საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/144852.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

3905

კიდევ ერთი ვარსკვლავი იდუმალებით მოცული ჩაბნელებებით - ასტრონომთა აღმოჩენა

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2016-12-18 17:39:00

ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფმა რაღაც იდუმალებით მოცული შენიშნა, რაც ახალგაზრდა ვარსკვლავ RIK-210-ის შუქს ბლოკავს. ეს ვარსკვლავი დედამიწიდან 472 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. 

ჩვეულებრივ, როდესაც ვარსკვლავის ნათება იკლებს, ეს იმაზე მიუთითებს, რომ მის გარშემო, ორბიტაზე რაღაც მოძრაობს, მაგალითად პლანეტა. თუმცა, RIK-210-თან მსგავსი არაფერი აღმოჩენილა. აღსანიშნავია, რომ ბოლო თვეების მანძილზე, კიდევ რამდენიმე მსგავსი ვარსკვლავი აღმოაჩინეს. საინტერესოა, რასთან გვაქვს საქმე?

შორეული ვარსკვლავების ორბიტაზე მოძრავი პლანეტების აღმოჩენის იმედით, ასტრონომები ვარსკვლავთა შუქს ხშირად აკვირდებიან. პლანეტებზე ნადირობის ამ ტიპს ტრანზიტის მეთოდი ეწოდება, რადგან ვარსკვლავის შუქის ჩაბნელება ხშირად მიუთითებს, რომ მის წინ რაღაცამ ჩაიარა და დედამიწისაკენ მომავალი მისი შუქი დაბლოკა.

უმეტეს შემთხვევებში, ხანგრძლივი დაკვირვებების შედეგად, ასტრონომები არკვევენ თუ რა განაპირობებს ვარკვლავის შუქის მსგავს ჩაბნელებებს და როგორც წესი, ხშირად ამის მიზეზი არის პლანეტა ან სხვა ვარსკვლავი, თუმცა ზოგჯერ, ყველაფერი ძალიან უცნაურ სახეს იღებს.

მაგალითად, 2015 წელს, ასტრონომებმა შენიშნეს, რომ უცნაური ჩაბნელებები ახასიათებდა ვარსკვლავ KIC 8462852-ს, იგივე ტაბის ვარსკვლავს. ეს ფაქტი ჯერ კიდევ არაა ახსნილი და უკვე წარმოშვა მრავალი ჰიპოთეზა, მაგალითად მოსაზრება, რომ შესაძლოა ამ ვარსკვლავის გარშემო უცხოპლანეტელებს მეგასტრუქტურა ჰქონდეთ აშენებული.

ახლად აღმოჩენილი ჩაბნელების ეფექტი უფრო მეტად იდუმალია, თუმცა არამიწიერ ცივილიზაციებთან დაკავშირებული შედარებით ნაკლები სპეკულაცია წარმოშვა.

ჩაბნელება პირველად NASA-ს კეპლერის კოსმოსური ტელესკოპზე მომუშავე მკვლევრებმა შენიშნეს. ეს კოსმოსური ობსერვატორია ეგზოპლანეტებზე ნადირობს შორეული ვარსკვლავების შუქზე დაკვირვების გზით. ინფორმაცია შემდეგი კვლევებისთვის ამჟამინდელ ჯგუფს გადაეცა, რომელსაც კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევარი ტრევორ დევიდი უძღვება. 

როგორც ჯგუფი იუწყება, RIK-210-ის შუქი ყოველ 5,67 დღეში 15%-ით იკლებს, რაც ძალიან ცოტა ხანს გრძელდება. გარდა ამისა, დროის ამ მონაკვეთში აღარ შეინიშნება ვარსკვლავის ბრუნვაც, რაც იმას ნიშნავს, რომ შუქის დამბლოკავი იდუმალებით მოცული წყარო ასევე მასთან ერთად მოძრაობს.

ამის შემდეგ, ჯგუფმა ამ ყველაფრის გამომწვევი მიზეზის დადგენა გადაწყვიტა. პირველი ჰიპოთეზა, რაც მათ წამოაყენეს — კომპანიონი ყავისფერი ჯუჯა ვარსკვლავის არსებობას ეხებოდა, თუმცა ეს მოსაზრება მალევე უკუაგდეს, როცა ხანგრძლივი დაკვირვებების შემდეგ იქ მსგავსი არაფერი აღმოჩნდა.

„მაღალი რეზოლუციის ფოტოებით დადგინდა, რომ ეს ვარსკვლავი მარტოა, რადიალურმა სიჩქარე კი მიუთითებს, რომ შეუძლებელია ჩაბნელება გამოწვეული იყოს ვარსკვლავური დაჩრდილვით ან ყავისფერი ჯუჯა კომპანიონით“, ¬— წერს მკვლევართა ჯგუფი. 

შემდგომმა ანალიზებმა ასევე აჩვენა, რომ ჩაბნელება გამოწვეული ვერ იქნება სფერული სხეულით, შესაბამისად, გამოირიცხა პლანეტაც. მკვლევრებმა ასევე შენიშნეს, რომ ამ ახალგაზრდა, 5-10 მილიონი წლის ასაკის ვარსკვლავს არ გააჩნია არც პროტოპლანეტური დისკი, არაა არც რგოლები ან მტვერი, რაც ხშირად ფორმირდება ახლაგაზრდა ვარსკვლავების ირგვლივ.

„დაკვირვებების სიღრმეებსა და ხანგრძლივობაზე დაყრდნობით, შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ეს ჩაბნელებები არც ვარსკვლავის ზედაპირთანაა დაკავშირებული“, — წერს ჯგუფი.  

„იქიდან გამომდინარე, რომ ვარსკვლავთან არ მიმდინარეობს აქტიური პროცესები, არ შეინიშნება არც შიდა დისკთან დაკავშირებული ჭარბი ინფრაწითელი გამოსხივება, ვარსკვლავის ცვალებადი ჩაბნელებები გამოწვეული ვერ იქნება პროტოპლანეტური დისკის მიზეზით“.

ამ ყველაფრის შემდეგ, რა ვერსიები დარჩათ მეცნიერებს? ჯგუფის აზრით, ყველაზე სავარაუდო მიზეზია ვარსკვლავის მაგნიტოსფეროში არსებული ღრუბელი. როგორც წესი, ვარსკვლავთა გარშემო არსებული ეს რეგიონი სავსეა დამუხტული ნაწილაკებით, რომელთაც ვარსკვლავის მაგნიტური ველი აკონტროლებს.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ დადასტურებული არაა, ეს ჰიპოთეზა ყველაზე მეტად დამაჯერებელია, რადგან მსგავსი ღრუბლები ვარკვლავის გარშემო იმავე სიჩქარით უნდა ბრუნავდნენ, რითაც თავად ის საკუთარი ღერძის გარშემო.

ჯგუფის განცხადებით, ზუსტი პასუხის მსიაღებად საჭიროა ვარსკვლავის ხანგრძლივი მონიტორინგი.

მომზადებულია phys.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით


დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
პერუში, უძველესი ცივილიზაციის ჩონჩხებზე რიტუალური ძალადობის ნიშნები აღმოაჩინეს
პერუში, უძველესი ცივილიზაციის ჩონჩხებზე რიტუალური ძალადობის ნიშნები აღმოაჩინეს
პერუს მაღალმთიანეთში, არქეოლოგიურ ძეგლ პა
წაკითხვა
საუდის არაბეთის უდაბნოში 400 უძველესი, იდუმალი მონუმენტი აღმოაჩინეს
საუდის არაბეთის უდაბნოში 400 უძველესი, იდუმალი მონუმენტი აღმოაჩინეს
საუდის არაბეთის დასავლეთ ნაწილში, უდაბნოს
წაკითხვა
„უცხოპლანეტელთა მეგასტრუქტურის“ ვარსკვლავის იდუმალი ჩაბნელებების კიდევ ერთ შესაძლო მიზეზი
„უცხოპლანეტელთა მეგასტრუქტურის“ ვარსკვლავის იდუმალი ჩაბნელებების კიდევ ერთ შესაძლო მიზეზი
ჩვენი გალაქტიკის ერთ-ერთმა ყველაზე იდუმალ
წაკითხვა
აღმოჩენილია ალექსანდრე მაკედონელის მიერ დაარსებული დაკარგული ქალაქი
აღმოჩენილია ალექსანდრე მაკედონელის მიერ დაარსებული დაკარგული ქალაქი
აღმოჩენილია ქვიშაში დაკარგული 2000 წლის წ
წაკითხვა
დავით გარეჯის უდაბნოში შუა საუკუნეების დროინდელ სამონასტრო ჭურჭლის უნიკალურ კოლექციას მიაკვლიეს
დავით გარეჯის უდაბნოში შუა საუკუნეების დროინდელ სამონასტრო ჭურჭლის უნიკალურ კოლექციას მიაკვლიეს
საქართველოს ეროვნული მუზეუმის სპეციალისტებმა დავით გარეჯის უდაბნოში, წმ. დავითის ლავრაში მიმდინარე წინასარეაბილიტა
წაკითხვა
„უცხოპლანეტელთა მეგასტრუქტურის“ ვარსკვლავის საიდუმლოს კიდევ ერთი შესაძლო ახსნა
„უცხოპლანეტელთა მეგასტრუქტურის“ ვარსკვლავის საიდუმლოს კიდევ ერთი შესაძლო ახსნა
ალბათ კარგად გახსოვთ ე. წ. ტაბის ვარსკვლა
წაკითხვა
აღმოჩენა ფასანაურთან ახლოს - სოფელ ვაშლობში ადრეული შუა საუკუნეების ტაძარს მიაკვლიეს
აღმოჩენა ფასანაურთან ახლოს - სოფელ ვაშლობში ადრეული შუა საუკუნეების ტაძარს მიაკვლიეს
აღმოჩენა ფასანაურთან ახლოს. სოფელ ვაშლობში ადრეული შუა საუკუნეების ტაძარს მიაკვლიეს. სამნავიანი ბაზილიკა, სავარაუდოდ, ამაღლების დღესასწაული
წაკითხვა
ახალი აღმოჩენა გომბორის ქედზე
ახალი აღმოჩენა გომბორის ქედზე
ახალი აღმოჩენა გომბორის ქედზე. ზღვის დონიდან 1000 მეტრზე, სოფელ
წაკითხვა