| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/163159.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 სატურნის მთვარე ენცელადი წარსულში შესაძლოა გადაყირავდა - კასინის აღმოჩენამიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-05-31 20:30:00
სატურნის ყინულოვანი მთვარე ენცელადი, შესაძლოა შორეულ წარსულში, გაურკვეველი მოვლენის შედეგად გადაყირავებულიყო. ამის შესახებ NASA-ს კასინის მისიის მკვლევრები იუწყებიან. როგორც მათ დაადგინეს, მთვარის ღერძი — ხაზი ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსებს შორის, რეორიენტირებულია, სავარაუდოდ პატარა სხეულის, მაგალითად ასტეროიდის შეჯახების შედეგად. ენცელადის მახასიათებლების შესწავლისას, ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ მთვარის ღერძი თავის თავდაპირველი პოზიციიდან 55 გრადუსით უნდა იყოს გადახრილი. „მივაგენით დაბალი ზონებისა და აუზთა ჯაჭვს, რომელიც მთვარის ზედაპირის გასწვრივ სარტყელს მიუყვება. მიგვაჩნია, რომ ეს არის ძველი, ყოფილი ეკვატორისა და პოლუსების ნაშთები“, — ამბობს კასინის ჯგუფის წევრი რადვან ტაჯედინი. ყინულოვანი მთვარის ამჟამინდელი სამხრეთ პოლუსის გარშემო არსებული ზონა გეოლოგიურად აქტიური რეგიონია, სადაც ზედაპირს ხაზობრივი ნაპრალები ვეფხვის ზოლებივით გასდევს. ტაჯედინისა და მისი კოლეგების მოსაზრებით, წარსულში ამ რეგიონს სავარაუდოდ ასტეროიდი დაეცა, როდესაც ის ეკვატორთან ახლოს იყო. „ამ ადგილის გეოლოგიური აქტივობები სულაც არ ჰგავს შიდა პროცესებით განპირობებულს. მთვარის ასეთი მასშტაბური რეორიენტაციის შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ეს ანომალიური რეგიონი დიდი შეჯახების შედეგადაა წარმოქმნილი“, — ამბობს ტაჯედინი. 2005 წელს, კასინიმ აღმოაჩინა, რომ ამ ნაპრალებიდან იფრქვეოდა წყლის ორთქლისა და ყინულის ნაწილაკების ჭავლები — მტკიცებულება იმისა, რომ ზედაპირქვეშა ოკეანე აქტიური სამხრეთ პოლუსის სიღრმიდან პირდაპირ კოსმოსში ამოინთხეოდა. მიუხედავად იმისა, რით არის ეს ყველაფერი გამოწვეული — შეჯახებისა თუ სხვა პროცესების შედეგად, ტაჯედინი და მისი კოლეგები ფიქრობენ, რომ ვეფხვის ზოლების მსგავსი ზედაპირის წარმოქმნამ განაპირობა ენცელადის მასის ხელახლა გადანაწილება, რასაც შედეგად უნდა მოჰყოლოდა ენცელადის არამდგრადი და მერყევი ბრუნვა. მილიონზე მეტი წლის შემდეგ, ბრუნვა თანდათან უნდა დასტაბილურებულიყო. მას შემდეგ, რაც ბრუნვა კალაპოტში ჩადგა, ჩრდილოეთი-სამხრეთის ღერძი უნდა რეორიენტირებულიყო ზედაპირის სხვადასხვა წერტილების გავლით — მექანიზმი, რომელსაც მკვლევრები „ნამდვილ პოლარულ ხეტიალს“ უწოდებენ. პოლარული ხეტიალი კარგად ხსნის იმ ფაქტს, თუ რატომ არის ენცელადის ამჟამინდელი ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსები ერთმანეთისგან ასე განსხვავებული. სამხრეთი აქტიურია და გეოლოგიურად ახალგაზრდა, ჩრდილოეთი კი კრატერებითაა დაფარული და უფრო ძეველი ჩანს. მთვარის თავდაპირველი პოლუსები უფრო ერთმანეთის მსგავსი უნდა ყოფილიყო, სანამ მოხდებოდა მოვლენა, რომელმაც გამოიწვია ენცელადის გადაყირავება.
მომზადებულია nasa.gov-ის მიხედვით დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
კასინიმ სატურნის რგოლების ტალღები გადაიღო
NASA-ს კოსმოსურ ხომალდ
წაკითხვა
სატურნის რგოლები და მთვარეები ასტროფიზიკოსებმა შემზარავ ციურ მუსიკად გარდაქმნეს
სულ რაღაც 2 კვირა რჩება „კასინის“ დიდებულ
წაკითხვა
ჯეიმს ვების ტელესკოპი მზის სისტემის „ოკეანურ სამყაროებს“ შეისწავლის
NASA-ს ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი თა
წაკითხვა
სატურნის განთიადი - კასინი ახალ ფოტოს აგზავნის
NASA-ს კოსმოსურმა ხომალდმა
წაკითხვა
კასინის ფოტო - ციცქნა მთვარე მიმასი გიგანტური სატურნის თავზე
სატურნის ჩრდილოეთ ნახევარსფეროს თავზე მოს
წაკითხვა
ივნისში, ღამის ცაზე იუპიტერი და სატურნი გამოჩნდება
ივნისში, ღამის ცის დამკვირვებლებს კარგი ა
წაკითხვა
ნასას კოსმოსურმა აპარატმა პლანეტა სატურნის უნიკალური ფოტოები გადაიღო
ნასას კოსმოსურმა აპარატმა პლანეტა სატურნის უნიკალური ფოტოები გადაიღო. აპარატმა პლანეტასა და მის რგოლს შორის იფრინა, რის შემდეგაც დედამიწაზე
წაკითხვა
როგორ ჩანს დედამიწა სატურნის რგოლებს შორის - NASA ახალ ფოტოს აქვეყნებს
NASA-ს ხომალდ
წაკითხვა
|