,,რუსეთი არავისთან, მათ შორის შეერთებულ შტატებთან, არ განიხილავს უკრაინისთვის ყირიმის დაბრუნების საკითხს’’, – ეს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის განცხადებაა, რომელიც მან რამდენიმე საათის წინ გააკეთა.
დიმიტრი პესკოვის განცადებით, რუსეთი არ იხილავს თავის ტერიტორიასთან დაკავშირებულ საკითხებს უცხოელ პარტნიორებთან.
თეთრი სახლის პრესმდივნის, შონ სპაისერის განცხადებით, ამერიკის პრეზიდენტმა ნათლად დააფიქსირა პოზიცია, რომ ყირიმის უკრაინის შემადგენლობაში დაბრუნებას და აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარების დეესკალაციას მოელის.
თეთრი სახლის პრესმდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტრამპს „უკიდურესად მკაცრი პოზიცია აქვს რუსეთთან მიმართებაში’’.
შონ სპაისერის განცხადებით, რუსეთს სანქციები მხოლოდ ყირიმის დაბრუნების შემდეგ მოეხსნება.