მაშინ იძულებულები ვართ, საპასუხო ზომები მივიღოთ
სამწუხაროდ, ოფიციალურმა ოტავამ მიღებული ანტირუსული კანონის თანახმად იმოქმედა და რუსეთის მოქალაქეების მიმართ შეზღუდვები დააწესა, - ამის შესა
წაკითხვა