| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/144354.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 მეცნიერებმა შექმნეს ალმასი, რომელიც ჩვეულებრივ ალმასზე გაცილებით მტკიცეამიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2016-12-14 00:29:00
ადამიანთა დიდი ნაწილისთვის, დედამიწაზე არსებული ყველაზე მტკიცე მატერია ალმასთან ასოცირდება — ბეჭდებში თავმომწონე ციცქნა ქვებთან, რომელსაც ფოლადისა და ქვის გაჭრაც კი შეუძლია. გასული რამდენიმე წლის მანძილზე, მეცნიერებმა ეს სიმტკიცე თანდათან კიდევ უფრო დახვეწეს. ავსტრალიელ მკვლევართა ჯგუფმა შექმნა უიშვიათესი ალმასი, რომელიც უფრო მტკიცეა, ვიდრე ჩვეულებრივი ალმასი. ეს ალმასი ლონსდეილიტის ვერსიაა; ეს უკანასკნელი კი დედამიწაზე ბუნებრივად მოიპოვება მეტეორიტების დაცემის ადგილებში. იგი განსაკუთრებულია იმ მხრივ, რომ ალმასთა უმრავლესობა შედგება კუბის ფორმის სტრუქტურის ნახშირბადისგან, ლონსდეილიტს კი ექვსკუთხა სტრუქტურა აქვს, რაც მას 58%-ით უფრო მტკიცეს ხდის, ვიდრე ჩვეულებრივ ალმასს. ამჟამად, მკვლევრებს შესაძლებლობა მიეცათ ლაბორატორიაში შეექმნათ ნანო-მასშტაბის ლონსდეილიტის ვერსია. მათი თქმით, ის გაცილებით მტკიცეა, ვიდრე ალმასის ბუნებრივი ვერსია. ის იმდენად ძლიერია, რომ ჯგუფის ვარაუდით, მისი გამოყენება შესაძლებელი იქნება მაღაროებში, ულტრა-მტკიცე საგნების, მათ შორის ჩვეულებრივი ალმასების დასაჭრელადაც კი. „ალმასის ატომის ექვსკუთხა სტრუქტურა მას უფრო მტკიცეს ხდის, ვიდრე ჩვეულებრი ალმასს, რომელსაც კუბისებრი სტრუქტურა აქვს“, — ამბობს ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის უფროსი მკვლევარი ჯოდი ბრედბი. ახალი ალმასი ჯგუფმა ნანოინჟინერიის გამოყენებით, ამორფული ნახშირბადისგან დაამზადა. ლონსდეილიტი პირველად 1967 წელს, არიზონის შტატში, კანიონ-დიაბლოს მეტეორიტის ჩამოვარდნის ადგილას აღოაჩინეს. მანამდე მის შექმნას მეცნიერები ლაბორატორიაშიც ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ. პროცესი წარმოუდგენლად მაღალ ტემპერატურას, 1000 გრადუს ცელსიუსს მოითხოვდა. ამის სანაცვლოდ, ჯოდი ბრედბიმ და მისმა გუნდმა სხვა მეთოდი ამჯობინა. ნახშირბადი მათ მოათავსეს მოწყობილობაში, რომელსაც ალმასის გრდემლს უწოდებენ. იგი შედგება საწინააღმდეგო მხარეს მოთავსებული ორი ალმასიგან, რაც ისეთივე მაღალ წნევას წარმოქმნის, რაც დედამიწის სიღრმეებშია. ამ მოწყობილობის გამოყენებით, მკვლევრებმა ალმასი მხოლოდ 400 გრადუს ტემპერატურაზე შექმნეს. „ამ ახალ ალმასს თქვენ საქორწინო ბეჭდებში ვერ იხილავთ, მას უფრო მაღაროებში წააწყდებით“, — ამბობს ბრედბი.
მომზადებულია phys.org-ის მიხედვით დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ნეპტუნსა და ურანზე ალმასების წვიმა მოდის — იგივე პროცესი მკვლევრებმა ლაბორატორიაში შექმნეს
თუკი ფიქრობთ, რომ ჩვენს პლანეტაზე ცუდი ამ
წაკითხვა
ქრისტიანმა მღვდელმა სიერა-ლეონეში მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ალმასი იპოვა
ქრისტიანმა მღვდელმა სიერა-ლეონეს აღმოსავლეთით, კონოს რაიონში, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ალმასი იპოვა.
წაკითხვა
ესპანეთის პრიმერადივიზიონში 25-ე ტურის სამი შეხვედრა გაიმართა
ესპანეთის პრიმერადივიზიონში 25-ე ტურის სამი შეხვედრა გაიმართა. მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა
წაკითხვა
მეცნიერებმა ბირთვული ნარჩენებისგან ალმასის სუპერ-ეფექტიანი ბატარეები შექმნეს
მეცნიერებმა განსაზღვრეს თუ როგორ უნდა იქნეს გამოყენებული ბირთვული ნარჩენები ენეგრიის წყაროდ,
წაკითხვა
ალმასის ვარსკვლავი დედამიწიდან 50 სინათლის წლის დაშორებით
კენტავრის თანავარსკვლავედში, დედამიწიდან ძალიან შორის, 50 სინათლის წლის მანძილზე, ერთი საკმაო
წაკითხვა
მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ალმასი 63 მილიონ დოლარად გაიყიდა
მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ალმასი 63 მილიონ დოლარად გაიყიდა. ეს ყველაზე დიდი თანხაა, რაც კი დღემდე დაუმუშავებელ ძვირფას ქვაში გადაუხ
წაკითხვა
|