| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/150858.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 საია დეკანოზ მამალაძის საქმეზე: „პროკურატურის მიერ მიღებული ზომები, ბრალდებულს არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს"
გამოქვეყნებულია 2017-02-17 12:56:00
დეკანოზ გიორგი მამალაძეს, რომელიც საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, განზრახ მკვლელობის მომზადებისათვის არის დაკავებული, ამ დრომდე არ ეძლევა საკუთარი პოზიციის საზოგადოებისათვის გაცნობის შესაძლებლობა, ამის შესახებ განცხადებას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს. არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ პროკურატურის მიერ მიღებული ზომები, ბრალდებულს არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს. „მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა პროკურატურას ანიჭებს უფლებამოსილებას, პროცესის მონაწილე პირები, მათ შორის ადვოკატები, დაავალდებულოს მისი თანხმობის გარეშე არ გაამჟღავნონ საქმეში არსებული ცნობები, დაუშვებელია ეს მექანიზმი დაკავებული პირის ინტერესების საზიანოდ იყოს გამოყენებული. მოცემულ საქმეზე ნათელი ხდება, რომ პროკურატურის მიერ მიღებული ზომები, ბრალდებულს აშკარად არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს. ერთი მხრივ, პროკურატურა ღიად საუბრობს საქმისათვის მნიშვნელოვან სხვადასხვა გარემოებაზე, ხოლო მამალაძე და მისი ადვოკატები ვერ პასუხობენ საჯაროდ გაჟღერებულ ბრალდებებს. გარდა ამისა, პოლიტიკური თანამდებობის პირები კვლავაც აგრძელებენ საჯარო განცხადებების გაკეთებას, რომლის შინაარსი ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს უკვე დადგენილად და უტყუარად წარმოაჩენს, რითაც გრძელდება უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა" - აღნიშნულია საიას განცახდებაში. საია მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას, დაცვის მხარეს მოუხსნას დაწესებული შეზღუდვები. ასევე, პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღონ შესაბამისი ზომები გიორგი მამალაძის ოჯახის წევრების უსაფრთხოების დასაცავად. „კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პოლიტიკოსებს, დაიცვან და პატივი სცენ საქართველოს კონსტიტუციით და კანონმდებლობით გარანტირებული უფლებები და თავი შეიკავონ ისეთი განცხადებებისა და გამონათქვამებისგან, რაც სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანამდე წარმოაჩენს ბრალდებულ პირს დამნაშავედ, ხოლო გამოძიების ვერსიას - დამტკიცებულ ფაქტად" - აღნიშნულია საიას განცხადებაში. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
პაატა პავლიაშვილის გარდაცვალების საქმე - ოპოზიცია პარლამენტში შს მინისტრს იბარებს
ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გარშემო უფლებადამცველებს ახალი კითხვები უჩნდებათ. თუ ძალოვანი უწყებების განცხადებებს
წაკითხვა
პაატა პავლიაშვილის გარდაცვალების საქმე - საია გამოძიების მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს
ნუცუბიძის ფერდობზე ადმინისტრაციული დაკავების დროს გარდაცვლილი პაატა პავლიაშვილის ოჯახის წევრები, ადვოკატთან ერთად დღეს გამოძიების მასალებს გაეცნენ. საია გამოძიების მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს.
წაკითხვა
საია პროკურატურას მიმართავს, ნუცუბიძეზე გარდაცვლილის მეუღლე დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნონ
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცი
წაკითხვა
პაატა პავლიაშვილის გარდაცვალების საქმე - საია პროკურატურას მიმართავს
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
წაკითხვა
საია-ს იურისტი - პოლიციის შესახებ კანონით და მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულია, რომ პოლიციელი მოქალაქესთან ურთიერთობის დროს ვალდებულია, სამხრე კამერა ჩართოს
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცი
წაკითხვა
დეკანოზი გიორგი მამალაძე მეუფე დიმიტრიმ მოინახულა - რაზე ამახვილებს ყურადღებას ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი
დაკავების შემდეგ გიორგი მამალაძეს დღეს პირველად შეხვდა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, რომელ
წაკითხვა
მეუფე დიმიტრი - გიორგი მამალაძე მის წინააღმდეგ საქმის ფალსიფიცირებაზე საუბრობს
მსჯავრდებული დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. განცხადება ამის შესახებ ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების
წაკითხვა
დეკანოზ გიორგი მამალაძეს სპატიმროში დღეს მეუფე დიმიტრი შიოლაშვილი მოინახულებს
დეკანოზ გიორგი მამალაძეს
წაკითხვა
|