| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/156158.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 საგარეო უწყება თურქი მებაჟეების მიერ საქართველოს მოქალაქის ფიზიკური შეურაცხყოფის შესახებ ინფორმაციაზე განმარტებას აკეთებსთამარ ოდიშარია
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-04-07 15:16:00
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ტრაპზონში, თურქი მებაჟეების მიერ საქართველოს მოქალაქის ფიზიკური შეურაცხყოფის შესახებ განმარტებას აკეთებს. როგორც უწყებაში განმარტავენ, ტრაპზონში საქართველოს საკონსულოსთვის ცნობილია აღნიშნული ფაქტის შესახებ და მათ მუდმივი კომუნიკაცია აქვთ თურქულ მხარესთან. საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ თურქი სამართალდამცავების ინფორმაციით, დღეს, დილის 6 საათზე, საქართველოს მოქალაქემ ნასვამ მდგომარეობაში სიტყვიერი და ფიზიკური შეუაცხყოფა მიაყენა თურქ პოლიციელს. თურქი სამართალდამცავების ინფორმაციით, როგორც თურქი პოლიციელი, ასევე საქართველოს მოლაქე გაივლიან სამედიცინო შემოწმებას და შემდგომ დაიკითხენიან პროკურატურაში. სამინისტროში აცხადებენ, რომ საქართველოს საკონსულო მაქსიმალურად არის ჩართული, რათა გამოძიების პროცესი წარიმართოს საქართველოს მოქალაქის უფლებების სრული დაცვით. შეგახსნებთ, რომ სარფის საბაჟოსთან შეკრებილი არიან ადამიანები, რომლებიც თურქ მებაჟეებს ერთი პირის ცემაში ადანაშაულებენ. ისინი აცხადებენ, რომ დილით, 37 წლის როინ ლეონიძე ოჯახთან ერთად თურქეთში სამუშაოდ მიდიოდა, გამშვებ პუნქტზე თურქმა მებაჟემ მას ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი რამდენიმე მებაჟემ მასზე ფიზიკურად იძალადა. სარფთან შეკრებილები აცხადებენ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, ასეთი ფაქტები ხშირია თურქი მებაჟეების მხრიდან და ისინი სახელმწიფოს დახმარებას სთხოვენ. ერთერთი თვითმხილველის განცხადებით, როინ ლეონიძე თურქეთში ქალაქ ხოფის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
მოქალაქეებმა, რომლებსაც სარფის საბაჟოზე პრობლემები შეექმნათ, აქცია გამართეს
რამდენიმე ათეულმა ადამიანმა სარფის საბაჟოს მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია გამართა. ისინი ამტკიცებენ, რომ თურქმა მებაჟეებმა გაურკვეველი მოტივით უკან მოაბრუნეს და რამდენიმედღიანი დეპორტაცია გაუკეთ
წაკითხვა
საქართველოს მოქალაქე თურქეთიდან 27 წლის ქალის ჩემოდნით გადმოყვანის მცდელობისას დააკავეს [ვიდეო]
საქართველოს მოქალაქე სარფის სასაზღვრო პუნ
წაკითხვა
დიმიტრი ქუმსიშვილი - ჩვენ მოქალაქეებს, რომლებსაც უწევთ დგომა საზღვარზე, მაქსიმალურად ვაწვდით წყალს
საქართველოს ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი აცხადებს, რომ სარფის საბაჟოზე საქართველოს მხ
წაკითხვა
აჭარის ა.რ. მთავრობა - სარფის საბაჟოზე შექმნილი შეფერხებები გამოწვეულია თურქეთის მხარეს საბაჟოზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო
აჭარის ა.რ. მთავრობის ინფორმაციით, სარფის
წაკითხვა
სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე თურქეთის მხარეს შექმნილ მდგომარეობას აპროტესტებენ
საქართველოს მოქალაქეები სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე, თურქეთის მხარეს შექმნილ მდგომარეობას აპროტესტებენ. მათი განცხადებით, ადგილზე რამდენი
წაკითხვა
სარფის საბაჟოზე ნაცემი საქართველოს მოქალაქე თურქეთის პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
სარფის საბაჟოზე ნაცემი საქართველოს მოქალაქე დაზარალებულად ცნეს - ეს თურქეთის პროკურატურის გადაწყვეტილებაა.
წაკითხვა
გავრცელებული ინფორმაციით, სარფის საბაჟოზე თურქი მებაჟეები საქართველოს მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდნენ
სარფის საბაჟოზე ხმაური იყო - ადგილობრივები თურქ მებაჟეებს ერთი პირის ცემაში ადანაშაულებენ. ისინი აცხადებენ, რომ დილით, 37 წლის როინ ლეონიძე
წაკითხვა
სარფის საბაჟო ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას
სარფის საბაჟო დილიდან ჩვეულ რეჟიმში განაგ
წაკითხვა
|