| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/162465.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 26 მაისი - დღე, როდესაც დაიბადა ახალი სახელმწიფოთეო გონგლაძე
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-05-26 13:00:00
განახლებულია 2017-05-26 13:29:00
„ამიერიდგან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებიანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა“ - ეს არის ამონარიდი საქართველოს დამოუკიდებლობის აქტიდან, რომელიც 1918 წლის 26 მაისს ეროვნულმა საბჭომ მიიღო. სწორედ ამ დღიდან უკვე 99-ე წელია, საქართველო ყოველი წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. დამოუკიდებლობის აქტი დამოუკიდებლობის აქტში აღნიშნულია, რომ საქართველოს პოლიტიკური ფორმა - დემოკრატიული რესპუბლიკაა, ხოლო ქვეყანა „საერთაშორისო ომიანობაში“ მუდმივ ნეიტრალიტეტს ირჩევს. „დოკუმენტის თანახმად, საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას სურს საერთაშორისო ურთიერთობის ყველა წევრთან კეთილმეზობლური განწყობილება დაამყაროს, განსაკუთრებით კი - მოსაზღვრე სახელმწიფოებთან და ერებთან. 1. ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენული უფლებების მატარებელია, ხოლო საქართველო - სრულფასოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა.
უზრუნველჰყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს, განურჩევლად ეროვნებისა, სარწმუნოებისა, სოციალური მდგომარეობისა და სქესისა.
ეროვნული საბჭოს პირველი კრება, სადაც დამოუკიდებლობის აქტი მიიღეს 1918 წლის 26 მაისს ჩატარდა. კრების ოქმში ვკითხულობთ, რომ მას 42 წევრი და 36 კანდიდატი ესწრებოდა: „ლოჟებში და ქანდარაზედ აუარებელი საზოგადოებაა: სხვა და სხვა ერთა წარმომადგენელნი, რომელთა შორის იმყოფება გერმანეთის ჯარის უფროსი აფიცერი გრაფი შულენბურგი გერმანელ ოფიცერთა თანხლებით, ლოჟაშია აგრეთვე ტფილისის მიტროპოლიტი ლეონიდე სამღვდელო ამალითურთ და ქართველი მხედრობა“, - აღნიშნულია სხდომის ოქმში. სხდომის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ გამოსვლის ტექსტში აღნიშნა, რომ „ამ დარბაზში მოკვდა ერთი სახელმწიფო და აი ახლა, ამავ დარბაზში, ეყრება საფუძველი მეორე სახელმწიფოს“. გერბი დამოუკიდებლობის აქტის მიღების შემდეგ, საქართველოს რესპუბლიკის გერბის შესახებ კანონი 1918 წლის 20 სექტემბერს მიიღეს. გერბის მხატვარი - იოსებ შარლემანი. დროშა კანონი საქართველოს რესპუბლიკის დროშის შესახებ 1918 წლის 10 სექტემბერს მიიღეს. დროშის ესკიზის ავტორები: იაკობ ნიკოლაძე და იოსებ შარლემანი. ჰიმნი საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ჰიმნი იყო „დიდება“. მუსიკისა და ტექსტის ავტორი კოტე ფოცხვერაშვილია. საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არასრულ სამ წელს იარსება (1918-1921) და საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ არსებობა შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო. საქართველოს ხელისუფლებამ აღადგინა დემოკრატიული რესპუბლიკის ყველა სახელმწიფო სიმბოლიკა - დროშა, გერბი და სახელმწიფო ჰიმნი, თუმცა 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებამ პირველი რესპუბლიკის დროშა, გერბი და ჰიმნი შეცვალა. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
საქართველოს მოჭადრაკეთა ნაკრებმა ჩემპიონობის შანსი დაკარგა
წარუმატებელი გამოდგა საქართველოს ქალ მოჭა
წაკითხვა
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ესპანეთი 4:0 დაამარცხა და ისევ მეორე ადგილზეა
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ევროპის გუნდური ჩემპიონატის მორიგ სათამაშო დღეს შთამბეჭდავი თამაში აჩვენა. ბერძნულ კრეტაზე მიმდინარე პირველო
წაკითხვა
რა საკითხები განიხილეს საქართველო-რუმინეთის კომისიის სხდომაზე
წაკითხვა
საქართველომ უშუალო კონკურენტი უკრაინა დაამარცხა და რუსეთს ერთ ქულამდე მიუახლოვდა
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებისთვის წარმატებული გამოდგა ევროპის გუნდური ჩემპიონატის მორი
წაკითხვა
„საქართველო ჩემი ფავორიტი ქვეყანაა“ - ბიორკის მიმართვა მსმენელს
ოპერისა და ბალეტის თეატრში ლეგენდარული ის
წაკითხვა
ვითარება ქურთისტანში - დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი რეგიონი ახალი გამოწვევების წინაშე
ახალი გამოწვევები ერაყის ქურთისტანის დღის წესრიგში.
წაკითხვა
საქართველოსა და რუმინეთს შორის შესაძლოა, პირდაპირი ავიარეისები დაინიშნოს
საქართველო-რუმინეთის მთავრობებს შორის ერთობლივი ეკონომიკური თანამშრომლობის პირველი სხდომა გაი
წაკითხვა
„ასოშიეთედ პრესი“ - რუსმა ჰაკერებმა, რომლებიც 2016 წელს აშშ-ის არჩევნებში ჩაერივნენ, კიბერშეტევები მთელ მსოფლიოში მოაწყვეს, მათ შორის საქართველოშიც
რუსმა ჰაკერებმა, რომლებიც 2016 წელს აშშ-ი
წაკითხვა
|