| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/154683.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 ანდრომედას გალაქტიკის კაშკაშა რენტგენული გამოსხივების საიდუმლო ამოხსნილიამიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-03-26 21:41:00
ჩვენი გალაქტიკის უახლოესი მეზობელი, ანდრომედა შეიცავს მაღალენერგიული რენტგენული გამოსხივების დომინანტ წყაროს, რომლის იდენტიფიცირებაც ამ დრომდე საიდუმლოებით იყო მოცული. როგორც ახალი კვლევა იუწყება, NASA-ს მისია NuSTAR-მა (Nuclear Spectroscopic Telescope Array) გამოავლინა ობიექტი, რომელიც ამ მაღალენერგიული რადიაციის გამოყოფაზეა პასუხიმგებელი. ობიექტი, რომელსაც J0042.6+4112 უწოდეს, შესაძლო პულსარია, მკვდარი ვარსკვლავის მკვრივი ნარჩენი, რომელიც ძალიან მაგნეტიზებულია და საკუთარი ღერძის გარშემო ბრუნავს. იგი მაღალი ენერგიის რენტგენულ გამოსხივებას გამოყოფს, რომლის გაზმოვაც NuSTAR-მა შესძლო. ობიექტის სპექტრი ძალიან ჰგავს ირმის ნახტომში მდებარე პულსარებისას. სავარაუდოდ ის ბინარული სისტემაა, რომელშიც კომპანიონი ვარსკვლავის ნივთიერებებს პულსარი შთანთქავს, რასაც თან ახლავს მატერიის გაცხელება და მაღალი რადიაციის გამოყოფა. „წარმოდგენა არ გვქონდა რა შეიძლებოდა ყოფილიყო ის, სანამ მას NuSTAR-ი დააკვირდებოდა“, — ამბობს ობიექტის შესახებ წარმართული კვლევის ავტორი ბალტიმორის უნივერსიტეტიდან, მიჰოკო იუკიტა. კვლევა Astrophysical Journal-ში გამოქვეყნდა. NuSTAR-ის მიერ ანდრომედასთვის გადაღებულ რენტგენულ ფოტოზე პულსარობის ეს კანდიდატი ლურჯ წერტილად ჩანს. რენტგენულ სპექტრში იგი გალაქტიკის მასშტაბით ყველაზე კაშკაშა ჩანს. კვლევამ ერთად მოუყარა თავი ამ ობიექტის შესახებ მრავალი ხომალდის მიერ სხვადასხვა დროს წარმართულ დაკვირვებებს. 2013 წელს, NASA-ს თანამგზავრი Swift-ი მის შესახებ იუწყებოდა, რომ იგი მაღალი ენერგიის წყარო იყო, მაგრამ უცნობი იყო მისი კლასიფიკაცია, რადგან ამ რეგიონში კიდევ სხვა მრავალი ობიექტია, რომლებიც დაბალი ენერგიის რენტგენულ გამოსხივებას გამოყოფენ. ამ ობიექტიდან დაბალი ენერგიის რენტგენულ გამოსხივება ჯერ კიდევ 1970-იან წლებში აინშტაინის ობსერვატორიამ დააფიქსირა. იგი ასევე გამოავლინა სხვა ხომალდებმა, მათ შორის NASA-ს ჩანდრას რენტგენულმა ობსერვატორიამ და ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) XMM-ნიუტონმა. თუმცა, მეცნიერებმა მხოლოდ ახლა, NuSTAR-ის კვლევის შედეგად დაადგინეს, რომ ეს ობიექტი სავარაუდოდ პულსარია, რომლის მიერ გამოყოფილი რენტგენული გამოსხივებაც მთელ ანდრომედაში დომინირებს. ტრადიციულად, ასტრონომებს მიაჩნდათ, რომ გალაქტიკებში ყველაზე მეტ მაღალენერგიულ ენტგენული გამოსხივებას შავი ხვრელების მიერ სხვა ობიექტთა შეჭმა გამოყოფდა, რადგან შავი ხვრელები პულსარებზე ბევრად მასიურია. შავ ხვრელთან გაზის სპირალების უფრო და უფრო ახლოს მისვლისას, წარმოიქმნება სტრუქტურა, რომელსაც შეზრდის დისკი ეწოდება; იქ ნივთიერებები უკიდურესად ცხელდება და მაღალი ენერგიის რადიაციას გამოყოფს. ეს პულსარი, რომელიც ანდრომედიას ნებისმიერ შავ ხვრელზე დაბალი მასის მქონეა, მაღალ ენერგიაში უფრო კაშკაშაა, ვიდრე გალაქტიკის ყველა შავი ხვრელი ერთად. აღსანიშნავია, რომ მასთან მიახლოებული მაღალენერგიული რენტგენული გამოსხივება არ აქვს ანდრომედას ცენტრში მდებარე სუპერმასიურ შავ ხვრელსაც კი. უცნაურია, რომ რენტგენული გამოსხივების სინათლეში შავი ხვრელის ნაცვლად მთლიან გალაქტიკაში მხოლოდ ერთი პულსარი დომინირებს. „NuSTAR-მა ჩვენ უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია მოგვცა პულსარების სისტემების, როგორც გალაქტიკათა რენტგენული გამოსხივების კომპონენტების შესახებ, ასევე დაგვანახა იმის შესაძლებლობა, რომ ანდრომედას მაღალენერგიულ რენტგენულ გამოსხივებაში დომინირებს მხოლოდ ერთი პულსარის სისტემა“, — აღნიშნავს კვლევის თანაავტორი ენ ჰორშემეიერი. ანდრომედა ჩვენს ირმის ნახტომზე დიდი სპირალური გალაქტიკაა. მდებარეობს ჩვენი გალაქტიკიდან 2,5 მილიონი სინათლის წლის მოშორებით, რაც სამყაროს ფართო მასშტაბებთან შედარებით, ძალიან ახლო მანძილად ითვლება. მისი დანახვა ბნელ, მოწმენდილ ცაზე ტელესკოპის გარეშეცაა შესაძლებელი. „იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი გალაქტიკიდან გაღწევა და მისი გარედან შესწავლა არ შეგვიძლია, ანდრომედა უახლოესი რამაა, რომელშიც როგორც სარკეში, ისე ვიყურებით“, — ამბობს ჰორშემეიერი. მომზადებულია phys.org-ის მიხედვით ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
აღმოჩენილია სამყაროს ყველაზე ძველი სპირალური გალაქტიკა
აღმოჩენილია ამ დრომდე უძველესი სპირალური
წაკითხვა
სპირალურ გალაქტიკათა კიდეებზე, სავარაუდოდ, უამრავი შავი ხვრელი იმალება
ჩვენი გალაქტიკის მსგავსი სპირალური გალაქტიკების გარეუბნები შეიძლება გადაჭედილი იყოს ერთმანეთთ
წაკითხვა
ახლომდებარე გალაქტიკათგროვის მძვინვარე წარსული უპრეცედენტო დეტალებში გადაიღეს [ფოტო]
მძვინვარე გალაქტიკა, რომელიც მეზობლებს ფლ
წაკითხვა
კოსმოსური გამოსხივების წარმომავლობის 50-წლიანი საიდუმლო ამოხსნილია
მრავალწლიანი ძალისხმევის შემდეგ, ბოლოსდაბ
წაკითხვა
რატომ და როგორ იღებენ გალაქტიკები უცნაურ ფორმებს - ბოლოსდაბოლოს გარკვეულია
1926 წელს, ცნობილმა ასტრონომმა ედუინ ჰაბლ
წაკითხვა
5 მლრდ სინათლის წლის მანძილზე მდებარე გალაქტიკა სამყაროს მაგნეტიზმის საიდუმლოს ამხელს
მეცნიერებმა აღმოაჩინეს ახალი მტკიცებულება
წაკითხვა
ჩვენი სხეულის შემადგენელ ატომთა ნახევარზე მეტი სავარაუდოდ სხვა გალაქტიკებიდანაა მოსული
როგორც ახალი კვლევიდან ირკვევა, ირმის ნახტომის მატერიის ნახევარი — მათ შორის ყველა ჩვენგანის
წაკითხვა
აღმოჩენილია გალაქტიკათა სუპერგროვა, რომელიც კოსმოსზე თქვენს წარმოდგენას შეცვლის
ასტრონომებმა დედამიწიდან 4 მილიარდი სინათ
წაკითხვა
|