საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/163802.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

3976

კრისტის აუქციონზე ქართველი მხატვრის, მერაბ აბრამიშვილის ორი ნამუშევარი გაიყიდა

ილია თავბერიძე
პროდიუსერი
გამოქვეყნებულია 2017-06-05 20:47:00

კრისტის აუქციონზე ქართველი მხატვრის, მერაბ აბრამიშვილის ორი ნამუშევარი - „ირმები“ და „მფარველი ანგელოზი“ გაიყიდა.

აუქციონი 5 ივნისს გაიმართა. ორივე ტილო რუსულ სექციაში იყო წარმოდგენილი. კრისტის აუქციონის ვებგვერდის ინფორმაციით „ირმები“ 6.000 ფუნტ სტერლინგად, ხოლო მეორე ნაუშევარი - „მფარველი ანგელოზი“ 16.250 ფუნტი სტერლინგად გაიყიდა.

ექსპერტების აზრით, ნამშევრების საბოლოო ფასი, რომელსაც გარკვეული გადასახადები ემატება, აუქციონის ვებგვერდზე მოგვიანებით განთავსდება.

მერაბ აბრამიშვილის ნამუშევრები კრისტისა და სოთბის აუქციონებზე ხშირადაა წარმოდგენილი.
2015 წლის 2 დეკემბერს აბრამიშვილის ნამუშევარი „პიანინო“ სოთბის აუქციონზე 25.000 ფუნტ სტერლინგად გაიყიდა. ნამუშევარი ევროპული კოლექციიდან იყო წარდგენილი. გასული წლის ივნისში კი, სოტბის აუქციონზე მხატვრის კიდევ ორი ნამუშევარი გაიყიდა- „ლეოპარდი“ 26,250 ათას ფუნტ სტერლინგად, ხოლო -„300 არაგველი“ 62 500 ფუნტ სტერლინგად.

2016 წლის დეკემბერში კრისტის აუციონზე გაიყიდა მერაბ აბრამიშვილის კიდევ ორი ნამუშევარი - „ფარშევანგი“ და „გეთსიმანიის ბაღი“.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი