| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/150457.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 ამაზონის ჯუნგლების ასობით „სტოუნჰენჯის“ საიდუმლო ამოხსნილიამიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-02-13 21:52:00
დასავლეთ ბრაზილიაში აღმოჩენილია 450 უზარმაზარი, მიწაზე ამოკვეთილი კონსტრუქცია, რომლებიც მეტყველებს თუ როგორ იყენებდნენ მიწას ამაზონის უძველესი საზოგადოებები საუკუნეების წინ, სანამ მათ შემოქმედებას საიდუმლოდ შთქნთქავდა ამაზონის ტროპიკული ტყე. მიუხედავად იმისა, რომ დაზუსტებით არავინ იცის თუ რისთვის გამოიყენებოდა ეს იდუმალი ძეგლები, ისინი აშკარად მეტყველებს, რომ ამერიკაში ევროპელთა გამოჩენამდე ასობით წლით ადრე, ადგილობრივი საზოგადოებები ტრადიციულად ასუფთავებდნენ და ირგებდნენ ამაზონის ლანდშაფტს. „ის ფაქტი, რომ ეს ძეგლები საუკუნეთა მანძილზე იმალებოდა გაუვალი წვიმის ტყეების შუაგულში, ეჭვქვეშ აყენებს იდეას, რომ ამაზონის ტყეები ძველი, სუფთა ეკოსისტემებია“, — ამბობს სან-პაულუს უნივერსიტეტის არქეოლოგი ჯენიფერ ვალტინგი. ეს ღირსშესანიშნაობები, რომლებსაც გეოგლიფებს უწოდებენ, 13 000 კვადრატულ კილომეტრს ფარავს და მათი აღმოჩენა 1980-იანი წლებიდან დაიწყო ბრაზილიის აკრის შტატში, მას შემდეგ, რაც სასოფლო-სამეორნეო მიზნებისთვის ტროპიკული ტყეების ჩეხვა დაიწყეს. უძველეს ღირსშესანიშნაობათა გარშემო არსებული წვიმის ტყეების 6000-წლოვანი ისტორიის აღსადგენად, ვალტინგის ჯგუფმა შეისწავლა ორი ძეგლიდან აღებული ნიადაგის ნიმუშები. ნიადაგში აღმოჩენილი მიკროსკოპული მცენარეული ნამარხების ანალიზის შედეგად, მეცნიერებმა შესძლეს უძველეს მცენარეთა ისტორიული განფენილობის შეფასება, ნახშირის შემცველობა კი მიუთითებს, რომ მიწის მოსუფთავებას ტყეების გადაწვის გზით ახდენდნენ. ამ შემთხვევაში, როგორც ნიმუშებმა აჩვენა, ტროპიკულ ტყეებში მინიმუმ 6000 წლის წინ დომინანტი ყოფილა ბამბუკი, ნახშირის არსებობა კი მიუთითებს, რომ ამ არეალში ადამიანი 4000 წლის წინ მისულა, რა დროიდანაც მნიშვნელოვნად გაზრდილა პალმის ხეების ოდენობა. ირკვევა, რომ მიწის მოსუფთავების მიზნით ტყეების გადაწვას პიკისთვის 2 300-1 400 წლის წინ მიუღწევია; მკვლევართა აზრით, სწორედ ამ დროს აშენდა მიწის პირველი კონსტრუქციებიც. თხრილები, რომლებიც როგორც ჩანს, რამდენჯერმე გაუთხრიათ I-XV საუკუნეების შუალედში, სიგანეში 11 მეტრია, სიღრმეში 4. ამ ძეგლების ფორმისა და განფენილობის აღქმა საჰაერო დაკვირვებების შედეგადაა შესაძლებელი. ამ დრომდე, მკვლევრებისთვის უცნობი იყო მათი თავდაპირველი დანიშნულება. ნაკლებ სავარაუდოა რომ ეს ძეგლები სოფლები ყოფილიყო, რადგან როგორც მათზე ჩატარებული გათხრები მიუთითებს, ძალიან ცოტაა კულტურული არტეფაქტები; ღრმულების სქემა კი ნაკლებ სავარაუდოს ხდის, რომ ისინი თავდაცვითი მიზნებისთვის იყო შექმნილი. როგორც ნიადაგის ანალიზებიდან ირკვევა, ამ არეალებს რიტუალური შეკრებებისთვის იყენებდნენ, რომელთაც არარეგულარულად სტუმრობდნენ მიმდებარედ მცხოვრებნი. „საინტერესოა აღინიშნოს, რომ გეოგლიფების ფორმატი, გარე თხრილითა და შიდა კედლების შემოღობვით, კლასიკურად დამახასიათებელია ჰენჯის ტიპის ძეგლებისთვის. სტოუნჰენჯის ადრეული ფაზები მსგავსად განლაგებული კედლებისგან შედგებოდა“, — უთხრა The Telegraph-ს ვალტინგმა. მიუხედავად იმისა, რომ ამ კონსტრუქციების ამშენებელი უძველესი ბინადრები ტყეების მოსასუფთავებლად ცეცხლს იყენებდნენ, მკვლევრები ირწმუნებიან, რომ მცენარეულობას ისინი სულაც არ წვავდნენ უყურადღებოდ — ცეცხლს აჩენდნენ წინასწარ შერჩეულ, მხოლოდ მცირე არეალებში. ამის მიზანი კი კომუნალური სივრცისა და ბაზრობების შექმნა იყო, სადაც ყიდდნენ მარცვლეულს, პალმებს და ტყის სხვადასხვა პროდუქტებს. „მიუხედავად იმისა, რომ აკრის შტატში ძალიან დიდი ოდენობის გეოგლიფია აღმოჩენილი, დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ აკრის ტყეები არასოდეს განადგურებულა ისე ფართოდ, როგორც ეს ახლა ხდება“, — წერს პრეს-რელიზში ვალტინგი. მკვლევართა აზრით, ბუნების შუაგულში მოწყობილი ეს ბაზრები დროებითი იყო, რადგან გადამწვარ ტერიტორიაზე სწრაფად ამოდიოდა ახალი მცენარეულობა. თუკი მკვლევართა ეს ჰიპოთეზა მართებულია, ირკვევა, რომ ადამიანები ამაზონის აუზში გაუტყევებას ათასობით წლის წინაც მიმართავდნენ, მაგრამ არა იმ მასშტაბით, როგორც ეს დღეს ხდება, როდესაც ბოლო 40 წლის მანძილზე, უკვე განადგურებულია ამაზონის ჯუნგლების 20%-ზე მეტი.
მომზადებულია The Telegraph-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
პერუში, უძველესი ცივილიზაციის ჩონჩხებზე რიტუალური ძალადობის ნიშნები აღმოაჩინეს
პერუს მაღალმთიანეთში, არქეოლოგიურ ძეგლ პა
წაკითხვა
საუდის არაბეთის უდაბნოში 400 უძველესი, იდუმალი მონუმენტი აღმოაჩინეს
საუდის არაბეთის დასავლეთ ნაწილში, უდაბნოს
წაკითხვა
აღმოჩენილია ალექსანდრე მაკედონელის მიერ დაარსებული დაკარგული ქალაქი
აღმოჩენილია ქვიშაში დაკარგული 2000 წლის წ
წაკითხვა
დავით გარეჯის უდაბნოში შუა საუკუნეების დროინდელ სამონასტრო ჭურჭლის უნიკალურ კოლექციას მიაკვლიეს
საქართველოს ეროვნული მუზეუმის სპეციალისტებმა დავით გარეჯის უდაბნოში, წმ. დავითის ლავრაში მიმდინარე წინასარეაბილიტა
წაკითხვა
ამაზონის უკონტაქტო ტომი, სავარაუდოდ, ოქროს უკანონო მომპოვებლებმა გაჟლიტეს
ბრაზილიელი პროკურორები აქტიურად იძიებენ გ
წაკითხვა
აღმოჩენა ფასანაურთან ახლოს - სოფელ ვაშლობში ადრეული შუა საუკუნეების ტაძარს მიაკვლიეს
აღმოჩენა ფასანაურთან ახლოს. სოფელ ვაშლობში ადრეული შუა საუკუნეების ტაძარს მიაკვლიეს. სამნავიანი ბაზილიკა, სავარაუდოდ, ამაღლების დღესასწაული
წაკითხვა
ახალი აღმოჩენა გომბორის ქედზე
ახალი აღმოჩენა გომბორის ქედზე. ზღვის დონიდან 1000 მეტრზე, სოფელ
წაკითხვა
ჩინეთში 5000 წლის წინანდელი გიგანტური ადამიანების ჩონჩხები აღმოაჩინეს
არქეოლოგების განსაცვიფრებელი აღმოჩენა ჩინ
წაკითხვა
|