| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/162998.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 თბილისში საერთშორისო საბალეტო ფესტივალი გაიმართებაილია თავბერიძე
პროდიუსერი
გამოქვეყნებულია 2017-05-30 18:51:00
თბილისში საერთაშორისო საბალეტო ფესტივალი დაფუძნდა, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელია ნინო ანანიაშვილი. ფესტივალი 21 ივნისს გაიხსნება და 2 ივლისს დაიხურება. სპექტაკლები თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართება. თბილისის საბალეტო ფესტივალი ანა კრეინის „ლაურენსიას“ პრემიერით გაიხსნება. ვახტანგ ჭაბუკიანის ცნობილი ბალეტის ახალი ქორეოგრაფიული რედაქცია და დადგმა ნინო ანანიაშვილს ეკუთვნის. 21 ივნისს პირველ საპრემიერო სპექტაკლს საქართველოს სახელმწიფო ბალეტის წამყვანი სოლისტი ლალი კანდელაკი და ბოსტონის ბალეტის წამყვანი სოლისტი ლაშა ხოზაშვილი იცეკვებენ. „ლაურენსია“ ფესტივალის პროგრამით კიდევ ორჯერ -23 და 25 ივნისს იქნება წარმოდგენილი. მთავარ პარტიებს საქართველოს სახელმწიფო ბალეტის წამყვანი სოლისტები ნუცა ჩეკურაშვილი, ნინო სამადაშვილი, ეკატერინე სურმავა, იონენ ტაკანო, ფრენკ ვან ტონგერენი, დავით ანანელი შეასრულებენ. საბალეტო ფესტივალის მთავარი მოვლენა ნიდერლანდების ცეკვის თეატრი 2-ის გამოსვლა იქნება. თბილისში ეს ამ დასის პირველი გასტროლია. ნიდერლანდების ცეკვის თეატრი 2 თბილისის საბალეტო ფესტივალის პროგრამით ორ სპექტაკლს გამართავს - 28 და 29 ივნისს და სრულიად განსხვავებულ პროგრამას შესთავაზებს მაყურებელს. წარმოდგენილი იქნება ცნობილი თანამედროვე ქორეოგრაფების სოლ ლეონი და პოლ ლაითფუტის (Sleight of Hand ), ედვარდ კლუგის (Mutual Comfort ), ჰანს ვან მანენის (Solo), ალექსანდერ ეკმანის (Cacti), იოჰან იონგერის (I new then) ერთმოქმედებიანი ბალეტები. 30 ივნისს წარმოდგენილი იქნება ლ. მინკუსის „დონ კიხოტი“, რომელშიც საბალეტო დასთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ დიდი თეატრის წამყვანი სოლისტები (რუსეთი) ეკატერინა კრისანოვა (ჩელიტა) და ვლადისლავ ლანტრატოვი (ბაზილი). 1 ივლისს კი ფესტივალი წარმოადგენს პ. ჩაიკოვსკის „გედების ტბას“, სადაც იცეკვებენ პოლონეთის ნაციონალური ბალეტის წამყვანი სოლისტები ჩინარა ალიზადე (ოდეტა-ოდილია) და ვლადიმერ იაროშენკო (პრინცი ზიგფრიდი). ფესტივალი 2 ივლისს საბალეტო გალა კონცერტით დაიხურება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ნინო ანანიაშვილი, ჩინარა ალიზადე, ვლადიმერ იაროშენკო (პოლონეთის ნაციონალური ბალეტი), ალექსანდ ვოლჩკოვი, (დიდი თეატრი, რუსეთი),ელიზა კარირო კაბრერა, მიხაილ კანისკინი (ბერლინის სტატბალეტი, გერმანია), ვიკტორია ჯაიანი, თემურ სულუაშვილი (ჩიკაგოს ჯოფრი ბალეტი, აშშ), ლალი კანდელაკი, ეკატერინე სურმავა, ნუცა ჩეკურაშვილი, ნინო სამადაშვილი, იონენ ტაკანო, ფილიპ ფედულოვი, დავით ანანელი, ფრენკ ვან ტონგერენი (საქართველოს სახელმწიფო ბალეტი). საფესტივალო სპექტაკლებში მონაწილეობს საქართველოს სახელმწიფო საბალეტო დასის და საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრის ორკესტრი, რომელსაც ალევტინა იოფე უდირიჟორებს. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
თბილისში „ნიდერლანდების ცეკვის თეატრი 2-ის“ გასტროლი დაიწყო
თბილისში ნიდერლანდების ცეკვის თეატრი 2
წაკითხვა
28-29 ივნისს თბილისს „ნიდერლანდების ცეკვის თეატრი 2“ ეწვევა
თბილისის საერთაშორისო საბალეტო ფესტივალზე
წაკითხვა
თბილისის საბალეტო ფესტივალი გაიმართება
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წითელ
წაკითხვა
|