| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/164000.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 ადვოკატი - პრემიერის განცხადება მუხტარლის ოჯახის წევრების მხრიდან აღიქმება მითითებად, რომ ამ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარდესსალომე სორდია
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-06-06 22:15:00
აფგან მუხტარლის საქმესთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადება, ჟურნალისტის ოჯახის წევრების მიერ აღიქმება პირდაპირ მითითებად სამართალდამცავი ორგანოებისათვის, რომ ამ მიმართულებით რაიმე სახის საგამოძიებო ქმედებები არ ჩატარდეს,- ამის შესახებ განცხადება აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა გააკეთა. მისი განმარტებით, პრემიერ-მინისტრმა, ფაქტობრივად, სამართალდამცავ ორგანოებს მიუთითა, ვინაიდან ყოველგვარი გადამოწმებისა და გამოძიების გარეშე გამორიცხა ამ საქმეში პოლიციელების მონაწილეობა. „ის ფაქტი რომ საგამოძიებო ქვემდებარეობით პროკურატურა არ იძიებს ამ საქმეს და მუხტარლის დაზარალებულის სტატუსიც კი არ აქვს, მიანიშნებს იმას, რომ ეს მითითება შსს-ს მხრიდან სწორადაა აღქმული და სრულდება კიდეც, რაც დაუშვებელია, რადგან საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ელჩებთან კეთდება განსხვავებული განცხადებები, რომ აღნიშნული საქმე სრულყოფილად იქნება გამოძიებული“,- აცხადებს არჩილ ჩოფიკაშვილი და იმედს იტოვებს, რომ საქმეს ძიებაში პროკურატურა უახლოეს მომავალში მიიღებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის საქმეში საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების მონაწილეობას გამორიცხავს. აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის ოჯახმა 29 მაისს განაცხადა, რომ მუხტარლი გაუჩინარდა. მოგვიანებით, გაირკვა, რომ ის ბაქოში, სახელმწიფო საზღვრის სამსახურის საგამოძიებო განყოფილებაში იმყოფებოდა. აზერბაიჯანის პროკურატურის განცხადებით, აფგან მუხტარლიმ საზღვარი გამშვები პუნქტის გვერდის ავლით, პირადობის მოწმობის გარეშე გადაკვეთა. ადვოკატის ინფორმაციით, მუხტარლის ბრალად წაუყენეს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, კონტრაბანდა, სამართალდამცავებისათვის წინააღმდეგობის გაწევა (სისხლის სამართლის კოდექსის 318.1, 206.1 და 315.2 მუხლები). მას სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
მესამე სექტორი ხელისუფლებას აფგან მუხტარლის საქმის სრულყოფილი გამოძიებისკენ მოუწოდებს
რეპრესიები საზღვრებს მიღმა: აზერბაიჯა
წაკითხვა
არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ხელისუფლებას აფგან მუხტარლის საქმის სრულყოფილი გამოძიებისკენ მოუწოდებს
საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო
წაკითხვა
ლეილა მუსტაფაევა მთავარ პროკურატურაში გამოკითხეს - რა კითხვები ჰქონდა გამოძიებას აფგან მუხტარლის მეუღლესთან
ლეილა მუსტაფაევა მთავარ პროკურატურაში გამოკითხეს. აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის მეუღლე საგამოძიეო უწყებაში ადვოკატთან ერთად მი
წაკითხვა
აფგან მუხტარლის ოჯახი იმ ფოტო და ვიდეომასალას ასაჯაროებს, სადაც, მათი თქმით, თვალთვალია ასახული
აფგან მუხტარლის ოჯახი იმ ფოტო და ვიდეომას
წაკითხვა
არჩილ ჩოფიკაშვილი აფგან მუხტარლის მეუღლისა და ახლობლების მიმართ ახალი დანაშაულის მომზადებაზე საუბრობს - რა მასალას ასაჯაროებს ადვოკატი
აფგან მუხტარლის მეუღლისა და ახლობლების მიმართ ახალი დანაშაულის მომზადებაზე საუბრობს ოჯახის ადვოკატი და იმ მასალას ასაჯაროებს, რომელიც აგვის
წაკითხვა
ადვოკატის განცხადებით, შესაძლოა, აფგან მუხტარლის მეუღლისა და ახლობლის მიმართ ახალი დანაშაული მზადდებოდეს
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხტარლის მეუღლისა და საქართველოში მყოფი აზერბაიჯანელი აქტივისტის, დაშგან აღალარლის მიმართ შესაძლოა, ახალი
წაკითხვა
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს
საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები სა
წაკითხვა
NDI- გამოკითხულთა 56% მიიჩნევს, რომ აფგან მუხტარლის საქმე საქართველოს რეპუტაციაზე უარყოფით გავლენას მოახდენს
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI)კვლე
წაკითხვა
|