საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/161064.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

4715

Washington Post - ტრამპმა ლავროვს მკაცრად გასაიდმულოებული სადაზვერვო ინფორმაცია გაუმჟღავნა

აკაკი შენგელია
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-05-16 03:14:00


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრისას მკაცრად გასაიდუმლოებული სადაზვერვო ინფორმაცია გაამჟღავნა, რამაც საფრთხის ქვეშ დააყენა უმნიშვნელოვანესი წყარო, რომელიც დაზვერვას „ისლამური სახელმწიფოს“ შესახებ აწვდიდა ინფორმაციას, - ამის შესახებ Washington Post-ი ამერიკის ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს. 

„მაღალჩინოსანთა ცნობით, ინფორმაცია, რომელიც პრეზიდენტმა გაამჟღავნა, მოწოდებული იყო აშშ-ის პარტნიორის მიერ, სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლის შეთანხმების ფარგლებში და იმდენად სენსიტიურად იყო მიჩნეული, რომ მისი დეტალები მოკავშირეებისთვის დაფარული იყო და მკაცრად იყო შეზღუდული მთავრობის შიგნითაც“, - წერს Washington Post-ი. 

გამოცემის ინფორმაციით, პარტნიორს, რომელმაც აშშ-ის დაზვერვას ინფორმაცია მიაწოდა, მათთვის უფლება არ მიუცია, მასალები რუსეთისთვის გაეცნოთ. როგორც მაღალჩინოსნებმა Washington Post-ს განუცხადეს, ტრამპის ნაბიჯი საფრთხეს უქმნის მოკავშირესთან თანამშრომლობის პროცესს, აღნიშნულ მოკავშირეს კი წვდომა აქვს „ისლამური სახელმწიფოს“ შიდა საქმიანობასთან.

დონალდ ტრამპმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს და ქვეყნის ელჩს თეთრ სახლში გასულ კვირას უმასპინძლა. აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის განცხადებით, შეხვედრაზე ტერორისტული ორგანიზაციების მხრიდან მომავალ ძირითად საფრთხეებზე ისაუბრეს, თუმცა არანაირი სადაზვერვო ინფორმაცია არ განხილულა. 

აშშ-ის ცენტრალური დაზვერვისა (CIA) და ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოები (NSA) საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ. 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
დონალდ ტრამპის ყოფილ მრჩეველსა და მის ვაჟს ბრალს წარუდგენენ
დონალდ ტრამპის ყოფილ მრჩეველსა და მის ვაჟს ბრალს წარუდგენენ
დონალდ ტრამპის ყოფილ მრჩეველსა და მის ვაჟს ბრალს წარუდგენენ. NBC
წაკითხვა
The Washington Post-ისა და ABC-ის გამოკითხვით, დონალდ ტრამპი ბოლო 65 წლის განმავლობაში ამერიკის ყველაზე არაპოპულარული პრეზიდენტია
The Washington Post-ისა და ABC-ის გამოკითხვით, დონალდ ტრამპი ბოლო 65 წლის განმავლობაში ამერიკის ყველაზე არაპოპულარული პრეზიდენტია
The Washington Post-ი
წაკითხვა
დონალდ ტრამპი - იაპონია აშშ-ის მნიშვნელოვანი მოკავშირეა
დონალდ ტრამპი - იაპონია აშშ-ის მნიშვნელოვანი მოკავშირეა
დონალდ ტრამპის თქმით, იაპონია ამერიკის შე
წაკითხვა
დონალდ ტრამპი აზიური ტურნეს დროს, შესაძლოა, ვლადიმირ პუტინს შეხვდეს
დონალდ ტრამპი აზიური ტურნეს დროს, შესაძლოა, ვლადიმირ პუტინს შეხვდეს
დონალდ ტრამპი, აზიური ტურნეს ფარგლებში, ვლადიმირ პუტინს შეხვდება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ბორტ ნომერ ერთზე ჟურნალისტებს უთხრა.
წაკითხვა
დონალდ ტრამპის აზიური ტურნე დაიწყო
დონალდ ტრამპის აზიური ტურნე დაიწყო
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა
წაკითხვა
ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელის საქმეზე სასამართლო პროცესი 7 მაისს დაიწყება
ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელის საქმეზე სასამართლო პროცესი 7 მაისს დაიწყება
დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელის, პოლ მანაფორტის საქმეზე სასამართლო პროცესი 7 მაისს დაიწყება. ამის შესახებ სასამართლოს
წაკითხვა
დონალდ ტრამპი - მწვანე ბარათის გათამაშებით ქვეყანაში საუკეთესო ხალხი არ ჩამოდის
დონალდ ტრამპი - მწვანე ბარათის გათამაშებით ქვეყანაში საუკეთესო ხალხი არ ჩამოდის
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ფიქრობს, რომ მწვანე ბარათის გათამაშების საშუალებით ქვ
წაკითხვა
დონალდ ტრამპი - მიყვარს ჩემი სამსახური
დონალდ ტრამპი - მიყვარს ჩემი სამსახური
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა
წაკითხვა