საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/160350.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

45097

სტივენ ჰოკინგი - კაცობრიობას დედამიწის დასატოვებლად მხოლოდ 100 წელი აქვს

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-05-09 22:02:00

გასული წლის ბოლოს, სტივენ ჰოკინგმა დედამიწას 1000-წლიანი წამზომი ჩაურთო. თუმცა ახლა, ეს პერიოდი მას 100 წლამდე ჩამოჰყავს. სახელგანთქმული ფიზიკოსის ვარაუდით, კაცობრიობას მხოლოდ ერთი საუკუნე აქვს დედამიწის დასატოვებლად და მულტიპლანეტურ სახეობად გადასაქცევად. 


დედამიწიდან გაქცევა 

გასულ საუკუნეში, კაცობრიობამ მრავალი რევოლუციური ტექნოლოგია შექმნა. ვისწავლეთ ფრენა (სულ მცირე, თვითმფრინავის დახმარებით), ავაგეთ უზარმაზარი მანქანები, დავამარცხეთ მრავალი დაავადება, შევქმენით კომპიუტერები, ინტერნეტი და ჭკვიანი მოწყობილობები. მაგრამ ამავე დროს, დიდი წვლილი შევიტანეთ განადგურებაშიც: მრავალი ომი, მათ შორის ორი მსოფლიო ომი, უფრო ბოლო დროს კი — ადამიანები კლიმატის ცვლილების გამომწვევი მიზეზი გახდნენ. ამ ყველაფრის შემდეგ, ცნობილი ფიზიკოსი სტივენ ჰოკინგი ფიქრობს, რომ მხოლოდ 100 წელი დაგვრჩა საშინელ დღემდე, რომლის დადგომამდეც დედამიწა დიდი ხნით ადრე უნდა დავტოვოთ. 

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ჰოკინგი აპოკალიფსს წინასწარმეტყველებს. ბოლო წლებში, იგი გვაფრთხილებდა თუ როგორ მოუღებდა ბოლოს კაცობრიობას სუპერ-ხელოვნური ინტელექტი და რამდენად საშიში იქნებოდა ჩვენთვის არამიწიერ ცივილიზიასთან კონტაქტი. ამის შემდეგ, გასული წლის ნოემბერში, ჰოკინგმა განაცხადა, რომ დედამიწის დასატოვებლად 1000 წელი გვქონდა დარჩენილი. ამჯერად, ის ამ პერიოდს 100 წლამდე ამცირებს, რითაც მიგვანიშნებს თუ რამდენად ცუდი იყო გასული ექვსი თვე, რომ 1000 წელიწადი დრამატულად, 900 წლით შეემცირებინა. 

ჰოკინგის ბოლო, აპოკალიფსური გაფრთხილების დეტალები წარმოდგენილი იქნება BBC-ის ახალ დოკუმენტურ ფილმში Expedition New Earth, რომელიც 15 ივნისს გამოვა. ფილმში ჰოკინგი გვთავაზობს, რომ გადარჩენის მიზნით, მომდევნო საუკუნის განმავლობაში, ადამიანი  აუცილებლად უნდა გახდეს მულტიპლანეტური სახეობა. 

 

ჩვენი დღეები დათვლილია 

როგორც ჰოკინგი განმარტავს, კლიმატის ცვლილების, ასტეროიდთა საფრთხის, ეპიდემიებისა და ჭარბმოსახლეობის გამო, ადამიანის დღეები დედამიწაზე უკვე დათვლილია. გადარჩენის ერთადერთი გზა? საჭიროა შევცვალოთ პლანეტა, თანაც ძალიან სწრაფად. 100 წელიწადში ბევრი რამ შეიძლება მოხდეს; უკვე დავამტკიცეთ, რომ ერთ საუკუნეში შეგვძილია აღმოვაჩინოთ და გამოვიგონოთ ძალიან ბევრი რამ. თუმცა, ნამდვილად შეგვწევს თუ არა უნარი, დროის ამ მონაკვეთში მულტიპლანეტურ სახეობადაც ვიქცეთ? 

ასე ფიქრობს კომპანია Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებელი ელონ მასკი; მას უკვე შესაბამისი გეგმაც აქვს, თუ როგორ მიაღწიოს ამ მიზანს. მისი აზრით, კაცობრიობის შემდეგი დანიშნულების ადგილი პლანეტა მარსია. წითელი პლანეტა არც ისე ახლოსაა, მაგრამ არც ძალიან შორს. მასკი ადამიანთა მარსზე წაყვანას 2025 წლისთვის ფიქრობს, პირველი კოლონიის დაარსებას კი 2033 წლისთვის გეგმავს. ეს ყველაფერი ჰოკინგის მიერ მოცემული ვადის ფარგლებში ჯდება. მიუხედავად ამისა, მარსზე მიღწევასა და სტაბილური საცხოვრებლის შექმნას, შესაძლოა სულ მცირე რამდენიმე ათწლეულით მეტი დასჭირდეს. საბედნიეროდ, აღნიშნულ გეგმაზე სხვა გიგანტებიც მუშაობენ: მარსზე ადამიანთა ჩაყვანის გეგმა უკვე აქვს NASA-ს; წითელი პლანეტის მისიაზე აქტიურად მუშაობს ჩინეთიც. 

მომზადებულია futurism.com-ის მიხედვით 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
სტივენ ჰოკინგის სადოქტორო დისერტაციის წაკითხვის მსურველთა სიმრავლემ კემბრიჯის უნივერსიტეტის ვებგვერდი მწყობრიდან გამოიყვანა
სტივენ ჰოკინგის სადოქტორო დისერტაციის წაკითხვის მსურველთა სიმრავლემ კემბრიჯის უნივერსიტეტის ვებგვერდი მწყობრიდან გამოიყვანა
ცნობილი ბრიტანელი მეცნიერის სტივენ ჰოკინგის სადოქტორო დისერტაციის წაკითხვის მსურველთა დიდმა რ
წაკითხვა
სტივენ ჰოკინგი - ტრამპის კლიმატის პოლიტიკა დედამიწას ვენერას ბედს უქადის
სტივენ ჰოკინგი - ტრამპის კლიმატის პოლიტიკა დედამიწას ვენერას ბედს უქადის
რამდენიმე დღის წინ, ლეგენდარულმა ინგლისელ
წაკითხვა
სტივენ ჰოკინგი: ადამიანებს დედამიწის დატოვება აუცილებლად სჭირდებათ - კიდევ ერთი გაფრთხილება ფიზიკოსისგან
სტივენ ჰოკინგი: ადამიანებს დედამიწის დატოვება აუცილებლად სჭირდებათ - კიდევ ერთი გაფრთხილება ფიზიკოსისგან
მაისში, სახელგანთქმულმა ინგლისელმა ფიზიკოსმა სტივენ ჰოკინგმა კიდევ ერთი აპოკალიფსური პროგნოზი
წაკითხვა
სტივენ ჰოკინგისა და 32 მოწინავე ფიზიკოსის მწვავე წერილი სამყაროს წარმოშობასთან დაკავშირებით
სტივენ ჰოკინგისა და 32 მოწინავე ფიზიკოსის მწვავე წერილი სამყაროს წარმოშობასთან დაკავშირებით
საუკუნეთა მანძილზე, სამყაროს წარმოშობის საკითხი ადამიანებს საგონებელში აგდებდა. ეს საკითხი მუ
წაკითხვა
სტივენ ჰოკინგი კოსმოსში მიემგზავრება
სტივენ ჰოკინგი კოსმოსში მიემგზავრება
სტივენ ჰოკინგი — მსოფლიოში ყველაზე ცნობილ
წაკითხვა
სტივენ ჰოკინგი ჰოსპიტალიზებულია
სტივენ ჰოკინგი ჰოსპიტალიზებულია
ბრიტანელი მეცნიერი, ფიზიკოსი და ასტროფიზიკოსი, 74 წლის სტივენ ჰოკინგი რომის კლინიკაში ჯანმრთე
წაკითხვა
სტივენ ჰოკინგი: კაცობრიობა მომდევნო 1000 წელში დაიღუპება თუ ჩვენი პლანეტიდან არ გავიქეცით
სტივენ ჰოკინგი: კაცობრიობა მომდევნო 1000 წელში დაიღუპება თუ ჩვენი პლანეტიდან არ გავიქეცით
ბრიტანელი პროფესორი სტივენ ჰოკინგი კაცობრ
წაკითხვა
ჰოკინგი გვაფრთხილებს - შევწყვიტოთ უცხოპლანეტელთა ძებნა მანამ, სანამ ძალიან გვიანი არაა
ჰოკინგი გვაფრთხილებს - შევწყვიტოთ უცხოპლანეტელთა ძებნა მანამ, სანამ ძალიან გვიანი არაა
როდესაც არამიწიერ, გონიერ ცივილიზაციასთან
წაკითხვა