| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/164087.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები პატრიარქთან შეხვედრას ადვოკატების თანდასწრებით ითხოვენმერაბ წულუკიძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-06-07 14:12:00
დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები პატრიარქთან შეხვედრას ადვოკატების თანდასწრებით ითხოვენ. მათი განცხადებით, პატრიარქთა შეხვედრა ორშაბათს იყო დანიშნული, მაგრამ მას შემდეგ რაც შეხვედრა ადვოკატებთან ერთად მოითხოვეს, პასუხი აღარ მიუღიათ. „უწმინდესს რომ გაუჩნდეს კითხვები საქმესთან დაკავშირებით, მე პასუხს ვერ გავცემ, რადგან არ ვიცი დეტალები, ისე, როგორც ადვოკატებმა. გვინდა ჩვენი ყურით მოვისმინოთ უწმინდესის პოზიცია, მამა გიორგისთან მიმართებაში. შეხვედრა დაგეგმილი იყო ორშაბათს მხოლოდ ოჯახის წევრებთან, თუმცა მას შემდეგ, რაც ადვოკატებთან ერთად მოვითხოვეთ შეხვედრა, პასუხი არ მიგვიღია“,- ამბობს დეკანოზის ძმა თორნიკე მამალაძე. ოჯახის წევრები მამალაძის ძველი ადვოკატების დასწრებას ითხოვენ, რადგან მათი განცხადებით, საქმე მოცულობითია, ამდენად ახალი ადვოკატები არ იცნობენ კარგად ყველა დეტალს. „ჩვენ გვინდოდა პატრიარქისგან კიდევ ერთხელ მოგვესმინა, რომ ის ენდობა გიორგი მამალაძეს, თუმცა მას შემდეგ, რაც მან ეს ერთხელ განაცხადა, იგი რაღაცნაიარად იზოლაციაში მოახვედრეს, მისი სახელით ედიშერ ქარჩავა ალაპარაკდა. შემდეგ აღმოჩნდა, რომ საპატრიარქო გაემიჯნა ქარჩავას განცხადებას. ამდენად, ჩვენ გვინდა ყველას დავანახოთ პატრიარქის პოზიცია. ქარჩავას და თეთრუაშვილს, ასევე მეუფე იაკობს უნდათ, რომ საზოგადოებაზე იმუშაონ და არ დაანახონ ხალხს, რომ საქმე მამა გიორგის მიმართ არის შეთითხნილი“, - განაცხადა თორნიკე მამალაძემ. როგორც საზოგადოებრივს პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ დღეს განუცხადა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებს შეხვდება. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს რუსეთის ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი შეხვდა
საქართველოს საპატრიარქოს ერთდღიანი ვიზიტი
წაკითხვა
ილია მეორე ლეჩხუმში უმაღლესი სასულიერო სკოლისა და სასტუმროს მშენებლობის სურვილს გამოთქვამს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის,
წაკითხვა
პატრიარქი - ჩვენი სულიერი შვილები არიან ქართველებიც, აფხაზებიც და სხვანი მკვიდრნი აფხაზეთისა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ წმინდა სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებული 25 პირის
წაკითხვა
მიტროპოლიტი იოანე - გიორგი მამალაძის საქმეს ეკლესია შეისწავლის, ეკლესიას თავისი სამართალი აქვს
დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის საეკლესიო
წაკითხვა
პატრიარქის მდივანს ეჭვი ეპარება, რომ სინოდის საგანგებო სხდომაზე საუბარი ე.წ. ციანიდის საქმეს შეეხოს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივნის, მამა მიქაელ ბოტკოველის თქმით, მას ეჭვი ეპარება, რომ სინოდის საგანგებო სხდომაზე საუბარი ე.წ. <
წაკითხვა
საპატრიარქოში სინოდის სხდომა იწყება
ამ წუთებში საპატრიარქოში სინოდის სხდომა იწყება. რა საკითხებს
წაკითხვა
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი მია ზოიძე პროკურატურისთვის ჩვენების მიცემას არ აპირებს
დეკანოზ გიორგი მამალაძის ინტერესების დამცველები, იმ მუხლის შეჩერებას ითხოვენ, რომლის მიხედვითაც, აღძრულ საქმეზე, ადვოკატები იკითხებიან. <
წაკითხვა
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები, იმ მუხლის შეჩერებას ითხოვენ, რომლის მიხედვითაც აღძრულ საქმეზე, ადვოკატები იკითხებიან
ყველამ იცის თუ როგორ გვეზღუდებოდა 374 მუხლის გამო უფლებები გამოძიების ეტაპზე, ცალმხრივად ხდებ
წაკითხვა
|