საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/162156.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

2215

იენს სტოლტენბერგი - თბილისში დაგეგმილი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა მიუთითებს, თუ რა დონის პოლიტიკური დიალოგი გვაქვს საქართველოსთან

ქეთევან ქარდავა
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-05-24 14:27:00

თბილისში დაგეგმილი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა მიუთითებს ჩვენს თანამშრომლობაზე, კონტაქტებზე, იმაზე, თუ რა დონის პოლიტიკური დიალოგი გვაქვს საქართველოსთან, - ამის შესახებ განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა „მოამბის“ კითხვაზე საპასუხოდ გააკეთა. 

„მოამბის“ ჟურნალისტმა იენს სტოლტენბერგს ჰკითხა - „რას უნდა ელოდოს საქართველო, შეგიძლიათ დაგვიდასტუროთ, რომ ნატო-ს ლიდერები ისაუბრებენ იმ ქვეყნების მომავალზე, რომლებიც ნატო-ს წევრობისკენ მიისწრაფვიან, განიხილავთ თუ არა ამ ორგანიზაციის ღია კარის პოლიტიკას და ასევე, ამ კვირაში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა ეწვევა საქართველოს, რას გვეტყვით ამ ვიზიტის მნიშვნელობაზე“.

გენერალური მდივნის თქმით, ის ელოდება, რომ ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრაზე ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერები ალიანსის პარტნიორების მნიშვნელობაზე ისაუბრებენ, მათ შორის საქართველოზე. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ აღნიშნა, რომ საქართველო ნატო-სთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია. გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა საქართველოსთან სხვადასხვა დონეზე თანამშრომლობის ფორმატებს. 

„მე ველოდები, რომ მოკავშირეები ჩვენი პარტნიორების მნიშვნელობაზე ისაუბრებენ და მათ შორის საქართველოზე. საქართველო ნატო-ს მნიშვნელოვანი პარტნიორია. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა. გვაქვს არსებითი პაკეტი, წვრთნისა და შეფასების ცენტრი, წვრთნები, ტრენინგები. მე თავად ვიმყოფებოდი, ჩრდილოატლანტიკურ საბჭოსთან ერთად. საქართველოში და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა ეწვევა საქართველოს რამდენიმე დღეში. გენმდივნის მოადგილე იქნება პარლამენტარებთან ერთად თბილისში. ეს მიუთითებს ჩვენს თანამშრომლობაზე, კონტაქტებზე და თუ რა დონის პოლიტიკური დიალოგი გვაქვს საქართველოსთან და ასევე, რა პრაქტიკულ მხარდაჭერას ვუცხადებთ. საქართველო მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია მისიებსა და ოპერაციებში. ჩვენ ამ წვლილის გამო საქართველოს მადლიერი ვართ“, - აღნიშნა გენერალურმა მდივანმა პრესკონფერენციაზე, რომელიც ბრიუსელში ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერების შეხვედრის წინ გამართა. 

იენს სტოლტენბერგის თქმით, ღია კარის პოლიტიკის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ძალაშია. 

„რა გადაწყვეტილებაც მივიღეთ ღია კარის პოლიტიკის შესახებ, ძალაშია, მათ შორის ის გადაწყვეტილებაც, რაც საქართველოს შესახებ მივიღეთ ვარშავაში. ბრიუსელის შეხვედრაც ადასტურებს, რომ ნატო-ს კარი ღიაა. ჩვენ ველოდებით მონტენეგროს. 28 წევრი ქვეყნის პარლამენტმა მონტენეგროს ორგანიზაციაში მიღების საკითხის რატიფიკაცია მოახდინა. ამით დავადასტურეთ, რომ ნატოს კარი ღიაა“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. 

მისივე თმით, ნატო აგრძელებს ​საქართველოსთან მუშაობას, რათა რეფორმების გატარებაში დაეხმაროს.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
საქართველოს მოჭადრაკეთა ნაკრებმა ჩემპიონობის შანსი დაკარგა
საქართველოს მოჭადრაკეთა ნაკრებმა ჩემპიონობის შანსი დაკარგა
წარუმატებელი გამოდგა საქართველოს ქალ მოჭა
წაკითხვა
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ესპანეთი 4:0 დაამარცხა და ისევ მეორე ადგილზეა
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ესპანეთი 4:0 დაამარცხა და ისევ მეორე ადგილზეა
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ევროპის გუნდური ჩემპიონატის მორიგ სათამაშო დღეს შთამბეჭდავი თამაში აჩვენა. ბერძნულ კრეტაზე მიმდინარე პირველო
წაკითხვა
ამერიკელ სენატორ რენდი პოლს თავს დაესხნენ
ამერიკელ სენატორ რენდი პოლს თავს დაესხნენ
ამერიკელ სენატორ რენდი პოლს თავს დაესხნენ. ინფორმაციას ამის შესახებ CBS-ო ავრცელებს.
წაკითხვა
შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი - ვიცე-ადმირალი ერვი ბლეჟონი საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრს ეწვია
შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი - ვიცე-ადმირალი ერვი ბლეჟონი საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრს ეწვია
ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდ
წაკითხვა
რა საკითხები განიხილეს საქართველო-რუმინეთის კომისიის სხდომაზე
რა საკითხები განიხილეს საქართველო-რუმინეთის კომისიის სხდომაზე
წაკითხვა
საქართველომ უშუალო კონკურენტი უკრაინა დაამარცხა და რუსეთს ერთ ქულამდე მიუახლოვდა
საქართველომ უშუალო კონკურენტი უკრაინა დაამარცხა და რუსეთს ერთ ქულამდე მიუახლოვდა
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებისთვის წარმატებული გამოდგა ევროპის გუნდური ჩემპიონატის მორი
წაკითხვა
„საქართველო ჩემი ფავორიტი ქვეყანაა“ - ბიორკის მიმართვა მსმენელს
„საქართველო ჩემი ფავორიტი ქვეყანაა“ - ბიორკის მიმართვა მსმენელს
ოპერისა და ბალეტის თეატრში ლეგენდარული ის
წაკითხვა
ნატოს საზღვაო საბრძოლო ხომალდები საქართველოში
ნატოს საზღვაო საბრძოლო ხომალდები საქართველოში
ბათუმის ნავსადგუში ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ფლოტის ოთხი გემი შემოვიდა. მათ შორისაა მუდმივმ
წაკითხვა