| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/161203.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 კურდღლის თანავარსკვლავედის გალაქტიკათა წყვილი - ჰაბლის ახალი კადრიმიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-05-16 23:44:00
ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის მიერ გადაღებულ ამ ფოტოზე ასახულია კურდღლის თანავარსკვლავედში მდებარე უჩვეულო გალაქტიკა IRAS 06076-2139. ჰაბლის კამერამ იგი დედამიწიდან 500 მილიონი სინათლის წლის მანძილზე გადაიღო. როგორც ჩანს, ეს განსაკუთრებული ობიექტი სინამდვილეში ორი სხვადასხვა გალაქტიკისგან შედგება, რომლებიც ერთმანეთისაკენ 2 მლნ კმ/სთ სიჩქარით მიჰქრიან. სავარაოდიდ, ეს სიჩქარე ძალიან მაღალია იმისათვის, რათა ისინი შეერწყან და ერთი გალაქტიკა წარმოქმნან. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ მათ შორის მანძილი ძალიან მცირეა — 20 000 სინათლის წელი, ახლოს ჩავლისას, გრავიტაციული ძალებით ისინი ერთმანეთს დაშლიან, შეიცვლება მათი სტრუქტურა და მასშტაბები. მსგავსი გალაქტიკური ურთიერთქმედება ჰაბლს აქამდეც ბევრჯერ დაუფიქსირებია, რასაც ასტრონომები აქტიურად სწავლობენ. ურთიერთქმედი გალაქტიკების დამაინტრიგებელი მოქმედებები მრავალი ფორმით ვლინდება; ხშირია გალაქტიკური კანიბალიზმი და გალაქტიკათა შეჯახება. მსგავსი ბედი ელის ჩვენს გალატიკა ირმის ნახტომსაც, რომელიც დაახლოებით 4,5 მილიარდ წელიწადში მეზობელ ანდრომედას გალაქტიკას შეეჯახება. ეს პროცესი თითქმის უსაფრთხო იქნება: მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ გალაქტიკაში მილიარდობით ვარსკვლავია, მანძილი თითოეულ ვარსკვლავს შორის იმდენად დიდია, რომ ვარსკვლავების ერთმანეთთან შეჯახება თითქმის გამორიცხულია.
მომზადებულია nasa.gov-ის მიხედვით დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
აღმოჩენილია სამყაროს ყველაზე ძველი სპირალური გალაქტიკა
აღმოჩენილია ამ დრომდე უძველესი სპირალური
წაკითხვა
სპირალურ გალაქტიკათა კიდეებზე, სავარაუდოდ, უამრავი შავი ხვრელი იმალება
ჩვენი გალაქტიკის მსგავსი სპირალური გალაქტიკების გარეუბნები შეიძლება გადაჭედილი იყოს ერთმანეთთ
წაკითხვა
ახლომდებარე გალაქტიკათგროვის მძვინვარე წარსული უპრეცედენტო დეტალებში გადაიღეს [ფოტო]
მძვინვარე გალაქტიკა, რომელიც მეზობლებს ფლ
წაკითხვა
კოსმოსური გამოსხივების წარმომავლობის 50-წლიანი საიდუმლო ამოხსნილია
მრავალწლიანი ძალისხმევის შემდეგ, ბოლოსდაბ
წაკითხვა
ჰაბლმა მზის სისტემაში უნიკალური ტიპის ობიექტი აღმოაჩინა
ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა უკვე არაერთხ
წაკითხვა
რატომ და როგორ იღებენ გალაქტიკები უცნაურ ფორმებს - ბოლოსდაბოლოს გარკვეულია
1926 წელს, ცნობილმა ასტრონომმა ედუინ ჰაბლ
წაკითხვა
5 მლრდ სინათლის წლის მანძილზე მდებარე გალაქტიკა სამყაროს მაგნეტიზმის საიდუმლოს ამხელს
მეცნიერებმა აღმოაჩინეს ახალი მტკიცებულება
წაკითხვა
ჰაბლმა შორეული ეგზოპლანეტის ატმოსფეროში „კაშკაშა“ წყალი აღმოაჩინა - პირველად ისტორიაში
პირველად ისტორიაში, მეცნიერებმა მზის სისტ
წაკითხვა
|