| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/162288.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 საზოგადოებრივის ტელევიზია, რადიო და ვებგვერდი 26 მაისს რუსთაველის გამზირიდან მაყურებელს უწყვეტ ეთერს შესთავაზებსმარიამ შალიკაშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-05-25 12:45:00
საზოგადოებრივი მაუწყებელი ხვალ, 26 მაისს საგანგებო რეჟიმში იმუშავებს. პირველი არხისა და საზოგადოებრივი რადიოს ეთერში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში გადაიცემა. 08:00 საათიდან მაუწყებლობას საზოგადოებრივის ტელევიზია, რადიო და ვებგვერდი რუსთაველის გამზირიდან უწყვეტი ეთერის რეჟიმში განახორციელებს. თბილისის ოპერის მოპირდაპირე მხარეს, საზოგადოებრივი მაუწყებლის პავილიონი პირველად განთავსდება. პავილიონიდან ეთერში საინფორმაციო პროგრამა „მოამბის“ დღის გამოშვება 11:00 საათიდან გავა. 13:30 საათზე კი განსხვავებული ფორმატით, რუსთაველის გამზირზე დამონტაჟებული სპეციალური სტუდიიდან მაყურებელს მაუწყებლის სახეები ნინო ზაუტაშვილი, რატი ამაღლობელი და ბასა ჯანიკაშვილი მიესალმებიან. რუსთაველის გამზირზე დამონტაჟებული პავილიონიდან საზოგადოებრივი 17:00 საათამდე იმაუწყებლებს. ეთერში გავა რამდენიმე გადაცემა, მათ შორის „სიტყვების თამაში“, სადაც საზოგადოება შეძლებს „ვეფხისტყაოსნის“ მიხედვით მომზადებული კროსვორდი შეავსოს და ინტელექტუალურ თამაშებში ჩაებას. გადაცემებში მოწვეულ სტუმრებთან ერთად, ის ადამიანებიც მიიღებენ მონაწილეობას, ვინც საზოგადოებრივის პავილიონს ესტუმრება და სურვილს გამოთქვამს, მონაწილეობა მიიღოს პროექტში „მე, შენ, ჩვენ ვკითხულობთ „ვეფხისტყაოსანს“. „ის, რაც გვაერთიანებს“ - ამ სლოგანით მომზადდა სპეციალური სტუდია, სადაც მსურველები ჩაწერენ სტროფებს რუსთაველის პოემიდან. ვიდეორგოლები განთავსდება პირველი არხის ვებგვერდზე. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
გიორგი ხატიძე - კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ჩვენ მიერ ინიცირებული ცვლილებები სრულად შეესაბამება საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას
ევროპის მაუწყებელთა კავშირის წარმომადგენლები „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილ
წაკითხვა
საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობის პრინციპები და დამოუკიდებლობის საკითხი - მსჯელობა პარლამენტში
საზოგადოებრივ მაუწყებელზე მსჯელობდნენ დღე
წაკითხვა
რადკა ბეთჩევა - საზოგადოებრივი მაუწყებლის საკანონმდებლო ინიციატივა მნიშვნელოვანია საზოგადოებისა და თავად მაუწყებლისთვის
საქართველოში ევროპის მაუწყებელთა კავშირის
წაკითხვა
სასამართლომ „რუსთავი 2“-ს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ დავალიანების გადახდა დააკისრა
სასამართლომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს სა
წაკითხვა
26 მაისის საქმის მოწმე - ყველა გასასვლელი ჩაკეტილი იყო, ძალოვნები რეზინის ტყვიებს გვესროდნენ
„ყველა გასასვლელი ჩაკეტილი იყო, ძალოვნები
წაკითხვა
26 მაისის საქმეზე პროკურატურა დღეს დაზარალებულის სტატუსის მქონე ორ ჟურნალისტს დაკითხავს
26 მაისის საქმეზე ბრალდების მხარე დღეს მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე გადადის. პროკურატურა ორ მოწმეს, დაზარალებულის სტატუსის მქონე ჟურნ
წაკითხვა
რაგბიში 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირველი არხით ტრანსლირების საკითხზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო დღეს იმსჯელებს
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო
წაკითხვა
რატომ გათიშა საკაბელო ოპერატორების ნაწილმა ექვსი ქართული არხის მაუწყებლობა
საკაბელო ოპერატორების ნაწილმა პროტესტის ნიშნად ექვსი ქართული არხის მაუწყებლობა განუსაზღვრელი ვადით გათიშა.
წაკითხვა
|