საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/157954.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

4443

„კასინი“ უკანასკნელად გადაუფრენს სატურნის მთვარე ტიტანს

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-04-22 00:59:00

NASA-ს კოსმოსური ხომალდი „კასინი“ უკანასკნელად გადაუფრენს პლანეტა სატურნის ნისლით დაბურულ მთვარე ტიტანს. ეს გახლავთ კასინის მისიის ბოლო შანსი ტიტანის ჩრდილოეთ პოლუსის რეგიონში არსებული თხევადი ნახშირწყალბადების ტბებსა და ზღვებზე დაკვირვებისათვის. კასინი უკანასკნელად მიმართავს თავის ძლევამოსილ რადარს, რათა ტიტანის ნისლის საბურველი გახვრიტოს და ზედაპირის დეტალური ფოტოები გადაიღოს.  

კასინი ტიტანის ზედაპირთან ყველაზე ახლოს, 979 კმ მანძილზე 21 აპრილს მივა და 21 000 კმ/სთ სიჩქარით გადაუფრენს.  

ამავე დროს, ეს გადაფრენა ერთგვარი კარიბჭე იქნება კასინის დიდი ფინალისკენ — ბოლო, 22-ე ორბიტა სატურნსა და მის რგოლებს შორის, რაც საბოლოოდ, 2017 წლის 15 სექტემბერს, სატურნის ატმოსფეროში კასინის დაწვით დასრულდება. 21 აპრილის გადაფრენისას, ტიტანის გრავიტაცია გაღუნავს კასინის ორბიტას სატურნის გარშემო, ოდნავ შეამცირებს და რგოლების გარე რეგიონიდან ხომალდს რგოლებსა და პლანეტას შორის გადაისვრის, საიდანაც იგი სამუდამოდ ჩაყვინთავს სატურნში. 

ეს იქნება კასინის 127-ე მიზნობრივი შეხვედრა ტიტანთან. მსგავსი შეხვედრებისათვის, კოსმოსური ხომალდი საკუთარ ძრავებს იყენებს, რათა სამიზნე ობიექტისკენ კურსი უფრო ზუსტი გახადოს.  

კასინის რადარული ინსტრუმენტი მოძებნის ცვლილებებს ტიტანის მეთანის ტბებსა და ზღვებში და პირველად (და უკანასკნელად) შეეცდება ტიტანის მცირე ტბების სიღრმისა და შემადგენლობის შესწავლას. რადარის ინსტრუმენტი ბოლოჯერ ასევე მოძებნის ტიტანის „მაგიურ კუნძულს“ — მთვარის ზღვის იდუმალებით მოცული ერთ-ერთი მახასიათებელი, რომელმაც რამდენიმე გადაფრენის პერიოდში იერსახე იცვალა. მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ ერთხელ და სამუდამოდ გაარკვევენ, ეს მახასიათებელი ტალღებია, ბუშტულები, მოტივტივე ნარჩენები თუ რაღაც სრულიად სხვა. 

მომზადებულია phys.org-ის მიხედვით 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
სატურნის მთვარე ტიტანის ამინდი უაღრესად მკაცრია და ძალიან ჰგავს დედამიწისას
სატურნის მთვარე ტიტანის ამინდი უაღრესად მკაცრია და ძალიან ჰგავს დედამიწისას
სატურნის უდიდესი მთვარე — ტიტანი, იდუმალე
წაკითხვა
როგორი იყო კასინის უკანასკნელი წუთები სატურნის ატმოსფეროში - რეკონსტრუქცია
როგორი იყო კასინის უკანასკნელი წუთები სატურნის ატმოსფეროში - რეკონსტრუქცია
2017 წლის 15 სექტემბერს, NASA-ს კოსმოსურმ
წაკითხვა
მშვიდობით, კასინი! დიადი აღსასრული მეცნიერების სახელით - NASA-ს ისტორიული მისია დასრულებულია
მშვიდობით, კასინი! დიადი აღსასრული მეცნიერების სახელით - NASA-ს ისტორიული მისია დასრულებულია
NASA-ს სატურნის მისია დასრულებულია, „კასი
წაკითხვა
კასინიმ დედამიწაზე უკანასკნელი ფოტოები გამოაგზავნა
კასინიმ დედამიწაზე უკანასკნელი ფოტოები გამოაგზავნა
NASA-ს კოსმოსურმა ხომალდმა კასინიმ მშობლი
წაკითხვა
კასინი კვდება, მაგრამ ტიტანის ზედაპირზე ჯერ კიდევ ცოცხალია მის მიერ წაყვანილი მავალი ჰუიგენსი
კასინი კვდება, მაგრამ ტიტანის ზედაპირზე ჯერ კიდევ ცოცხალია მის მიერ წაყვანილი მავალი ჰუიგენსი
ხვალ, 15 სექტემბერს, NASA-ს კოსმოსური ხომ
წაკითხვა
კასინის აღსასრულის ფინალური მომენტები შეიძლება ტელესკოპებმა დედამიწიდანაც დააფიქსირონ
კასინის აღსასრულის ფინალური მომენტები შეიძლება ტელესკოპებმა დედამიწიდანაც დააფიქსირონ
15 სექტემბერს, დილით ადრე, NASA-ს კოსმოსუ
წაკითხვა
კასინიმ სატურნის რგოლების ტალღები გადაიღო
კასინიმ სატურნის რგოლების ტალღები გადაიღო
NASA-ს კოსმოსურ ხომალდ
წაკითხვა
კასინის აღსასრულამდე რამდენიმე დღე რჩება - 15 სექტემბერს, NASA-ს ხომალდი სატურნის ღრუბლებში დაიწვება
კასინის აღსასრულამდე რამდენიმე დღე რჩება - 15 სექტემბერს, NASA-ს ხომალდი სატურნის ღრუბლებში დაიწვება
სულ რაღაც 13 დღე რჩება NASA-ს კოსმოსურ ხო
წაკითხვა