| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/163392.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 ჭიათურის მაღაროს დაფარული ამბავი National Geographic-ის ობიექტივშითეო გონგლაძე
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-06-02 15:01:00
„როდესაც მაღაროს სიღრმეში შედიხარ და საკუთარი თვალით ნახულობ, როგორ მუშაობენ ადამიანები, ეს ყველაფერი ძალიან დიდ ემოციურ გავლენას ახდენს. განცდა მქონდა, რომ უნდა მომეყოლა ამბავი, რომელიც ასეთი დაფარულია ყველასთვის“ - ეს სიტყვები ქართველ ფოტოგრაფ დარო სულაკაურს ეკუთვნის, რომელმაც ჭიათურის მაღარო მოინახულა და მაღაროელების ისტორიები საზოგადოებას ფოტოებად უამბო. დარო სულაკაურის ფოტოპროექტით - „შავი ოქრო“ - National Geographic-ი დაინტერესდა. ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიის ავტორი მთების შუაგულში მდებარე ჭიათურის მაღაროს მისტიკურ და სიურრეალისტურ გარემოზე ამახვილებს ყურადღებას და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მაღაროელთა უმრავლესობა მთის ფერდობზე მდებარე სახლებში ცხოვრობს. „მაღაროელების დიდი ნაწილი მთის ფერდობზე მდებარე სახლებში ცხოვრობს. გრუნტის მარტივად ამოსაღებად, გვირაბებში ხშირად ასაფეთქებელ მოწყობილობებს იყენებენ. აფეთქების ტალღები აზიანებს სახლების საძირკველს. დარო სულაკაურის ფოტოები ადასტურებს, რომ კედლები დაზიანებულია, ხოლო იატაკი და სახურავი - სუსტი. მაღაროში ქალებიც მუშაობენ. ისინი ტერიტორიას ასუფთავებენ. და ჯანდაცვის პირობები და უსაფრთხოების ძირითადი ზომები უარყოფილია. სიცხის გარდა, პრობლემაა ღარიბული ელექტროგაყვანილობა. ოთახებში წყალი ჟონავს, ხოლო სახურავზე, კედლებსა და იატაკზე უზარმაზარი ღრმულებია“, - ვკითხულობთ სტატიაში. გარდა ამისა, National Geographic-ი წერს იმ მოძველებულ ტექნიკაზე, რომლითაც მაღაროელები სარგებლობენ. „გარდა მაღაროს ვიწრო გვირაბებისა, ცალკე ღირსშესანიშნაობაა ჟანგიანი ბაგირიანი მანქანები. სამანქანო სისტემა, რომელიც სტალინის ეპოქაშია აგებული, მოძველებულია“, - აღნიშნულია სტატიაში. კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც სტატიის ავტორი ამახვილებს ყურადღებას, დასაქმებულების შრომითი პირობებია. „მაღაროელების ხელფასი 700 ლარია, ამბობს სულაკაური. შრომის ინსპექცია ხშირად არის გაუმართავი და მაღაროელების გაფიცვა მხოლოდ მცირედით აუმჯობესებს ხოლმე მათ მდგომარეობას“, - წერს სტატიის ავტორი. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ჭიათურაში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია იწყება
ჭიათურის 24- საათიანი წყალმომარაგებისთვის
წაკითხვა
BBC-მ ჭიათურის საბაგიროს შესახებ სიუჟეტი მოამზადა
გაერთიანებული სამეფოს საზოგადოებრივმა მაუ
წაკითხვა
თბილისის მერია “ნაციონალური მოძრაობის“ აქციის შემდეგ გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს
დედაქალაქის მერია "ნაციონალური მოძრა
წაკითხვა
ჭიათურაში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა თხელიძის ქუჩის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა
შეხვედრა გაიმართა ჭიათურაში. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი თხელიძის ქუჩაზე იმყოფებოდა. პაატა ნადირაძემ მოსახლეობას სი
წაკითხვა
რვა კადრი, რომლებზეც მამაკაცები გააქრეს - ფოტოექსპერიმენტი
BuZZ Fanzine-მა საინტერესო ფოტოექსპერიმენ
წაკითხვა
ჭიათურის მოსახლეობა 24-საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს
ჭიათურის მოსახლეობა 24-საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს. წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყება. <
წაკითხვა
ჟურნალმა Scuba Diving-მა ოკაცესა და მარტვილის კანიონები ევროპაში დაივინგის მოყვარულებისთვის ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად დაასახელა
ამერიკულმა გამოცემა Scuba Diving-მა მარტვ
წაკითხვა
საქართველო აფხაზეთის გარეშე National Geographic-ის რუსულ ვერსიაში
National Geographic-ის რუსულენოვანმა ვერსიამ Traveler საქართველოს შესახებ მომზადებულ მასალაში
წაკითხვა
|