| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/163542.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 მოყვარულმა მეცნიერებმა მზესთან ახლოს ცივი ვარსკვლავი აღმოაჩინესმიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-06-03 19:45:00
წლის დასაწყისში, დაინერგა სამოქალაქო მეცნიერების ახალი ხელსაწყო, რომლის მიზანიც არის მეცნიერთა დახმარება მზის სისტემის კიდეებზე დამალული სხეულების პოვნაში. რამდენიმე თვის თავზე, უკვე გვაქვს ახალი აღმოჩენაც: მზიდან 100 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ყავისფერი ჯუჯა. თებერვალში, პროექტ Backyard Worlds-ის ანუ, ე. წ. მე-9 პლანეტის ვებსაიტის გაშვებიდან სულ რაღაც ოთხი დღის შემდეგ, ოთხმა სხვადასხვა მომხმარებელმა მეცნიერთა ჯგუფს უცნაური ობიექტის შესახებ აცნობეს, რომლის არსებობა შემდეგ მართლაც დამტკიცდა ინფრაწითელი ტელესკოპის საშუალებით. აღმოჩენის დეტალები რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა Astrophysical Journal Letters-ში. „ძალიან ამაყი ვიყავი ჩვენი მოხალისეებით, როდესაც ამ ცივი სხეულის შესახებ მათგან მონაცემები მივიღეთ. ნამდვილად სასიამოვნო მომენტი იყო მთლიანად მეცნიერებისთვის“, — ამბობს ჯეკი ფეიჰერთი, ამერიკის ბუნების ისტორიის მუზეუმის ასტროფიზიკის დეპარტამენტის უფროსი მეცნიერი. პროექტი Backyard Worlds-ი საშუალებას აძლევს ნებისმიერს, ვისაც კომპიუტერი და ინტერნეტი აქვს, მისწვდნენ NASA-ს კოსმოსურ ხომალდ Wide Field Infrared Survey Explorer-ის (WISE) მიერ გადაღებულ ფოტოებს. პროექტში 37 000-ზე მეტი მოხალისეა ჩართული და მათი მიზანია ციფრულ მონაცემებში დააკვირდნენ მოძრავ ობიექტებს და ყოველი საინტერესო დეტალი შემდგომი გამოკვლევებისთვის მეცნიერთა ჯგუფს გადასცენ. სხვათა შორის, მოხალისებმა უკვე მოახდინეს 4 მილიონზე მეტი მონაცემის კლასიფიკაცია. Backyard Worlds-ის ვებსაიტი 2017 წლის 15 თებერვალს გაეშვა. რამდენიმე დღის შემდეგ, ტასმანიემლა მეცნიერების მასწავლებელმა, ბობ ფლეტჩერმა WISE-ის ფოტოებზე მოძრავი ძალიან მკრთალი ობიექტი შენიშნა. სულ მალე, იგივე ობიექტი სამმა სხვა მოხალისემაც შენიშნა რუსეთიდან, სერბეთიდან და აშშ-დან. მკვლევართა ჯგუფმა პირველადი კვლევები ჩაატარა და ობიექტს „ბობის ჯუჯა“ უწოდა. ამის შემდეგ, ფეჰერტიმ ჰავაიზე მდებარე NASA-ს ტელესკოპი Infrared Telescope Facility გამოიყენა და დაადგინა, რომ ეს გახლდათ აქამდე უცნობი ყავისფერი ჯუჯა ვარსკვლავი, რომელიც იუპიტერზე რამდენიმე ასეული გრადუსით უფრო ცხელი იყო. ავტორთა განცხადებით, ეს ობიექტი ცის კვლევებისას მისი ზედმეტი სიმკრთალის გამო გამორჩათ. აღმოჩენის შესახებ გამოქვეყნებული დოკუმენტის ავტორი ოთხივე მოხალისეა. ყავისფერ ჯუჯებს ხშირად „არშემდგარ ვარსკვლავებს“ უწოდებენ და ისინი საკმაოდ გავრცელებულია ირმის ნახტომში. ამ ვარსკვლავებს არ გააჩნიათ საკმარისი მასა იმისათვის, რათა აწარმოონ ბირთვული სინთეზი, თუმცა საკმარისად ცხელნი არიან იმისათვის, რომ სინათლის სპექტრის ინფრაწითელ დიაპაზონში გამოჩნდნენ. „ყავისფერი ჯუჯები საოცრად ჰგვანან იუპიტერს; შესაბამისად, მათი ატმოსფეროს შესწავლა გვეხმარება განვსაზღვროთ, თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს სხვა პლანეტათა ამინდი“, — ამბობს ჯონათან გიეგნე, პროექტის ჯგუფის წევრი კარნეგის მეცნიერებათა ინსტიტუტიდან. პროექტის ჯგუფს ჯერ კიდევ აქვს იმედი, რომ ბოლოსდაბოლოს მიაგნებენ მზის სისტემაში დამალულ მეცხრე პლანეტას, თუმცა, არც ყავისფერ ჯუჯათა აღმოჩენაა უმნიშვნელო ამბავი.
მომზადებულია phys.org-ის მიხედვით დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
პერუში, უძველესი ცივილიზაციის ჩონჩხებზე რიტუალური ძალადობის ნიშნები აღმოაჩინეს
პერუს მაღალმთიანეთში, არქეოლოგიურ ძეგლ პა
წაკითხვა
საუდის არაბეთის უდაბნოში 400 უძველესი, იდუმალი მონუმენტი აღმოაჩინეს
საუდის არაბეთის დასავლეთ ნაწილში, უდაბნოს
წაკითხვა
აღმოჩენილია ალექსანდრე მაკედონელის მიერ დაარსებული დაკარგული ქალაქი
აღმოჩენილია ქვიშაში დაკარგული 2000 წლის წ
წაკითხვა
დავით გარეჯის უდაბნოში შუა საუკუნეების დროინდელ სამონასტრო ჭურჭლის უნიკალურ კოლექციას მიაკვლიეს
საქართველოს ეროვნული მუზეუმის სპეციალისტებმა დავით გარეჯის უდაბნოში, წმ. დავითის ლავრაში მიმდინარე წინასარეაბილიტა
წაკითხვა
აღმოჩენა ფასანაურთან ახლოს - სოფელ ვაშლობში ადრეული შუა საუკუნეების ტაძარს მიაკვლიეს
აღმოჩენა ფასანაურთან ახლოს. სოფელ ვაშლობში ადრეული შუა საუკუნეების ტაძარს მიაკვლიეს. სამნავიანი ბაზილიკა, სავარაუდოდ, ამაღლების დღესასწაული
წაკითხვა
ახალი აღმოჩენა გომბორის ქედზე
ახალი აღმოჩენა გომბორის ქედზე. ზღვის დონიდან 1000 მეტრზე, სოფელ
წაკითხვა
ჩინეთში 5000 წლის წინანდელი გიგანტური ადამიანების ჩონჩხები აღმოაჩინეს
არქეოლოგების განსაცვიფრებელი აღმოჩენა ჩინ
წაკითხვა
მექსიკაში, ტეოტიუაკანის მთვარის პირამიდის ქვეშ საიდუმლო გვირაბი აღმოაჩინეს
კომპიუტერული სკანირების ტექნოლოგიით, მექს
წაკითხვა
|