| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/159751.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 გალაქტიკა მაგელანის პატარა ღრუბელს რეკორდული, 1,6 გიგაპიქსელიანი ფოტო გადაუღესმიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-05-04 22:31:00
მაგელანის პატარა ღრუბელი ჯუჯა გალაქტიკაა, გაცილებით პატარა, ვიდრე მისი ტყუპი — მაგელანის დიდი ღრუბელი. ისინი ჩვენი გალაქტიკის ერთ-ერთი უახლოესი მეზობელი არიან, ჩვენგან 200 000 სინათლის წლის მანძილზე, 12-ჯერ უფრო ახლოს, ვიდრე სახელგანთქმული ანდრომედას გალაქტიკა. ერთმანეთთან და ირმის ნახტომთან ურთიერთქმედების გამო, მათ განსაკუთრებული ფორმები აქვთ. ორივე გალაქტიკა ირმის ნახტომს გარს უვლის ყოველ 1500 მილიონ წელიწადში ერთხელ, ერთმანეთის გარსშემოვლას კი 900 მლნ წელს ანდომებენ. დედამიწასთან შედარებითი სიახლოვის გამო, მაგელანის ღრუბლები იდეალური კანიდატებია ვარსკვლავთწარმომქმნელი პროცესის შესასწავლად. ბნელი ღურბლებისა და ვარსკვლავთშორის მტვრის გამო, ოპტიკურ ტელესკოპებს ამ გალაქტიკებში მიმდინარე პროცესების სუფთა ხედების გადაღება უჭირთ. მიუხედავად ამისა, ევროპის კოსმოსურ სააგენტო ჩვენი მეზობლების წარმოუდგენელ ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც მთავარი აქცენტი მაგელანის პატარა ღრუბელზეა გამახვილებული. ასტრონომებმა 1,6 გიგაპიქსელიანი ფოტო ევროპის კოსმოსური სააგენტოს ტელესკოპ VISTA-ს (Visible and Infrared Survey Telescope) ინფრაწითელი შესაძლებლობების წყალობით მიიღეს. ეს გახლავთ რეკორდული — ყველაზე დიდი ინფრაწითელი ფოტო, რაც კი ოდესმე გადაუღიათ მაგელანის პატარა ღრუბლისათვის. VISTA-ს წყალობით, ასტრონომებს ახლა უკვე აქვთ შესაძლებლობა იხილონ მეზობელი გალაქტიკის უთვალავი ვარსკვლავი ბევრად უფრო სუფთად, ვიდრე ოდესმე. ეს გალაქტიკა მილიონობით ვარსკვლავს მოიცავს. მიუხედავად იმისა, რომ ასტრონომთათვის ცნობილია ამ გალაქტიკებში ვარსკვლავთწარმოქმნის ისტორიისა და გადანაწილების კომპლექსურობის შესახებ, სუფთა დაკვირვებების ერთ-ერთი უდიდესი დაბრკოლება ვარსკვლავთშორისი მტვერია. სრული რეზოლუციის ფოტო შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ევროპის კოსმოსური სააგენტოს ოფიციალური საიტიდან.
მომზადებულია eso.org-ის მიხედვით
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
აღმოჩენილია სამყაროს ყველაზე ძველი სპირალური გალაქტიკა
აღმოჩენილია ამ დრომდე უძველესი სპირალური
წაკითხვა
სპირალურ გალაქტიკათა კიდეებზე, სავარაუდოდ, უამრავი შავი ხვრელი იმალება
ჩვენი გალაქტიკის მსგავსი სპირალური გალაქტიკების გარეუბნები შეიძლება გადაჭედილი იყოს ერთმანეთთ
წაკითხვა
ახლომდებარე გალაქტიკათგროვის მძვინვარე წარსული უპრეცედენტო დეტალებში გადაიღეს [ფოტო]
მძვინვარე გალაქტიკა, რომელიც მეზობლებს ფლ
წაკითხვა
კოსმოსური გამოსხივების წარმომავლობის 50-წლიანი საიდუმლო ამოხსნილია
მრავალწლიანი ძალისხმევის შემდეგ, ბოლოსდაბ
წაკითხვა
რატომ და როგორ იღებენ გალაქტიკები უცნაურ ფორმებს - ბოლოსდაბოლოს გარკვეულია
1926 წელს, ცნობილმა ასტრონომმა ედუინ ჰაბლ
წაკითხვა
5 მლრდ სინათლის წლის მანძილზე მდებარე გალაქტიკა სამყაროს მაგნეტიზმის საიდუმლოს ამხელს
მეცნიერებმა აღმოაჩინეს ახალი მტკიცებულება
წაკითხვა
ჩვენი სხეულის შემადგენელ ატომთა ნახევარზე მეტი სავარაუდოდ სხვა გალაქტიკებიდანაა მოსული
როგორც ახალი კვლევიდან ირკვევა, ირმის ნახტომის მატერიის ნახევარი — მათ შორის ყველა ჩვენგანის
წაკითხვა
აღმოჩენილია გალაქტიკათა სუპერგროვა, რომელიც კოსმოსზე თქვენს წარმოდგენას შეცვლის
ასტრონომებმა დედამიწიდან 4 მილიარდი სინათ
წაკითხვა
|