საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/162710.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

2260

„ოქროს პალმის რტოს“ მფლობელი რუბენ ოსტლუნდი გახდა - კანის კინოფესტივალის გამარჯვებულები

თათია ბუხრაშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-05-28 23:36:00

2017 წლის კანის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზი „ოქროს პალმის რტო“ რუბენ ოსტლუნდს გადაეცა, ფილმისთვის „კვადრატი“.

ოსტლუნდის ფილმი მუზეუმის დირექტორის, ელიზაბეტ მოსის ისტორიას გვიამბობს, რომელიც ქალაქის მოედანზე აკეთებს ინსტალაციას კვადრატის სახით, რომლის ფარგლებშიც ადამიანებს შეუძლიათ, საერთო ინტერესები გაუზიარონ ერთმანეთს, და რაც მოუნდებათ, ის გააკეთონ. 



სურათი ფესტივალის დაწყებამდეც ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად ითვლებოდა და ჩვენების შემდეგაც პოზიტიური შეფასებები დაიმსახურა. 

საუკეთესო სცენარისთვის პრიზები მიიღეს ლინ რენსიმ „შენ არასდროს ხარ რეალურად აქ“ და იარგოს ლანთიმოსმა „წმინდა ირმის მკვლელობისთვის“.

ჟიურის სპეციალური პრიზი გადაეცა ანდრეი ზვიაგინცევს ფილმისთვის „უსიყვარულო“. ზვიაგინცევის ფილმის გმირები, საშუალო კლასის მოსკოველი ცოლ-ქმარი, ბორისი და ჟენია, განქორწინების ფორმალურ საკითხებს აგვარებენ, ყიდიან ბინას და გეგმავენ, რომ ინტერნატში ჩააბარონ თავიანთი 12 წლის ბიჭი, ალიოშა. მორიგი ოჯახური გარჩევების შემდეგ, ბავშვი სახლიდან გარბის. ბორისი, რომელიც აქამდე უფრო იმას დარდობდა, რომ განქორწინების შემდეგ სამსახურის დაკარგვა ემუქრება (მისი შეფი, ღრმად მორწმუნე მართლმადიდებელი, განქორწინებას უკრძალავს თანამშრომლებს), ახლა იძულებულია, ცოლთან ერთად ჩაერთოს ალიოშას ძებნაში - საავადმყოფოებში, ტყეში, მორგებში. ჟენია, რომელსაც რამდენიმე წელია, არ უნახავს ასაკოვანი დედა (თავის დროზე რომ მიატოვა შვილი), ასევე იძულებული ხდება, მიაკითხოს მას, იმ იმედით, რომ ალიოშა სწორედ ბებიასთან იმალება. ეგზისტენციალური დრამა ნელ-ნელა გადაიზრდება ეგზისტენციალურ დეტექტივში - ალიოშას ძებნაში ჩაერთვება კორუმპირებული პოლიცია, მოხალისეები, რომლებიც მონდომებით კი ასრულებენ სამუშაოს, მაგრამ იმდენად უსახოები არიან, რომ უფრო მეტად საბჭოთა ფილმების „მისაბაძ“ გმირებს გვაგონებენ. „აქ წარმოდგენილი უხამსობა ხრწნის გარემოს“, - ასე შეაფასეს სურათი კინოკრიტიკოსებმა. 



საუკეთესო ქალი მსახიობი გახდა დაიან კრიუგერი ფილმისთვის „არაფრისგან“, ხოლო საუკეთესო მსახიობი კაცის ტიტული ერგო ხოაკინ ფენიქს ფილმისთვის „შენ არასდროს ხარ რელურად აქ“. ფილმის მთავარი გმირი წარსულის მოგონებებით გატანჯული ომის ვეტერანია, რომელიც გოგონას სექსუალური მონობიდან იხსნის. ეს არის ჯონათან ეიმსის რომანის ეკრანიზაცია - ამბავი სისასტიკესა და შურისძიებაზე. 








საუკეთესო რეჟისურისთვის პრიზი გადეცა სოფია კოპოლას, ფილმისთვის The Beguiled. კრიტიკოსებმა უკვე უწოდეს ამ ფილმს „გოთიკური კოსტიუმირებული საშინელებათა ფილმი“. ეს არის 1971 წელს კლინტ ისტვუდის მონაწილეობით გადაღებული ფილმის რემეიკი ამერიკის სამოქალაქო ომზე. დაჭრილ ჩრდილოელ ჯარისკაცს სამხრეთის ტერიტორიაზე ქალთა სკოლა-ინტერნატში მალავენ. მალე სახლის მკვიდრ ქალებს სტუმარი მამაკაცის მიმართ სექსუალური ლტოლვა და ერთმანეთისადმი მეტოქეობის განცდა იპყრობს, რასაც მთელი რიგი მოულოდნელი მოვლენები მოჰყვება. 


ფესტივალის გრან პრი გადაეცა რობინ კამპილოს ფილმისთვის „120 დარტყმა წუთში“. კანის საპატიო ჯილდო კი ნიკოლ კიდმანმა მიიღო. 

კანის საიუბილეო 70-ე კინოფესტივალი არნო დეპლეშენის ფილმით „ისმაელის მოჩვენება“ გაიხსნა და 28 მაისამდე გრძელდებოდა. 

დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
გიორგი მარგველაშვილმა პროექტის „მასწავლებლები კონსტიტუციაზე“ გამარჯვებულები დააჯილდოვა
გიორგი მარგველაშვილმა პროექტის „მასწავლებლები კონსტიტუციაზე“ გამარჯვებულები დააჯილდოვა
პროექტი „მასწავლებლები კონსტიტუციაზე“ დასრულდა. კონკურსში გამარჯვებული მასწავლებლები, რომლებმაც კონსტიტუციის თემატიკაზე ესეები შექმნეს, დღეს საქა
წაკითხვა
ლიტერატურული პრემია „საბას“ გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია
ლიტერატურული პრემია „საბას“ გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია
ლიტერატურული პრემია „საბას“ გამარჯვებულთა
წაკითხვა
საერთაშორისო სტუდენტური პროგრამის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
საერთაშორისო სტუდენტური პროგრამის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
საერთაშორისო პროგრამა Social Impact Award-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ფინალურ ეტაპზე გადა
წაკითხვა
Emmy 2017-ის გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია (ფოტოები)
Emmy 2017-ის გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია (ფოტოები)
„ოქროს გლობუსისა“ და „ოსკარის“ მსგავსად ა
წაკითხვა
ტრიატლონის საერთაშორისო შეჯიბრი ლისის ტბაზე
ტრიატლონის საერთაშორისო შეჯიბრი ლისის ტბაზე
ტრიატლონის საერთაშორისო შეჯიბრი ლისის ტბაზე. გამარჯვებულები ცნობილია. პირველი ადგილები როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში სომეხმა სპორტსმენე
წაკითხვა
„ოქროს ტალღა 2017“ - გამარჯვებულები 17 ნომინაციაში გამოავლინეს
„ოქროს ტალღა 2017“ - გამარჯვებულები 17 ნომინაციაში გამოავლინეს
„ოქროს ტალღა 2017“  დასრულდა, პროექტის ფარგლებში წელს გამარჯვებულები 17 ნომინაციაში გამოავლინეს. 
წაკითხვა
საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი სეზონისთვის მხატვრული სერიალების სცენარების კონკურსის ფარგლებში საუკეთესო სცენარები გამოვლინდა
საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი სეზონისთვის მხატვრული სერიალების სცენარების კონკურსის ფარგლებში საუკეთესო სცენარები გამოვლინდა
საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი სეზონისთვ
წაკითხვა
კანის კინოფესტივალზე საეჭვო ჩანთაში ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა
კანის კინოფესტივალზე საეჭვო ჩანთაში ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა
კანის კინოფესტივალზე, თეატრის შენობაში ნაპოვნ საეჭვო ჩანთაში ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმო
წაკითხვა