| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/160719.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 გაფრთხილება სუშის მოყვარულებს - რა საფრთხეს შეიცავს უმი თევზითეო გონგლაძე
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-05-12 15:46:00
ექიმები სუშის მოყვარულებს უმ თევზში პარაზიტის შესაძლო არსებობის შესახებ აფრთხილებენ. BBC-ის ინფორმაციით, ბრიტანულ სამედიცინო ჟურნალში გამოქვეყნებულ სტატიაში, ექიმები წერენ, რომ სუშის პოპულარობის ზრდის პარალელურად, იზრდება პარაზიტული ინფექციების რაოდენობა. მაგალითად, ექიმები ლისაბონში მკურნალობდნენ 32 წლის მამაკაცს, რომლის ნაწლავშიც პარაზიტი მატლი აღმოაჩინეს. მას მუცლის ტკივილი, ღებინება და მაღალი ტემპერატურა ერთი კვირის განმავლობაში აწუხებდა. სისხლის ანალიზმა აჩვენა, რომ ორგანიზმში ანთება იყო. როდესაც ექიმებმა ეჭვი გამოთქვეს, რომ პაციენტს, შესაძლოა, პარაზიტული ინფექცია ჰქონოდა, მამაკაცმა თქვა, რომ ბოლო პერიოდში, მან სუში ჭამა. ექიმების ინფორმაციით, ეს იყო პარაზიტული დაავადება ანისაკიასისი, რომელსაც შეუძლია ადამიანის მუცელსა და ნაწლავებში შეაღწიოს. სპეციალისტების განმარტებით, პარაზიტი მატლი ადამიანის ორგანიზმში უმი თევზიდან გადადის. ექიმებმა დაავადებული მამაკაცის მუცლის ღრუ სპეციალურ მილზე დამაგრებული ვიდეოკამერით გამოიკვლიეს, რა დროსაც პარაზიტი მატლი აღმოაჩინეს. როგორც BBC წერს, მუცლის ღრუდან პარაზიტის ამოღებისთანავე, პაციენტს დაავადების სიმპტომები ავტომატურად მოეხსნა. პორტუგალიელი ექიმების თქმით, პარაზიტული ინფექცია ანისაკიასის შემთხვევების დიდი ნაწილი იაპონიაში ფიქსირდება. დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, არსებობს რისკი, რომ ატლანტის ოკეანის ორაგული და ზღვის კალმახი მსგავსი პარაზიტული ინფექციით იყოს დაავადებული. სპეციალისტები მოსახლეობას ურჩევენ, თევზი ნაწლავებისგან გაათავისუფლონ, გაყინონ სულ მცირე ოთხი საათით და ჭამამდე მოამზადონ. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
|