| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/163506.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 მაიკლ ბლუმბერგი - თეთრი სახლი ამერიკელ ხალხს ვერ დააბრკოლებს!ქეთი თუთბერიძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-06-03 13:53:00
ნიუ-იორკის ყოფილი მერი, ბიზნესმენი და გაერო-ს კეთილი ნების ელჩმა მაიკლ ბლუმბერგმა აშშ-ის სხვადასხა ქალაქის მერებს, შტატების გუბერნატორებსა და ბიზნესმენებს მოუწოდა, რომ თეთრი სახლის გადაწყვეტილების მიუხედავად, გლობალურ დათბობასთან ბრძოლის პროცესს შეუერთდნენ. მაიკლ ბლუმბერგი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს ტელეფონით ესაუბრა და ინიციატივა გააცნო. „ამერიკელებს არაფერში სჭირდებათ თეთრი სახლის მხარდაჭერა იმისთვის, რომ კლიმატური ცვლილებების პროცესში მონაწილეობა მიიღონ, მათ ვერც პრეზიდენტის გადაწყვეტილება დააბრკოლებს“, - განაცხადა მაიკლ ბლუმბერგმა. ნიუ-იორკის მერი ბილ დე ბლასიო ტრამპის გადაწყვეტილებას რამდენიმე საათში გამოეხმაურა. მისი თქმით, კლიმატური ცვლილებების უგულებელყოფა, რომელიც ადამიანის სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენს, უპასუხისმგებლობაა. „ნიუ-იორკელები მზად არიან, პარიზის შეთანხმების ფარგლებში გათვალისწინებულ პროცესებში მონაწილეობა მიიღონ“, - განაცხადა დე ბლასიომ.
დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების მიუხედავად, ამერიკის სამი შტატი - ნიუ-იორკი, კალიფორნია და ვაშინგტონი გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში ცალკე ალიანსის სახით მონაწილეობას მაინც გეგმავს. დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, პარიზის შეთანხმება ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 1 ივნისს დატოვა, რაც მისი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო. ამომრჩევლებთან შეხვედრისას, ტრამპი გლობალურ დათბობას გლობალურ სიცრუეს უწოდებდა და ბარაკ ობამას ადმინისტრაციას აშშ-ის მოქალაქეებისთვის საზიანო შეთანხმების გაფორმებაში ადანაშაულებდა. 1 ივნისს თეთრი სახლის ვარდების ბაღში სიტყვით გამოსვლისას, მან გადაწყვეტილების მთავარ მოტივად ამერიკელი ხალხის ინტერესი დაასახელა. ტრამპის თქმით, პარიზის შეთანხმების ფარგლებში, ამერიკაში 2040 წლისთვის 6-მილიონნახევარი ადამიანი უმუშევარი დარჩებოდა, 2025 წლისთვის კი 2 მილიონზე მეტი. დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას მსოფლიო ლიდერების მხრიდან მწვავე შეფასება და კრიტიკა მოჰყვა. ვაშინგტონსა და მსოფლიოს რამდენიმე ქალაქში მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართა. პროტესტის ნიშნად, პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭო ამერიკელმა გამომგონებელმა და ბიზნესმენმა ელონ მასკმა დატოვა. პარიზის შეთანხმებას 2015 წლის ნოემბერში ყველა ქვეყანამ მოაწერა ხელი, სირიისა და ნიკარაგუას გარდა. შეთანხმება ხელმომწერ სახელმწიფოებს 2020 წლამდე გარკვეული რაოდენობის სათბურის აირის შემცირებას ავალდებულებს, რომელიც ნახშირორჟანგს, მეთანსა და აზოტის ქვეჟანგს შეიცავს. სათბურის აირების ყველაზე მეტი პროცენტი მოდის ჩინეთსა (20%) და ამერიკის შეერთებულ შტატებზე (18%). ამ შეთანხმების თანახმად, გლობალური დათბობის შესაჩერებლად, ტემპერატურის მაჩვენებელი 2.0 C-ს არ უნდა გადასცდეს. წყარო: NBC, BBC, Washington Post ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ოზონის ხვრელი პატარავდება - მინიმალური ზომა 1988 წლის შემდეგ
თქვენ წინაშეა უიშვიათესად კარგი სიახლე გა
წაკითხვა
ზღვის დონის ცვლილება მიძინებულ ვულკანებს აღვიძებს - ახალი კვლევა
კლიმატის ცვლილების საზარელი პროგნოზების მ
წაკითხვა
2100 წლიდან დედამიწაზე მე-6 გლობალური გადაშენება დაიწყება - მათემატიკოსთა საგანგაშო პროგნოზი
მართალია, ძალიან ხშირად არ ხდება, მაგრამ
წაკითხვა
ნილ დეგრას ტაისონი კაცობრიობას მკაცრად აფრთხილებს
ცნობილი ამერიკელი ასტროფიზიკოსი ნილ დეგრა
წაკითხვა
კასპიის ზღვა თანდათან ორთქლდება — ელის თუ არა მსოფლიოს უდიდეს ტბას კატასტროფა
მცხუნვარე მზის ქვეშ მოქცეული ტბორის მსგავ
წაკითხვა
ორი მეცნიერის მტკიცებით, გლობალური დათბობა მთლიანად ბუნებრივი პროცესების შედეგად მიმდინარეობს
ავსტრალიელმა ბიოლოგმა, კლიმატის მეცნიერებ
წაკითხვა
როგორი იქნება დედამიწა, თუ ყველა ყინული გადნება [ანიმაცია]
2015 წელს, NASA-მ განაცხადა, რომ დედამიწი
წაკითხვა
10 ადგილი, რომელიც დედამიწიდან გაქრება, ვიდრე ცოცხლები ვართ
გლობალური კლიმატური ცვლილებები გარემოსა დ
წაკითხვა
|