| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/158424.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 ჩინეთში 70 მლნ წლის წინანდელი დინოზავრის კვერცხის ნამარხები აღმოაჩინესმიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-04-25 23:22:00
სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთში, მშენებლობის დროს, დინოზავრის კვერცხის ნამარხი აღმოაჩინეს, რომლის ასაკიც 70 მილიონი წელია. ხუთი კვერცხის ნაჭუჭის ნამარხი გუანდუნის პროვინციის ქალაქ ფოშანში, ქვიშაქვის ქვეშ, 8 მეტრის სიღრმეზე იპოვეს. მეცნიერთა აზრით, ნაჭუჭები იქ ცარცული პერიოდიდან მოყოლებული ინახებოდა. „ვიპოვეთ ხუთი კვერცხი: სამი მათგანი დამტვრეული იყო, მაგრამ მაინც აღიქმებოდა“, — ამბობს გუანდუნის არქეოლოგიური ინსტიტუტის მკვლევარი ქი ლიჩენგი ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზიასთან (CCTV) საუბრისას. „დანარჩენ ორ კვერცხს ფორმა შენარჩნებული აქვს და სავარაუდოდ, ისინი ბალახისმჭამელ დინაოზვარებს ეკუთვნის“. კვერცხების დიამტერი 13-14 სანტიმეტრია.
არქეოლოგთა განცხადებით, კვერცხის ნაჭუჭები ძლიერ დააზიანა ტემპერატურის ცვალებადობამ. ზედაპირზე ჯერ კიდევ ჩანს კაპილარები, თუმცა შიგთავსი ქვიშითაა ამოვსებული. კვლევის დასრულებამდე, ჯგუფს არ შეუძლია ზუსტად განაცხადოს თუ კონკრეტულად რომელი სახეობის დინოზავრებს ეკუთვნის კვერცხები. ნამარხებს ამჟამად ადგილობრივი მუზეუმი სწავლობს. დინოზავრის კვერცხები ჩინეთში წარსულშიცაა აღმოჩენილი. 2015 წელს, არქეოლოგებმა 43 ნამარხი კვერცხი აღმოაჩნეს. ქალაქი ფოშანი სანშუის აუზში მდებარეობს; მკვლევართა თქმით, უძველეს წარსულში ეს რეგიონი გაუვალი მცენარეულობით იყო დაფარული, ბინადრობდა დიდი ოდენობით ცხოველიც. მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ინდოეთში 150 მლნ წლის წინანდელი ზღვის მონსტრის ნამარხი აღმოაჩინეს
ინდოელმა მკვლევრებმა 150 მილიონი წლის წინ
წაკითხვა
გადაშენებული მონსტრი ბაყაყი, რომელსაც დინოზავრების შეჭმა შეეძლო
გიგანტური, პლაჟის ბურთის ზომის ბაყაყი, რო
წაკითხვა
100 მლნ წლის წინ ქარვაში ჩაჭედილი ფრინველი - საოცარი აღმოჩენა მიანმარში
მეცნიერებმა მიანმარში აღმოაჩინეს უნიკალურ
წაკითხვა
სპილოს ზომის ფრთიანი დინოზავრი, რომელიც ერთ დროს ჩინეთში ბინადრობდა - ახალი აღმოჩენა
ცოტა ხნის წინ, ჩინეთში აღმოჩენილი დინოზავრის
წაკითხვა
დინოზავრის 159 მლნ წლის ნამარხში შესაძლო რბილი ქსოვილის ნარჩენები აღმოაჩინეს
მკვლევართა აზრით, მათ შესაძლოა აღმოაჩინეს
წაკითხვა
ქარვის ნატეხში დინოზავრის ბუმბულებიანი კუდი აღმოაჩინეს
მეცნიერებმა ქარვაში აღმოაჩინეს დინოზავრის
წაკითხვა
|