საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/152428.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

3787

აღმოჩენილია გიგანტური კაშკაშა ნისლეული, რომლის სინათლის წყარო საიდუმლოებითაა მოცული

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-03-04 22:29:00

სამყაროს შორეულ ნაწილში, ასტრონომებმა აღმოაჩინეს ვრცელი, კაშკაშა ობიექტი, თუმცა ვერ ხსნიან მისი სინათლის წყაროს.

კაშკაშა ნისლეული მდებარეობს დედამიწიდან 10 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე, ადრეული გალაქტიკების უზარმაზარ, „პროტოგროვის“ ცენტრში. ეს ამ სხის ყველაზე კაშკაშა ობიექტია, რაც კი აქამდე აღმოგვიჩენია. მისი ენერგიის წყარო ამ დრომდე საიდუმლოებით რჩება მოცული.

ობიექტი ე. წ. „უზარმაზარ ლიმან-ალფას ნისლეულთა“ (ELAN) ტიპს მიეკუთვნება და ის არა მხოლოდ ყველაზე კაშკაშაა სამყაროში არსებულ ჩვენთვის ცნობილ ამ სახის ობიექტებს შორის, არამედ იგი ერთ-ერთი ყველაზე დიდიცაა და კონკურენციას უწევს „ტყვიის ნისლეულს“, რომელიც გალაქტიკათშორის სივრცეში 2 მილიონი სინათლის წლის მანძილზეა გადაჭიმული.

„ის უკიდურესად კაშკაშაა და სავარაუდოდ უფრო დიდია, ვიდრე ტყვიის ნისლეული, მაგრამ ბევრს ვერაფერს ვხედავთ, გარდა გალაქტიკის მკრთალი ლაქისა“, — ამბობს ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, სანტა-კრუზის კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარი ხავიერ პროჩასკა. 

„ეს გახლავთ შემაძრწუნებლად ენერგიული ფენომენი ენერგიის აშკარა წყაროს გარეშე“.

ამ დრომდე მხოლოდ რამდენიმე ELAN-ია აღმოჩენილი და როგორც მიიჩნევა, აკუმულირებული გაზი მიეკუთვნება ბოჭკოების ქსელს, რომელიც სამყაროს ვრცელ კოსმოსურ აბლაბუდაში მეზობელ გალაქტიკებს ერთმანეთთან აერთებს.

როგორც ცნობილია, სხვა ELAN-ების ენერგიის წყაროა კვაზარების, ვარსკვლავთწარმოქმნის ან სუპერნოვების მიერ გამოყოფილი ინტენსიური ენერგია, თუმცა ამ უკანასკნელი მაგალითის შემთხვევაში, არ ფიქსირდება არც ერთი მსგავსი მოვლენა. ობიექტს MAMMOTH-1-ის ნისლეული უწოდეს.

ერთადერთი, რაც ვიცით, ისაა, რომ შუქს იგივე ტალღის სიგრძე აქვს, რასაც გაციების დროს წყალბადის ატომები გამოყოფენ შთანთქმისა და გამოყოფისას — განმუხტვა, რომელიც ლიმან-ალფას რადიაციის სახელითაა ცნობილი, მაგრამ უცნობია თუ რა აცხელებს მათ.  

ეს აღმოჩენა ეხმაურება 2000 წელს ნაპოვნ კიდევ ერთ „უზარმაზარ ლიმან-ალფას ნისლეულს“ (ELAN), ლიმან-ალფას ღრუბელ 1-ს, რომელიც სამხრეთის ცაზე, მერწყულის თანავარსკვლავედში მდებარეობს დედამიწიდან 11,5 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე.

ჩვენს გალაქტიკა ირმის ნახტომზე სამჯერ დიდი ეს უზარმაზარი ობიექტი უკიდურესად მწვანეა, მაგრამ დღემდე არავინ იცის თუ რა ანათებს იქ.

მეცნიერთა ვარაუდით, ამ ყველაფერზე პასუხისმგებელია ღრუბლის ცენტრალურ რეგიონში არსებულ გალაქტიკებში მდებარე სუპერმასიური შავი ხვრელები, რომლებიც მატერიას ყლაპავენ. აღმომჩენი ჯგუფის აზრით, იგივე მოვლენა ხდება MAMMOTH-1-ის ნისლეულშიც.

MAMMOTH-1-ის ნისლეული აღმოაჩინა კვლევამ სახელად Mapping the Most Massive Overdensities Through Hydrogen-მა (MAMMOTH), რომელმაც 2014 წელს ტყვიის ნისლეულიც იპოვა. 

პროტოგროვა, რომელშიც ეს ნისლეული მდებარეობს, ძალიან მასიურია და მოიცავს უჩვეულოდ დიდი ოდენობით გალაქტიკას, გადაჭიმულია 50 მილიონი სინათლის წლის მანძილზე; შემადგენელი ყველა ობიექტი ერთმანეთთან გრავიტაციითაა დაკავშირებული.

მიუხედავად იმისა, რომ ეს გალაქტიკები ახლა უკვე სიმწიფეში იქნებიან, ჩვენი ტელესკოპები მათ ისეთებს ხედავს, როგორებიც ისინი დიდი აფეთქებიდან 3 მილიარდი წლის შემდეგ იყვნენ — გალაქტიკების ფორმაციის პიკისას ჩვენს სამყაროში. 

რამდენიმე ჰიპოთეზა არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მიიღო ასეთი სიკაშკაშე ამ უზარმაზარი პროტოგროვის შუაგულში მდებარე MAMMOTH-1-ის ნისლეულმა. მათ შორის ყველაზე დამაჯერებელი მოსაზრებები ეხება რადიაციას ან ე. წ. აქტიური გალაქტიკური ბირთვიდან მომდინარე განმუხტვას.

აქტიური გალაქტიკური ბირთვები კომპაქტური რეგიონებია გალაქტიკების ცენტრში, რომლებსაც ნორმალურზე მეტი სიკაშკაშე ახასიათებთ. როგირც ჯგუფი განმარტავს, აქტიურ გალაქტიკურ ბირთვებს კვებავს სუპერმასიური შავი ხვრელების აქტივობა, როდესაც ისინი გალაქტიკის ცენტრში გაზს ჭამენ, რაც უკიდურესად დიდი სინათლის წყარო ხდება. 

აქტიური გალაქტიკური ბირთვების მიერ გამოყოფილი რადიაცია მათ გარშემო არსებულ წყალბადს აიონიზებს, რაც შესაძლოა ELAN-ების მიერ სუპერ-კაშკაშა ლიმან-ალფას რადიაციის გამოყოფის მიზეზი იყოს. 

კვაზარები — სამყაროს ყველაზე კაშკაშა ობიექტები ყველაზე მნათი აქტიური გალაქტიკური ბირთვებია ხილულ სინათლეში. MAMMOTH-1-ის ნისლეული ამ შემთხვევაში გამონაკლისია, რადგან იგი კვაზარი არაა.

მაგრამ შესაძლოა კვაზარი მის უკანა ფონზე იმალებოდეს.

„მას  აქტიური გალაქტიკური ბირთვისათვის დამახასიათებელი ყველა ნიშანი აქვს, მაგრამ ჩვენს ტელესკოპებში მსგავსს ვერაფერს ვხედავთ. ვფიქრობ, იქ არის კვაზარი, რომელსაც მტვერი ფარავს“, — ამბობს პროჩასკა.

სანამ მკვლევართა ჯგუფი მუშაობას აგრძელებს, სამყაროში ჩვენთვის დღემდე ცნობილი ყველაზე კაშკაშა „უზარმაზარი ლიმან-ალფას ნისლეული“ (ELAN) კოსმოსური საიდუმლოების საბურველში რჩება გახვეული. 

მომზადებულია news.ucsc.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით


დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
პერუში, უძველესი ცივილიზაციის ჩონჩხებზე რიტუალური ძალადობის ნიშნები აღმოაჩინეს
პერუში, უძველესი ცივილიზაციის ჩონჩხებზე რიტუალური ძალადობის ნიშნები აღმოაჩინეს
პერუს მაღალმთიანეთში, არქეოლოგიურ ძეგლ პა
წაკითხვა
საუდის არაბეთის უდაბნოში 400 უძველესი, იდუმალი მონუმენტი აღმოაჩინეს
საუდის არაბეთის უდაბნოში 400 უძველესი, იდუმალი მონუმენტი აღმოაჩინეს
საუდის არაბეთის დასავლეთ ნაწილში, უდაბნოს
წაკითხვა
ადგილი, სადაც ჩვენი გალაქტიკის ახალი ვარსკვლავები იბადებიან - ფოტოები
ადგილი, სადაც ჩვენი გალაქტიკის ახალი ვარსკვლავები იბადებიან - ფოტოები
თქვენ წინაშეა პანორამული ხედი, რომელიც ას
წაკითხვა
აღმოჩენილია ალექსანდრე მაკედონელის მიერ დაარსებული დაკარგული ქალაქი
აღმოჩენილია ალექსანდრე მაკედონელის მიერ დაარსებული დაკარგული ქალაქი
აღმოჩენილია ქვიშაში დაკარგული 2000 წლის წ
წაკითხვა
დავით გარეჯის უდაბნოში შუა საუკუნეების დროინდელ სამონასტრო ჭურჭლის უნიკალურ კოლექციას მიაკვლიეს
დავით გარეჯის უდაბნოში შუა საუკუნეების დროინდელ სამონასტრო ჭურჭლის უნიკალურ კოლექციას მიაკვლიეს
საქართველოს ეროვნული მუზეუმის სპეციალისტებმა დავით გარეჯის უდაბნოში, წმ. დავითის ლავრაში მიმდინარე წინასარეაბილიტა
წაკითხვა
აღმოჩენა ფასანაურთან ახლოს - სოფელ ვაშლობში ადრეული შუა საუკუნეების ტაძარს მიაკვლიეს
აღმოჩენა ფასანაურთან ახლოს - სოფელ ვაშლობში ადრეული შუა საუკუნეების ტაძარს მიაკვლიეს
აღმოჩენა ფასანაურთან ახლოს. სოფელ ვაშლობში ადრეული შუა საუკუნეების ტაძარს მიაკვლიეს. სამნავიანი ბაზილიკა, სავარაუდოდ, ამაღლების დღესასწაული
წაკითხვა
ახალი აღმოჩენა გომბორის ქედზე
ახალი აღმოჩენა გომბორის ქედზე
ახალი აღმოჩენა გომბორის ქედზე. ზღვის დონიდან 1000 მეტრზე, სოფელ
წაკითხვა
ჩინეთში 5000 წლის წინანდელი გიგანტური ადამიანების ჩონჩხები აღმოაჩინეს
ჩინეთში 5000 წლის წინანდელი გიგანტური ადამიანების ჩონჩხები აღმოაჩინეს
არქეოლოგების განსაცვიფრებელი აღმოჩენა ჩინ
წაკითხვა