საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/159441.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

1104

საია - სამინისტროების ხარჯები პრემიებისა და დანამატების ფონდის მნიშვნელოვანი შემცირების ან გაუქმების ხარზე 39 მლნ ლარით შემცირდა

თამარ წიკლაური
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-05-03 11:06:00 განახლებულია 2017-05-03 12:22:00


12 სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სამინისტროების მიერ შემცირებული საბიუჯეტო ხარჯების მთლიანი ოდენობა შეადგენს 55 მლნ 344 ათას ლარს, - ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კვლევაშია აღნიშნული, რომელიც საჯარო დაწესებულებებში საბიუჯეტო სახსრების შემცირებისა და რეორგანიზაციის პროცესს შეეხება. 

როგორც საია-ში აცხადებენ, მონიტორინგის მიზანს წარმოადგენდა საჯარო დაწესებულებების მიერ საბიუჯეტო სახსრების შემცირებისა და რეორგანიზაციის პროცესის ანალიზი, რეორგანიზაციის პროცესის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება, არსებული ხარვეზების გამოვლენა და რეკომენდაციების მომზადება. 

"მონიტორინგის პროცესში შესწავლილი იყო შემდეგი საკითხები: შემცირებული ფინანსური ხარჯების ოდენობა და ძირითადი მიმართულებები; რეორგანიზაციის პროცესის წარმართვა, ხანგრძლივობა და მოთხოვნები; რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებულ საჯარო მოხელეთა რაოდენობა და მათი შერჩევის კრიტერიუმები; რეორგანიზაციის საფუძველზე გათავისუფლებულ საჯარო მოხელეთათვის გადახდილი კომპენსაციის ოდენობა. 12 სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სამინისტროების მიერ შემცირებული საბიუჯეტო ხარჯების მთლიანი ოდენობა შეადგენს 55 მლნ 344 ათას ლარს", - აცხადებენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში. 

მათივე ინფორმაციით, სამინისტროებმა ყველაზე მეტი თანხა, სულ 39 მლნ ლარი - შეამცირეს შრომის ანაზღაურების ნაწილში, რაც ძირითადად გამოიხატა პრემიებისა და დანამატების ფონდის მნიშვნელოვნად შემცირებასა ან/და მთლიანად გაუქმებაში. 

მათივე ინფორმაციით, რეორგანიზაცია, რომელმაც გამოიწვია შტატების შემცირება განხორციელდა 5 სამინისტროში, კერძოდ: თავდაცვის; ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის; კულტურისა და ძეგლთა დაცვის და საგარეო საქმეთა სამინისტრო, რის საფუძველზეც სულ გათავისუფლდა 2300 საჯარო მოხელე. 

"გათავისუფლებულ საჯარო მოხელეებისათვის კომპენსაციის სახით გადახდილი თანხის ჯამური ოდენობა არის 5 მილიონ 322 ათას 300 ლარი. 5 თვითმმართველი ქალაქის (ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, ოზურგეთი და ფოთი) მიერ მოწოდებული ინფორმაციით, თვითმმართველმა ქალაქებმა საბიუჯეტო ხარჯები შეამცირეს სულ 3 მლნ 630 ათასი ლარით, ხოლო აიპების დაფინანსება 1მლნ 220 ათასი ლარით. გარდა ამისა, ააიპებში ჩატარებული რეორგანიზაციის შედეგად სულ სამსახურიდან გათავისუფლდა 137 თანამშრომელი. საბიუჯეტო სახსრების შემცირებისა და რეორგანიზაციის პროცესის ანალიზისა და შეფასების შედეგად გამოვლინდა შემდეგი პრობლემური საკითხები: მთავრობის სხდომაზე არ ყოფილა განხილული სამინისტროებში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესი და შედეგები, ასევე საქართველოს პარლამენტს არ განუხორციელებია ეფექტური კონტროლი სამინისტროებში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესზე", - აღნიშნულია კვლევაში. 

მათივე ინფორმაციით, სამინისტროებსა და თვითმმართველ ქალაქებს ჰქონდათ არაერთგვაროვანი და განსხვავებული მიდგომები საბიუჯეტო სახსრების შემცირების პრიორიტეტებისა და ოდენობის თაობაზე, რაც განპირობებული იყო საქართველოს მთავრობის ერთიანი ხედვის არარსებობით; 

"მინისტრების მიერ რეორგანიზაციის თაობაზე გამოცემული ბრძანებები სტანდარტული და ფორმალური ხასიათისაა, სადაც გაწერილია მხოლოდ რეორგანიზაციის პროცესის დაწყების თაობაზე საჯარო მოხელეთა გაფრთხილების მოთხოვნა.

საჯარო დაწესებულებებს არ აქვთ ნათლად გაწერილი კრიტერიუმები რეორგანიზაციის პროცესში გასათავისუფლებელ საჯარო მოხელეთა შესარჩევად. 

დადებით ტენდენციად უნდა შეფასდეს, თვითმმართველობის ორგანოების მიერ აიპების რეორგანიზაცია და მათი დაფინანსების შემცირება. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული განხორციელდა ნაჩქარევად და მოკლე ვადებში, არსებობს კითხვები, თვითმმართველი ქალაქების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საჭიროებისა და მიზანშეწონილობის თაობაზე", - აღნიშნულია კვლევაში. 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
პაატა პავლიაშვილის გარდაცვალების საქმე - ოპოზიცია პარლამენტში შს მინისტრს იბარებს
პაატა პავლიაშვილის გარდაცვალების საქმე - ოპოზიცია პარლამენტში შს მინისტრს იბარებს
ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გარშემო უფლებადამცველებს ახალი კითხვები უჩნდებათ. თუ ძალოვანი უწყებების განცხადებებს
წაკითხვა
პაატა პავლიაშვილის გარდაცვალების საქმე - საია გამოძიების მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს
პაატა პავლიაშვილის გარდაცვალების საქმე - საია გამოძიების მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს
ნუცუბიძის ფერდობზე ადმინისტრაციული დაკავების დროს გარდაცვლილი  პაატა პავლიაშვილის ოჯახის წევრები, ადვოკატთან ერთად დღეს გამოძიების მასალებს  გაეცნენ. საია გამოძიების მუხლის გადაკვალიფიცირებას  ითხოვს.
წაკითხვა
საია პროკურატურას მიმართავს, ნუცუბიძეზე გარდაცვლილის მეუღლე დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნონ
საია პროკურატურას მიმართავს, ნუცუბიძეზე გარდაცვლილის მეუღლე დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნონ
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცი
წაკითხვა
პაატა პავლიაშვილის გარდაცვალების საქმე - საია პროკურატურას მიმართავს
პაატა პავლიაშვილის გარდაცვალების საქმე - საია პროკურატურას მიმართავს
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
წაკითხვა
საია-ს იურისტი - პოლიციის შესახებ კანონით და მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულია, რომ პოლიციელი მოქალაქესთან ურთიერთობის დროს ვალდებულია, სამხრე კამერა ჩართოს
საია-ს იურისტი - პოლიციის შესახებ კანონით და მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულია, რომ პოლიციელი მოქალაქესთან ურთიერთობის დროს ვალდებულია, სამხრე კამერა ჩართოს
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცი
წაკითხვა
საოლქო კომისიებში საჩივრების განხილვა დაიწყო
საოლქო კომისიებში საჩივრების განხილვა დაიწყო
არჩევნების დასრულების შემდეგ საოლქო კომისიებში საჩივრების განხილვა დაიწყო: ცესკო-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით კომისიებში 5
წაკითხვა
საია-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის ძირითადად პროცედურული დარღვევები ფიქსირდება
საია-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის ძირითადად პროცედურული დარღვევები ფიქსირდება
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციი
წაკითხვა
საია - რამდენიმე პარტიის წარმომადგენელი საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩევლების მონაცემებს ინიშნავს
საია - რამდენიმე პარტიის წარმომადგენელი საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩევლების მონაცემებს ინიშნავს
ჩვენი დამკვირვებლების ინფორმაციით, რეგისტ
წაკითხვა