| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/163943.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 არდა თურანი ჟურნალისტთან ჩხუბის გამო, თურქეთის საფეხბურთო ნაკრებიდან გააგდესგიორგი თვალაბეიშვილი
წამყვანი
გამოქვეყნებულია 2017-06-06 18:17:00
„ბარსელონასა“ და თურქეთის ნაკრების ნახევარმცველი არდა თურანი სკანდალში გაეხვა. მაკედონიასთან ამხანაგური მატჩის (0:0) შემდეგ, არდა ნაკრებთან ერთად თვითმფრინავით მომდევნო მატჩზე მიემგზავრებოდა, როცა რამდენჯერმე შეურაცხყოფა მიაყენა და კისერში სწვდა ერთ-ერთ თანმხლებ სპორტულ ჟურნალისტს, ბილალ მეშეს. თურანმა უკმაყოფილება გამოთქვა ევრო 2016-ის შემდეგ ჟურნალისტის მიერ დაწერილ სტატიაზე, რომელშიც ლაპარაკი იყო პრემიალურ თანხებთან დაკავშირებით გუნდის შიგნით კონკურენციაზე. არდა და ბილალ მეშე სხვა ჟურნალისტებმა გააშველეს. დაზარალებული არდას წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებს. თურქეთის ნაკრების ხელმძღვანელობა უკვე გამოეხმაურა ამ ინციდენტს და 30 წლის ფეხბურთელი გუნდიდან გარიცხა. მიუხედავად ამისა, არდა არ ნანობს მომხდარს. "მადლობა ჟურნალისტებს, რომლებიც აკრიტიკებენ ჩვენს თამაშს, რადგან ისინი მართლები არიან. ეს მათი პროფესიაა. მაგრამ, არავის მივცემ უფლებას ეჭვი შეიტანოს ჩემს ღირსებებში. სწორად მოვიქეცი თუ არა? არ ვიცი. შეიძლება, ეს არ იყო სწორი, მაგრამ იყო გულწრფელი", - განაცხადა არდა თურანმა. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
|